ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნური ალ-საიდი (არაბ. نوري السعيد; დ. დეკემბერი, 1888 – გ. 15 ივლისი, 1958) — ერაყელი პოლიტიკოსი სამანდატო ერაყსა და ჰაშიმიტების სამეფოში. მას ეკავა სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა და რვაჯერ იყო ერაყის პრემიერ-მინისტრი.

ნური ალ-საიდი
არაბ. نوري السعيد
დაბადების თარიღი დეკემბერი, 1888[1] ან 1888[2]
დაბადების ადგილი ბაღდადი
გარდაცვალების თარიღი 15 ივლისი, 1958(1958-07-15)[3] [4] [5]
გარდაცვალების ადგილი ბაღდადი
მოქალაქეობა ერაყი
განათლება Ottoman Military College
შვილ(ებ)ი Sabah
ჯილდოები ღირსების კავალერი

პრემიერ-მინისტრად პირველად დაინიშნა 1930 წელს, ბრიტანეთის მანდატის პერიოდში. ამ დროისათვის ნური იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა ერაყის მონარქიაში. 1930 წლის ანგლო-ერაყული ხელშეკრულება ბრიტანეთს აძლევდა მუდმივ სამხედრო პრეროგატიულ უფლებებს ერაყში, მაგრამ ასევე გზას უხსნიდა ქვეყანას ნომინალური დამოუკიდებლობისთვის და 1932 წელს ერთა ლიგის წევრობისთვის. ნური იძულებული გახდა გაქცეულიყო ქვეყნიდან 1941 წლის ერაყის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელმაც პრო-ნაცისტური მთავრობა მოიყვანა ხელისუფლებაში, მაგრამ ბრიტანეთის ხელმძღვანელობით ინტერვენციის შემდეგ მან კვლავ დაიბრუნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

1950-იანი წლების დასაწყისში, ნურის მთავრობამ მოლაპარაკება აწარმოა ერაყის ნავთობის კომპანიასთან მოგების 50/50-ზე გაზიარების შესახებ, რადგან ნავთობმა დაიწყო მნიშვნელოვანი როლის შესრულება ერაყის ეკონომიკაში. შეთანხმებამნგზა გაუხსნა სრულ ეკონომიკურ ზრდაზე მიმართულ რამდენიმე მასშტაბურ პროექტს და კერძო სექტორმა დაიკავა ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის წამყვანი პოზიცია. თუმცა ღარიბი მოსახლეობის სამუშაო პირობები კვლავ ცუდად იყო მოგვარებული, რაც კიდევ უფრო ზრდიდა მონარქიის საწინააღმდეგო განწყობებს. 1955 წელს ბაღდადის პაქტის შექმნამ კიდევ უფრო გაამწვავა უკმაყოფილება ქვეყანაში.

ნური ალ-საიდი პოლიტიკურ კარიერაში საკამათო ფიგურა იყო. 1950-იანი წლების ბოლოს ღრმად არაპოპულარულია ერაყის საზოგადოების რამდენიმე სექტორში. მისი პოლიტიკური შეხედულებები, რომელიც მოიაზრებოდა ერაყულ ნაციონალიზმს, კონსერვატიზმს, ანტი-კომუნიზმს და ანტი-ნასერიზმს, მისი მოწინააღმდეგეების აზრით, ვერ მოარგო ქვეყნის შეცვლილ სოციალურ გარემოებებს. 1958 წლის ივლისში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელმაც დაამხო ჰაშიმიტთა მონარქია. ნურიმ სცადა ქვეყნიდან გაქცევა, მაგრამ დაიჭირეს და მოკლეს.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნური დაიბადა ბაღდადში, საშუალო კლასის სუნიტი მუსლიმების ოჯახში, რომლებსაც ჩრდილო კავკასიური წარმოშობა ჰქონდათ.[6] მისი მამა იყო ბუღალტერი. ნურიმ 1906 წელს დაამთავრა სამხედრო კოლეჯი სტამბოლში, 1911 წელს გაიარა მომზადება საშტაბო კოლეჯში როგორც ოსმალეთის იმპერიის სამხედრო ოფიცერმა და იყო იმ ოფიცრებს შორის, რომლებიც 1912 წელს გაიგზავნა ოსმალეთის ტრიპოლიტანიაში იტალიური ოკუპაციის წინააღმდეგ. 1915 წელს ლიბიაში იყო ბრიტანელების წინააღმდეგ მებრძოლი მოუხელთებელი პარტიზანული ლიდერის ჯაფარ ალ-ასკარის თანამებრძოლი.[7]

დაპატიმრებისა და ეგვიპტეში ტყვეობის შემდეგ, მან და ჯაფარმა მხარი დაუჭირეს არაბული ნაციონალიზმის მიზანს და იბრძოდნენ არაბულ აჯანყებაში ჰიჯაზის ემირ ფეისალ იბნ ჰუსეინის მეთაურობით, რომელიც მოგვიანებით მოკლე ხნით გახდა სირიის მეფე, სანამ დაინიშნებოდა ერაყის მეფედ.[8]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ნური სათავეში ედგა არაბ ჯარისკაცებს, რომლებმაც 1918 წელს თურქული ძალების უკან დახევის შემდეგ დამასკო აიღეს. 1920 წელს ფეისალი ფრანგებმა გადააყენეს, ნური გაჰყვა გადასახლებულ მონარქს ერაყში, ხოლო 1922 წელს გახდა ერაყის პოლიციის პირველი გენერალური დირექტორი. მან გამოიყენა ეს პოზიცია იმისთვის, რომ დაეკომპლექტებინა ძალები თავისი სანდო ადამიანებით. ამ ტაქტიკამ, რომელსაც იგი შემდეგაც იყენებდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა მოუტანა.

იგი იყო ფეისალის სანდო მოკავშირე, რომელმაც მისი არმიის მოადგილე 1924 წელს დანიშნანმთავარსარდლად იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჯარი რეჟიმის ერთგული ყოფილიყო. ნურიმ ეს პოზიცია გამოიყენა საკუთარი ძალაუფლების გასაფართოებლად. 1920-იან წლებში იგი მხარს უჭერდა მეფის პოლიტიკას.

ამის შემდეგ ნური ალ-საიდი ერაყის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს რვაჯერ: 1930-1932, 1938-1940, 1941-1944, 1946-1947, 1949, 1950-1952, 1954-1957 და 1958 წლებში.

გარდაცვალება

რედაქტირება
 

1958 წლის ლიბანის კრიზისის გამწვავებისას, იორდანიამ მოითხოვა ერაყელი ჯარების დახმარება, რომლებიც ეგონათ გზაში იყვნენ 14 ივლისს. ამის ნაცვლად, ისინი ბაღდადისკენ დაიძრნენ და იმ დღეს ბრიგადირმა აბდ ალ-ქარიმ კასიმმა და პოლკოვნიკმა აბდულ სალამ არეფმა ხელში ჩაიგდეს ქვეყანა და სამეფო ოჯახს უბრძანეს ბაღდადში რიჰაბის სასახლის დატოვებისაკენ. სასახლეში იმყოფებოდნენ: მეფე ფეისალ II; მეფის მოადგილე პრინც აბდ ალ-ილაჰი და მისი მეუღლე პრინცესა ჰიამი; პრინცესა ნაფისა - აბდ ილაჰის დედა; პრინცესა აბბადიია - მეფის ბიძაშვილი და რამდენიმე მსახური. ჯგუფს მოსთხოვეს კედლისკენ შებრუნება და დახვრიტეს. თითქმის ოთხი ათეული წლის შემდეგ, მონარქია დაემხო.

ნური დაიმალა, მაგრამ დაიჭირეს მეორე დღეს, როდესაც გაქცევას ცდილობდა. იგი მაშინვე დახვრიტეს და დაკრძალეს იმავე დღეს, მაგრამ ბრბომ ამოთხარა მისი გვამი და ათრია ბაღდადის ქუჩებში, სადაც იგი ჩამოკიდეს, დაწვეს, საბოლოოდ კი ავტობუსებით იმდენჯერ გადაუარეს, სანამ მისი გვამი სრულიად არ დაასახიჩრეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Batatu, Hanna: The Old Social Classes and New Revolutionary Movements of Iraq, al-Saqi Books, London, 2000, ISBN 0-86356-520-4
  • Gallman, Waldemar J.: Iraq under General Nuri: My Recollection of Nuri Al-Said, 1954–1958, Johns Hopkins University Press, Baltimore, 1964, ISBN 0-8018-0210-5
  • Lukutz, Liora: Iraq: The Search for National Identity, pp. 256–, Routledge Publishing, 1995, ISBN 0-7146-4128-6
  • O'Sullivan, Christopher D. FDR and the End of Empire: The Origins of American Power in the Middle East. Palgrave Macmillan, 2012, ISBN 1137025247
  • Simons, Geoff: Iraq: From Sumer to Saddam, Palgrave Macmillan, 2004 (3rd ed.), ISBN 978-1-4039-1770-6
  • Tripp, Charles: A History of Iraq, Cambridge University Press, 2002, ISBN 0-521-52900-X

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. https://www.biografiasyvidas.com/biografia/n/nuri.htm
  3. Encyclopædia Britannica
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. Munzinger Personen
  6. Nakash, Yitzhak (2011). Reaching for Power: The Shi'a in the Modern Arab World. Princeton University Press, გვ. 87. ISBN 978-1400841462. 
  7. Rolls, S. C., Steel Chariots in the Desert London, Jonathan Cape, 1940, pp. 21–22, 41–42
  8. Rolls, S. C. Steel Chariots in the Desert London pp. 163–168
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნური_ალ-საიდი“-დან