სსრკ-ის სახალხო ექიმი

სსრკ-ის სახალხო ექიმი — საპატიო წოდება, რომელიც ენიჭებოდა სამედიცინო დაწესებულებების (ამბულატორიების, სამშობიარო სახლების, საავადმყოფოების) და სხვა სანიტარული, სამკურნალო-პროფილაქტიკური ჯანდაცვის ორგანიზაციების ექიმებს თავისი დიდი წვლილისთვის სახალხო ჯანდაცვის განვითარებაში, პროფესიული ოსტატობის, მაღალი მორალური თვისებებისა და პროფესიულ საქმიანობაში თავდადებისათვის. დაწესდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებით.[1] სსრკ-ის დაშლისთანავე ჯილდომ შეწყვიტა არსებობა.

სსრკ-ის სახალხო ექიმი

სამკერდე ნიშანი „სსრკ სახალხო ექიმი“
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
პირველად გადაეცა 9 აგვისტო, 1978
ბოლოს გადაეცა 20 დეკემბერი, 1991

ჯილდოს ანიჭებდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი სსრკ-ის ჯანდაცვის სამინისტროს წარდგინებით. „სსრკ-ის სახალხო ექიმის“ საპატიო წოდებასთან ერთად დაჯილდოებულებს გადაეცემოდათ სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი და დადგენილი სახის სამკერდე ნიშანი. სამკერდე ნიშნის ტარება შეიძლებოდა მკერდის მარჯვენა მხარეს, სსრკ-ის სხვა ორდენების ზემოთ.

საქართველოდან საპატიო წოდების მფლობელები გახდნენ

  1. Указ Президиума Верховного Совета СССР от 25 октября 1977 г. // Ведомости Верховного Совета СССР : бюллетень. — 1977. — № 44. — С. 662.