ოთხთვალა თევზი
ოთხთვალა თევზი (ლათ. Anableps tetrophthalmus) — ცოცხლადმშობი თევზი კობრისკბილასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 16 სმ აღწევს. თვალის რქოვანა და ბადურა ჰორიზონტალური ტიხრით აქვთ გაყოფილი ორ ნაწილად. ზედა ნახევარი წყლის ზემოთაა. დაცურავს წყლის ზედაპირთან და საგანს ხედავს წყალშიც და ჰაერშიც. გავრცელებულია ტროპიკული ამერიკის პატარა ყურეებში. ძირითადად იკვებება ხმელეთის მწერებით.
ოთხთვალა თევზი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Anableps tetrophthalmus | |||||||||||
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 505.