ტას-კისტაბიტი
ტას-კისტაბიტი[1] (რუს. Тас-Кыстабыт), სარიჩევის ქედი (Сарычева хребет) — ქედი რუსეთში, იაკუტიაში (სახაში). მდებარეობს მდიანარეების ინდიგირკისა და მისი მარჯვენა შენაკადის — ნერის შუამდინარეთში. სიგრძე დაახლოებით 175 კმ, სიმაღლე 2341 მ-მდე. აგებულია ალევროლითებითა და არგილითებით, რომლებშიც შეჭრილია გრანიტების ინტრუზიები. კალთების ქვედა ნაწილში მეჩხერი ფოთლოვანი ტყეებია.[2]
ტას-კისტაბიტი | |
---|---|
რუს. Тас-Кыстабыт | |
კოორდინატები: 63°15′ ჩ. გ. 141°30′ ა. გ. / 63.250° ჩ. გ. 141.500° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სახა (იაკუტია) |
უმაღლესი წერტილი | 2341 მ |
სიგრძე | 175 კმ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 199.
- ↑ Тас-Кыстабыт // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 25 — М., 1976.