ნერა (ინდიგირკის შენაკადი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნერა.

ნერა[1] (რუს. Нера) — მდინარე რუსეთში, იაკუტიაში (სახაში), ინდიგირკის მარჯვენა შენაკადი. წარმოიქმნება მდინარეების დელიანკირისა და ხუნჯახის შეერთებით. სიგრძე 106 კმ, მდ. დელიანკირის უდიდესი შემდგენლის ჩათვლით — 331 კმ, აუზის ფართობი 24 500 კმ². მიედინება ნერის ზეგანზე. იკვებება შერეულად, ჭარბობს წვიმის წყლები. წყალდიდობა იცის მაისიდან აგვისტომდე. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 65 კმ-ში 119 მ³/წმ-ია. იყინება ოქტომბერში, დეკემბერ-იანვრიდან აპრილამდე მთლიანად გაყინულია; ლღვება მაისში – ივნისის დასაწყისში. ხეობაში გადის უსტ-ნერამაგადანის გზა.[2]

ნერა
რუს. Нера
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები სახა (იაკუტია
სათავე მდ. დელიანკირისა და ხუნჯახის შეერთება
63°47′21″ ჩ. გ. 145°38′37″ ა. გ. / 63.78917° ჩ. გ. 145.64361° ა. გ. / 63.78917; 145.64361
შესართავი ინდიგირკა
64°35′55″ ჩ. გ. 143°15′35″ ა. გ. / 64.59861° ჩ. გ. 143.25972° ა. გ. / 64.59861; 143.25972
სიგრძე 106 კმ
აუზის ფართობი 24 500 კმ²
მდინარის სისტემა ინდიგირკააღმოსავლეთ ციმბირის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 119 მ³/წმ
ნერა (ინდიგირკის შენაკადი) — რუსეთი
ნერა (ინდიგირკის შენაკადი)
ნერა (ინდიგირკის შენაკადი)
— სათავე, — შესართავი
link=commons:Category:{{{Commons}}} ნერა ვიკისაწყობში
  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 143.
  2. Нера // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 17 — М., 1974.