ნუჰ I
ნუჰ იბნ ნასრი, ან ნუჰ I ( სპარს. نوح یکم سامانی გარდაიცვალა 954 წელს) — სამანიდების დინასტიის ემირი (943-954 წწ). ემირ ნასრ II-ის (914–943) ვაჟი და აჰმად იბნ ისმაილის (907–914) შვილიშვილი.[1]
ნუჰ I სპარს. نوح یکم سامانی | |
სამანიდების სახელმწიფოს ემირი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 აპრილი 943 – აგვისტო 954 | |
წინამორბედი | ნასრი II |
მემკვიდრე | აბდ ალ-მალიქ I |
დაბადებული | უცნობია |
გარდაცვლილი | აგვისტო 954 |
მამა | ნასრი II |
შვილები | აბდ ალ-მალიქ I და მანსურ I იბნ ნუჰი |
რელიგია | ისლამი სუნიზმი |
ხელისუფლებაში მოსვლა
რედაქტირება943 წელს, სამანიდების არმიის რამდენიმე ოფიცერმა, რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ ნასრის მიერ ისმაილიტი მისიონერების მხარდაჭერით, შეთქმულება მოაწყვეს ნასრის მკვლელობის მიზნით. თუმცა ნასრის ვაჟმა ნუჰმა შეიტყო ამ გეგმის შესახებ. გაემართა წვეულებაზე, რომელიც შეთქმულების ორგანიზებისთვის დაიგეგმა და თავი მოჰკვეთა მათ ლიდერს. სხვა ოფიცრების დასამშვიდებლად კი პირობა დადო, რომ შეაჩერებდა ისმაილიტი მისიონერების საქმიანობის გაგრძელებას. შემდეგ ნუჰმა დაარწმუნა ნასრი ტახტიდან გადამდგარიყო. ნასრი ავადმყოფობისგან გარდაიცვალა. ტახტზე ნუჰი ავიდა.[2]
Მმართველობა
რედაქტირებანუჰ I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ, ქვეყანაში შიდა არეულობა დაიწყო. მან ჩაახშო ხორეზმის აჯანყება. კიდევ ერთი აჯანყება, რომელიც წამოიწყო აბუ ალი ჩაღანიანმა, გაცილებით სერიოზული გამოდგა, ვინაიდან მას მხარს უჭერდა რამდენიმე სამანიდელი ოფიცერი, მათ შორის აბუ მანსურ მუჰამედი, რომელიც ტუსის გამგებელი იყო. აბუ ალი, იყო ჩაგანიანის სამანიდების ვასალური სახელმწიფოს მმართველი და ამავე დროს 939 წლიდან ხორასანის გამგებელი. 945 წელს ის ბოლო თანამდებობიდან გადააყენა ნუჰმა, რომელსაც სურდა მისი შეცვლა თურქი იბრაჰიმ იბნ სიმჯურით. აბუ ალი შეუერთდა ნუჰის ბიძას იბრაჰიმ იბნ აჰმადს და აჯანყდა.
947 წელს იბრაჰიმმა ბუხარაზე კონტროლი დაამყარა და სამანიდების იმპერიის მმართველად გამოაცხადა თავი. მან აიძულა ნუჰი გაქცეულიყო სამარყანდში . თუმცა, იბრაჰიმი ქალაქში არაპოპულარული აღმოჩნდა, რამაც ნუჰს საშუალება მისცა, შეეპყრო და დაებრმავებინა საკუთარი ბიძა და მისი ორი ძმა. აბუ ალის დედაქალაქი ჩაგანიანში გაანადგურეს, თუმცა 948 წელს მათ შორის ზავი დაიდო და აბუ ალი ჩაგანიანის მმართველად დაამტკიცეს. 952 წელს ხორასანის მმართველის, მანსურ იბნ ყარა-თეგინის გარდაცვალების შემდეგ, აბუ ალიმ აღიდგინა ხსენებული თანამდებობა.
ნუჰმა აბუ ალი მეორედ გადააყენა ხორასანის გუბერნატორის თანამდებობიდან ტაბარისტანის მმართველის ვუმშაგირ ზიარიდის საჩივრის შემდეგ. ნუჰი მანამდე ვუმშაგირს უჭერდა მხარს; ამ უკანასკნელმა მცირე ხნით დაისაკუთრა გორგანი სამანიდების მხარდაჭერით და მას შემდეგ, რაც ბუიდებმა წაართვეს, სამანიდების ჯარის საშუალებით დაიბრუნა გორგანი და ტაბარისტანი 947 წელს. ზიარიდები, სამანიდები და ბუიდები შემდგომში იბრძოდნენ რეგიონისთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, თითოეულმა მხარემ რამდენჯერმე მოიპოვა რეგიონის დროებითი კონტროლი. ვუმშაგირი, რომელიც სამანიდების მოკავშირე იყო, კმაყოფილი იყო, როდესაც აბუ ალიმ წამოიწყო ომი ბუიდების წინააღმდეგ, თუმცა აღშფოთდა, როდესაც აბუ ალიმ ზავი დადო ბუიდებთან ქალაქ რეიში. მისმა საჩივარმა, რომელიც შედგებოდა ბრალდებებით, რომ აბუ ალი ბუიდებთან თანამშრომლობდა, განაპირობა ნუჰის გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. შემდეგ აბუ ალი გაიქცა ბუიდებთან და მიიღო მფარველობა ხალიფა ალ-მუტისგან ხურასანის კონტროლისთვის. ნუჰის სიკვდილმა 954 წელს ხელი შეუშალა მას გადაეჭრა ხსენებული პრობლემა. მმართველობა მისი ვაჟის — აბდულ მალიქ იბნ ნუჰი I -ის ხელში გადავიდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Richard N. Frye, Bukhara, the Medieval Achievement, (University of Oklahoma Press, 1965), 57
- ↑ Tabaqat-i Nasiri by Minhaj-i-Siraj, pg. 105, Lahore Sangmil Publications 2004
ლიტერატურა
რედაქტირება- გაფუროვი ბ. გ.ტაჯიკები. უძველესი, უძველესი და შუა საუკუნეების ისტორია. - დუშანბე: ირფონი, 1989, 371+379 გვ.
- Frye, R. N. (1975). "The Sāmānids". In Frye, Richard N. (ed.). The Cambridge History of Iran, Volume 4: From the Arab Invasion to the Saljuqs. Cambridge: Cambridge University Press. pp. 136–161. ISBN 0-521-20093-8.
- Treadwell, W. L. (1991). The Political History of the Sāmānid State (PhD thesis). University of Oxford.