ოთარ ჩახუნაშვილი

ქართველი ექიმი

ოთარ ჩახუნაშვილი (დ. 4 ოქტომბერი, 1927) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1979), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1984).

ოთარ ჩახუნაშვილი
დაბ. თარიღი 4 ოქტომბერი, 1927(1927-10-04) (97 წლის)
დაბ. ადგილი ვანი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი
მამა სერგო ჩახუნაშვილი
ჯილდოები ღირსების ორდენი და საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1927 წლის 4 ოქტომბერს დაბა ვანში, პროფესორის, ქირურგის სერგო ჩახუნაშვილის ოჯახში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1949 წელს იყო თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1950-1954 წლებში მოსკოვის ნ. სკლიფოსოვსკის სახელობის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1955-1960 წლებში ამავე ინსტიტუტის II ქირურგიული კლინიკის უმცროსი თანამშრომელი; 1961-1962 წლებში უფროსი თანამშრომელი; 1962-1964 წლებში IV ქირურგიული განყოფილების გამგე; 1965-1978 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიული კათედრის დოცენტი; 1978-1982 წლებში ქირურგიული I კათედრის პროფესორი; 1983-1984 წლებში აკადემიის კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, პროფესორი; 1985-1995 წლებში სამედიცინო აკადემიის პრორექტორი სამკურნალო დარგში; 1996 წლიდან ქირურგიის I კათედრის გამგე.

შეისწავლიდა მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებათა ქირურგიულ მკურნალობას, ტრავმული დაზიანებისა და მოტეხილობის საკითხებს და სხვა. ავტორია 161 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 10 მონოგრაფია, მათ შორის: გახანგრძლივებული ადგილობრივი გაუმტკივარება, როგორც სამკურნალო მეთოდი (1963), ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება (1981), სასწრაფო გადაუდებელი დახმარება მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ქირურგიული დაავადებების დროს (1978); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — წინამხრის ძვლების ოპერატიული მკურნალობა, დაიცვა 1961 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — ნაწლავის ინფარქტი, მეზენტერიალურ სისხლძარღვთა თრომბოემბოლიების დროს, დაიცა 1977 წელს.

1998 წლის 7 მარტს საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებით მიენიჭა ღირსების ორდენი.[1]

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • ნიუ-იორკის აკადემია, წევრი-აკადემიკოსი
  • პროფილაქტიკური მედიცინისა და ეკოლოგიის აკადემია, წევრი-აკადემიკოსი
  • საქართველოს მედიცინის ბიოლოგიური აკადემია, წევრი-აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 1998 — ღირსების ორდენი
  • 1984 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ნ. ი. პიროგოვის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ნ. ვ. სკლიფოსოვსკის სახელობის მოსკოვის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტი და ქართველი ქირურგები(თანაავტორი). თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1983. 87 გვ.
  • ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება: პროფილაქტიკა და მკურნალობა (თანაავტორი). თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1981. 24 გვ.
  • მეზენტერიალური სისხლძარღვთა თრომბოემბოლიის პროფილაქტიკის, ნაადრევი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალური საკითხები: მეთოდ. წერილი (ავტორი). თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1977. 34 გვ.
  • სასწრაფო-სამედიცინო დახმარება მძიმე ტრავმული დაზიანების დროს (თანაავტორი). თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967. 86 გვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 92.
  • (2000) ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში. თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, გვ. 322. ISBN 99928-52-29-1. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება