ოთარ თორთლაძე
ოთარ თორთლაძე (დ. 3 თებერვალი, 1924, თბილისი — გ. 9 ივნისი, 2005, იქვე)— ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი.
ოთარ თორთლაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
3 თებერვალი, 1924 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 9 ივნისი, 2005 (81 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი |
გია თორთლაძე ნინო თორთლაძე |
განათლება
რედაქტირება1940-იან წლებში სწავლობდა თბილისის საავიაციო ტექნიკუმში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
პროფესიული საქმიანობა
რედაქტირებასხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, ისტორიული-გეოგრაფიის განყოფილებაში (1957 წლიდან).
ძეგლთა დაცვის სფეროში მუშაობა დაიწყო 1965 წლიდან – სპეციალურ სამეცნიერო- სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოში არქიტექტორად, მოგვიანებით მე-II საპროექტო განყოფილების უფროსად.
ოთარ თორთლაძეს შესრულებული აქვს ტაძრების, ციხეებისა და სასახლეების არქიტექტურული ანაზომები: ვანის ეკლესია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი; დავითგარეჯის ლავრა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი; რუხის ციხე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; დადიანის სასახლე, ზუგდიდი; იყალთოს აკადემია, თელავის მუნიციპალიტეტი; ლომისა, ახალგორის მუნიციპალიტეტი.
მნიშვნელოვანი პროექტები
რედაქტირებასხალთა – 1957 წ; ყვარლის ციხე – 1965 წ; ანსამბლი კვეტერა: გუმბათიანი ეკლესია და სასახლე, ახმეტის მუნიციპალიტეტი – 1965–1967 წწ.; ყინწვისის წმ. ნიკოლოზი – 1967 წ; ვაჩნაძიანი, პალატები, ეკლესია – 1967 წ; მოღნისის ეკლესია თბილისში; ბაიხოს სამების ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტი (თ. აბრამიშვილთან ერთად); ალავერდი (ტაძრის გადახურვა ლორფინით, კომპლექსის სხვა ნაგებობები); დარეჯანის სასახლე რ. ცინცაძესთან ერთად; ერელაანთ საყდარი, ახმეტის მუნიციპალიტეტი – 1967–1969 წწ; ოზაანის ეკლესია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი – 1971 წ; რგანის წმ. გიორგის ეკლესია, ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 1971; თელავი, ბატონის ციხე, შესასვლელი – 1971 წ; ანსამბლი „კოხტა ღვთისმშობელი“ თელავის მუნიციპალიტეტი; ტაშბაში, თრიალეთის ახალქალაქი, წალკის მუნიციპალიტეტი; ნაფარეულის კოშკი, თელავის მუნიციპალიტეტი, თელავი, ბატონის ციხე (სასახლე, ანაზომი) – 1974–1976 წწ; დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 1979 წ; ახალგორი, ძველი ციხე – 1980 წ., კოშკები – 1978 წ; თელავი, ძველი გალავანი, ქუმის წმ. გიორგი (ანაზომები და პროექტი) – 1985–1986 წწ. და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ელიზბარაშვილი ი., სურამელაშვილი მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭურღულია ხ., არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში : ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი, თბ., 2012. — გვ. 279–280, ISBN 978-9941-0-4207-2.