ნუ-გუასუს პარკი

(გადამისამართდა გვერდიდან ნუ გუასუს პარკი)

ნუ გუასუს პარკი — მდებარეობს პარაგვაის ცენტრალური დეპარტამენტის ქალაქ ლუკეში, სილვიო პეტიროსის აეროპორტის სიახლოვეს. მწვანე ტერიტორია მოიცავს 25 ჰექტარს და იგი ხეების საკმარისი რაოდენობის გამო სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს.

ნუ-გუასუს პარკი

ნუ-გუასუს პარკს გააჩნია 5 კილომეტრიანი სასეირნო/საჯირითო და 1.2 კილომეტრიანი საველოსიპედო ბილიკები. პარკში ასევე არის ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთისა და ტენისის სათამაშო პირობებიც. აგრეთვე არის სათამაშო და ტანვარჯიშისთვის განკუთვნილი ადგილები ბავშვებისთვისაც. პარკის მთავარი დანიშულებაა მისი გამოყენება, როგორც საზოგადოების ურთიერთობის და გართობის ადგილი. პარკში შესვლა უფასოა.

ინფრასტრუქტურა

რედაქტირება
 
სპორტის მოედანი

პარკის 25 ჰექტარის მწვანე ტერიტორია, აღჭურვილია ბილიკებით, სპორტული კორტებით, საბავშვო მოედნებით, ბარებითა და დასასვენებელი ადგილებით.

პარკის მოვლა-პატრონობაზე ზრუნავენ უამრავი კომპანიები, მათ შორის კერძო სახისაც. კომპანიები ყველაფერს აკეთებენ ინფრასტრუქტურის საუკეთესო მდგომარეობაში არსებობისათვის, რადგან ეს პარკი წარმოადგენს ფილტვს ქალაქების: ლუკესა და ასუნსიონის მიმდებარე ტერიტორიებისათვის.

ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი პარკის განვითარებისათვის, მიზნად ისახავს ბილიკების შენარჩუნებას, ხოლო მეორე მიზანია პარკის უფრო მეტი ხეებით გაშენება, რათა პარკს ჰქონდეს შესაბამისი ჟანგბადის რაოდენობაც. აქვე არის მოედნები ფიზიკური ვარჯიშისთვის, აღჭურვილი სპეციალური მოწყობილობებით, რომელიც ხელს უწყობს სხეულის გაჯანსაღებას. პარკის ყურადღებას იპყრობს უამრავი ვიზიტორი; აქვეა საერთო საინფორმაციო ოფისები, საინფორმაციო ადგილები ტურისტებისათვის, გამოფენები, სადეპოზიტო თუ ჰიგიენური მომსახურებები.

აქ ასევე არის ავტოსადგომიც, მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მანქანები; კვების პროდუქტები განლაგებულია 1445 კვადრატულ მეტრზე.

ტაივანის პარკი

რედაქტირება
 
ტაივანის პარკი

პარკის შიგნით არის ადგილი, რომელსაც „ტაივანის პარკი“ ეწოდება. ეს ადგილი გამორჩეულია თავისი აღმოსავლური სტილით, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ტაივანელი ხალხის იკონოგრაფიისთვის, პარაგვაისა და ტაივანის ხალხთა შორის ძმობის და სოლიდარობის გამოსახატავად.

პარკის ამ ნაწილის გახნსას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები. მათ შორის იყვნენ ტაივანის პრეზიდენტი ქალბატონი ჩენ შუი-ბიანი და პარაგვაის პრეზიდენტი ნიკანორ დუარტე ფრუტოსი.

ჩინური ბაღის პროექტი მდებარეობს კუნძულის პირველ ტბასთან, რომელიც წარმოადგენს პასეო დე ლაგოსის ნაწილს (ლაგოსის ტური), თავისი 10 მეტრი სიგრძის შესასვლელი ხიდით, ჩამოსაჯდომი ადგილებით, გზებით, განათებითა და აღმოსავლური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი აგარაკით.

საველოსიპედო გზა

საველოსიპედო გზა მდებარეობს ნუ-გუასუს პარკის გარეთ, აუტოპისტას გამზირზე, მაგრამ დასრულების შემდეგ, ის პარკიდან სილვიო პეტიროსის, ქვეყნის მთავარი აეროპორტისკენ გადაინაცვლებს.

მისი პირველი ნაწილი მიდის №1 ჭიშკრის შესასვლელიდან №2 ჭიშკრის შესასვლელისკენ და ერთიანდება პარკში შიგნითა წრიულის საშუალებით. სიგანე 3 მეტრია, ხოლო სიგრძე 2.200 მეტრი.

პარკის საქმიანობები

რედაქტირება
 
ევკალიპტის ხეები

ეს მშვენიერი პარკი ორ დიდ ქალაქს შორის, წარმოადგენს იდეალურ გარემოს იმ საქმიანობებისათვის, რომელიც ასე აახლოვებს უამრავ ადამიანს ერთმანეთთან. პარკში ყოველწლიურად ეწყობა უამრავი აქციები, მათ შორის არის ორგანიზაცია DEQUENI -ს მიერ ორგანიზებული „Caminata de la Solidaridad“-ი (სოლიდარობის სეირნობა), პარაგვაის ბავშვების ჯანმრთელობის, განათლებისა და მათი დაცვის ხელშეწყობისათვის.

მეორე აქციას, რომელიც ასევე ყოველწლიურად იმართება, წარმოადგენს „ბავშვთა დღე,“ რომელიც ქვეყანაში 16 აგვისტოს აღინიშნება, „აკოსტა ნუს ბრძოლის“ მოსახსენებლად, რომელიც წარმოებდა სამთა ალიანსის წინააღმდეგ. ამ ომს ქვეყანაში ყოველთვის იხსენიებენ, რადგან ამ დროს დაიღუპა უამრავი ბავშვი, რომლებიც ქვეყნის დასაცავად იბრძოდნენ.

 
თეატრი

ოჯახთან ერთად მშვენიერი დროს გატარებასთან და ბავშვებთან ერთად მათი დღის აღნიშვნასთან ერთად, კსმს (კომუნიკაციებისა და საზოგადოებრივი მშენებლობის სამინისტრო) ცდილობს ბავშვებს ასწავლოს ნუ-გუასუს პარკის მნიშვნელობა და განუვითაროს მათ ის პასუხისმგებლობა რომელიც საზოგადოებასთან ერთად ბუნებრივ გარემოსათვის ასე მნიშვნელოვანია.

მათთვის ვისაც თვითმფრინავების მოდელირება იტაცებს, პარკი წარმოადგენს პრაქტიკისთვის ნამდვილად შესანიშნავ ადგილს.

პარკი ასევე მშვენიერი ადგილია პარაშუტიდან ხტომისთვისაც. აქ ხშირად იმართება პარაშუტიდან ხტომის ფესტივალები, სადაც უამრავი ხალხი იკრიბება ამ შოუს სანახავად.

სკაიდაივერები ბრაზილიიდან, არგენტინიდან, ჩილედან, ურუგვაიდან, ბოლივიიდან, ინგლისიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და შვეიცარიიდან ეხმარებიან ამ შოუს დიდი მნიშვნელობის ქონაში.

ქალაქის ჟანგბადი

რედაქტირება
 
მოსასვენებელი ადგილი

ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ნუ-გუასუს პარკი წარმოადგენს ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მწვანე ტერიტორიას ლუკესა და ასუნსიონის მცხოვრებთათვის. ყოველდღიურად, ასობით ადამიანი მოდის ამ პარკში სასეირნოდ, სპორტული ვარჯიშებისთვის თუ უბრალოდ სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად და დასასვენებლად გრძელი სამუშაო დღის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება