ოთარ ჩხობაძე
ოთარ მიტროფანეს ძე ჩხობაძე (დ. 23 ივლისი, 1923 — გ. 15 ივლისი, 1998) — ქართველი ექიმი-თერაპევტი, სკკპ-ის წევრი 1949 წლიდან, საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი (1969), სსრკ-ის სახალხო ექიმი (1984).
ოთარ ჩხობაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 ივლისი, 1923 |
გარდაცვალების თარიღი | 1998, 15 ივლისი |
ეროვნება | საქართველო |
პროფესია | ექიმი |
ჯილდოები | სსრკ-ის სახალხო ექიმი (1984) |
ბიოგრაფია
რედაქტირება1944 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა. 1944-48 წლებში ცაგერის რაიონის სოფ. ოფიტარას, 1949-56 წლებში კი ვანის რაიონის სოფლების უხუთის და ბზვანის ამბულატორიების გამგედ მუშაობდა. 1956 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ს. ორჯონიკიძის სახელობის საავტომობილო ქარხნის სამედიცინო-სანიტარულ ნაწილში. 1958 წლიდან იყო მთავარი ექიმი. მისი მოღვაწეობის პერიოდში ავტოქარხანაში უძლიერესი სამედიცინო დაწესებულება ჩამოყალიბდა, მასში შედიოდა მრავალპროფილიანი სტაციონარი 450 საწოლზე, პოლიკლინიკა, ჯან-დაცვის პუნქტები და პათოლოგიური ცენტრი.
გარდაიცვალა 1998 წლის 15 ივნისს.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1969 — საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი
- 1984 — სსრკ-ის სახალხო ექიმი
- 1997 — ღირსების ორდენი
ხსოვნა
რედაქტირება- 1998 წლიდან ოთარ ჩხობაძის სახელს ატარებს ქუთაისში მისივე დაარსებული ავტოქარხნის საავადმყოფო.
- ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში არის ოთარ ჩხობაძის ქუჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლიანა იობიძე, „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე.“ თბილისი, 2007. შპს „საქართველოს მაცნე“.