ოდესის დაბომბვები (2022)

ოდესის დაბომბვები (2022)
სამხრეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი

სარაკეტო დარტყმის შედეგი, 24 თებერვალი
თარიღი 24 თებერვალი, 2022 – დღემდე
(2 წელი, 9 თვე, 1 კვირა და 1 დღე)
მდებარეობა ოდესა, ოდესის ოლქი, უკრაინა
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაშებული ძალები უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაშებული ძალები
დანაკარგები
1 დაღუპული მეზღვაური, 27 დაკარგული[1]
ჩაძირული „მოსკვა“[2]
1 მი-8
22 დაღუპული ჯარისკაცი[3][4]
1 თვითმფრინავი
ოდესის დაბომბვები ვიკისაწყობში

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის სამხრეთ უკრაინის კამპანიის დროს ქალაქი ოდესა და მიმდებარე რეგიონი კონფლიქტის დაწყებიდან არაერთხელ აღმოჩნდა რუსული ძალების დაბომბვებისა და საჰაერო თავდასხმების სამიზნე; ისროდნენ, ძირითადად, შავ ზღვაში განლაგებული რუსული სამხედრო გემებიდან. ქალაქში ასევე ცვიოდა რუსული ფრთოსანი რაკეტები.

ქრონოლოგია

რედაქტირება
 
27 თებერვალს ოდესაში სავარაუდო რუსი დივერსანტებისგან ამოღებული აღჭურვილობა.

ოდესაზე პირველი რუსული საჰაერო თავდასხმა შეჭრის პირველ დღეს, 24 თებერვალს განხორციელდა, მისი სამიზნე იყო ქალაქში არსებულ საწყობები, ასევე სარადარო და საჰაერო თავდაცვის სისტემები სოფელ ლიპეცკეში. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 22 და დაიჭრა 6 სამხედრო მოსამსახურე და ჯარისკაცი.[3][4] უკრაინული მხარის ცნობით, თავდასხმები განხორციელდა ოდესის აეროპორტზეც, რა დროსაც განადგურდა ერთი თვითმფრინავი.[5] რუსმა დივერსანტებმა ოდესაში მოქმედება 27 თებერვალს დაიწყეს, უკრაინის ხელისუფლებამ ისინი დააკავა და აღჭურვილობა ჩამოართვა. 2 მარტს საევაკუაციო მატარებლებმა ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა დაიწყო ჩერნივცისა და უჟჰოროდის მიმართულებით, შემდგომში მატარებლები 8 მარტსაც მუშაობდნენ ევაკუაციაზე.[6]

2 მარტს ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:00 საათზე რუსულმა ძალებმა დაბომბეს სოფელი დაჩნე ოდესის ჩრდილო-დასავლეთით, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილსადენი და ცეცხლი გაუჩნდა ცხრა სახლსა და ავტოფარეხს. ამას მოჰყვა 3 მარტს ახლომდებარე სოფლების ზატოკის[7] და ბილენკეს მიმართულებით გახსნილი ცეცხლი, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ამ უკანასკნელში.[8] რუსულმა გემებმა ოდესის პორტში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ სამოქალაქო გემ „ჰელტს“, რის შედეგადაც იგი ჩაიძირა.[9] იმავე საღამოს, რუსმა დივერსანტებმა გატეხეს ოდესის ადგილობრივი ხელისუფლების ვებსაიტები და გამოაქვეყნეს ცრუ ამბები უკრაინის კაპიტულაციის შესახებ.

5- მარტს ოდესასთან ახლოს ჩამოაგდეს ერთი რუსული მი-8.[10][11] 8 მარტს ოდესაში უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ახალი ბრიგადა დაარსდა.[12]

ოდესაზე რუსული თავდასხმები მარტის ბოლოს გაძლიერდა. 21 მარტის დილას რუსული ხომალდები კვლავ გამოჩნდნენ ნაპირებთან და ცეცხლი გახსნეს ოდესის მიმართულებით, მათ შორის პორტის. უკრაინის სანაპირო არტილერიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და შავ ზღვაში უკუაგდო ისინი.[13] 25 მარტს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, მათ შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს სამი ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ოდესაში და მის გარშემო მდებარე ობიექტებზე დარტყმას აპირებდა.[14] უკრაინული მხარის განცხადებთ, 27 მარტს კიდევ ორი რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს ოდესის სანაპიროსთან,[15] თუმცა შემდგომში ქალაქი ნაღმსატყორცნებს ძლიერ ცეცხლში მოჰყვა, ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერის თანახმად.[16]

13 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა და ოდესის გუბერნატორმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადეს, რომ რუსულ კრეისერ „მოსკვას“, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს, ორი გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნი“ მოარტყეს, ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა.[2] რაკეტები, როგორც ჩანს, გაშვებული იყო ოდესიდან ან ახლო ტერიტორიიდან; „მოსკვა“ 60–65 საზღვაო მილით იყო დაშორებული გაშვების ადგილიდან.[17][18] რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძარმა გამოიწვია საბრძოლო მასალის აფეთქება, გემი სერიოზულად დაზიანდა და ეკიპაჟის სრული ევაკუაცია მოხდა, არაფერი თქვეს უკრაინის მხრიდან სავარაუდო თავდასხმაზე.[19] მეორე დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გემი პორტში სარემონტოდ ბუქსირების დროს ჩაიძირა.[2] რუსული მხარის ცნობით, დაიღუპა ერთი მეზღვაური, 27 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ეკიპაჟის 396 წევრი კი გადაარჩინეს.[1]

23 აპრილს, რუსული სარაკეტო დარტყმები განხორციელდა სამხედრო ობიექტსა და ორ საცხოვრებელ კორპუსზე;[20] უკრაინის ცნობით, დაიღუპა რვა მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 18 ან 20.[21] რუსეთმა დაადასტურა თავდასხმა და განაცხადა, რომ სამიზნე ობიექტი იყო სამხედრო აეროდრომზე მდებარე ლოგისტიკური ტერმინალი, სადაც განთავსებული იყო უკრაინისათვის გადაცემული ამერიკული და ევროპული იარაღი.[22]

27 აპრილს რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ზატოკის ხიდზე, რომელიც დნესტრის ლიმანზეა აგებული, რათა ოდესის ოლქის სამხრეთი ნაწილი დანარჩენი უკრაინისგან მოეწყვიტათ.[23]

1 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგემ გაანადგურა ოდესის აეროპორტის ცოტა ხნის წინ დასრულებული ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი.[24] უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმის დროს გამოიყენეს რაკეტა „ბასტიონი“. 7 მაისს ოდესა კვლავ დაბომბვების სამიზნე იყო: ოთხი რაკეტა დაეცა სამოქალაქო შენობას, ორი ქალაქის აეროპორტში ჩამოვარდა.[25]

9 მაისს რუსეთმა ოდესის ოლქის მიმართულებით სამი რაკეტა „კინჟალი“ გაუშვა. ამ დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ოდესაში იმყოფებოდნენ და იძულებული გახდნენ ბომბსაფარში ჩასულიყვნენ. საღამოს რაკეტები დაეცა ქალაქის სამ საწყობს და სავაჭრო ცენტრს სოფელ ფონტანკაში. საწყობში დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი დაშავდა, სავაჭრო ცენტრში დაშავდა სამი.[26]

  1. 1.0 1.1 „Russia says one sailor died, 27 missing after missile cruiser sank“. Al Arabiya. 22 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 „Russia says flagship missile cruiser has sunk after explosion off coast of Ukraine“. Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-04-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  3. 3.0 3.1 „На Одещині російські окупанти вбили 18 осіб“ (უკრაინული). 24 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 „В Подільську на Одещині прощаються з загиблими внаслідок ворожого авіаудару по військовій частині“ (უკრაინული). 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. „JUST IN: Casualties As Russia Blows Up Airplane In Ukraine, US Vows 'United Response'. The Whistler Nigeria (ინგლისური). 24 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. ВОЙНАЛОВИЧ, ДМИТРИЙ (3 მარტი, 2022). „Ситуація в Одесі: що зараз відбувається в місті“. РБК-Україна (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  7. „Ворог обстріляв курортну Затоку на Одещині“ (უკრაინული). 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. „Окупанти двічі обстріляли село Біленьке на Одещині, загинула людина“ (უკრაინული). 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. „Pосійські кораблі в Одеському порту потопили цивільне судно, яке не погодилося стати живим щитом (оновлено)“ (უკრაინული). 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. Орлова, Віолетта (5 მარტი, 2022). „ППО України збила російський літак в Одесі“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  11. „The Russian Air Force Just Had A Terrible Day Over Ukraine“. 5 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-06. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  12. „Що відбувається у Одесі зараз. Ситуація в місті 9 березня: онлайн“ (Russian). 9 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  13. „Одеське узбережжя обстріляли два кораблі рф – артилерія ЗСУ відігнала ворога“ (უკრაინული). 21 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  14. „Над Одещиною збили три ворожі крилаті ракети“ (უკრაინული). 25 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  15. „Бойові дії 27 березня: ворог намагався обстріляти Одесу ракетами (ВІДЕО)“ (უკრაინული). 27 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  16. „Окупанти втекли та залишили на полі бою рідкісну зброю – міномет 2С23 "Нона-СВК". Фото“ (უკრაინული). 28 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  17. Axe, David (April 13, 2022). „One Of Russia's Biggest Cruisers Knocked Out Near Odessa“. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  18. Manash Pratim Boruah; Prathamesh Karle; Shaurav Gairola (April 14, 2022). „Fire puts Russian Navy's Black Sea Fleet flagship out of action“. Janes Information Services. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  19. „Russia Says Major Ship in Black Sea Fleet Badly Damaged in Blast“. Interfax (ინგლისური). April 13, 2022. ციტირების თარიღი: April 13, 2022.
  20. „As a result of missile attack on Odesa, military facility and two residential buildings damaged“. Interfax-Ukraine (ინგლისური). ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  21. „8 dead in Russian missile strikes in Southern Ukraine, Odesa mayor says“. CNN (ინგლისური). 24 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  22. „Russian army eliminates logistics terminal with foreign weapons near Odessa“. TASS (ინგლისური). ციტირების თარიღი: 23 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  23. „Russia bombs the strategic Zatoka bridge in a bid to cut off part of Odessa“. Atalayar (ინგლისური). 27 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  24. „Russian missile attack destroys Odesa airport runway, says Kyiv“. www.aljazeera.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  25. Schwirtz, Michael; Engelbrecht, Cora; Specia, Megan (7 მაისი, 2022). „Here’s What Happened on Day 73 of the War in Ukraine“. The New York Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  26. „Россия бомбила Одессу 9 мая. Последний удар был после праздничного салюта в Москве. Фото“ (რუსული). BBC. 2022-05-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-10. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)