ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე (დ. 28 იანვარი, 1997, თბილისი) — ქართველი მომღერალი, კონკურსის „ახალი ტალღა 2014“ გამარჯვებული.
ნუცა ბუზალაძე | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 28 იანვარი, 1997 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
ჟანრ(ებ)ი | პოპი |
საქმიანობა | მომღერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
ნუცა ბუზალაძე ვიკისაწყობში |
ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან, დადიოდა ანსამბლ „მართვეში“;[1] შემდეგ საბავშვო ანსამბლის „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან, დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა.[1] 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცამ მონაწილეობდა GDS-ის პროექტ „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ ჯორჯიას შემდეგ მესამე ქართველია, ვინც „ახალი ტალღა“ მოიგო.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა.[2] იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“.
ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა“ 2014 წლის გამარჯვებულია.[3] საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარსდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა „In My Dreams“ შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.[4]
2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ნუცა ბუზალაძე — ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე. eurovision-georgia.ge. ციტირების თარიღი: 11 ივნისი, 2019.
- ↑ ცეკვავენ ვარსკვლავები ნუცა ბუზალაძემ დატოვა (23 ნოემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 11 ივნისი, 2019.
- ↑ ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა“ 2014 წლის გამარჯვებულია. ambebi.ge (26 ივლისი, 2014). ციტირების თარიღი: 11 ივნისი, 2019.
- ↑ ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014“-ის გამარჯვებულია. intermedia.ge (27 ივლისი, 2014).
- ↑ ნუცა ბუზალაძე საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს