ნურიე

ტბა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
(გადამისამართდა გვერდიდან ნური-გელი)

ნურიე[1] (ყოფ. პიონერთა ტბა; სხვა სახელწოდებებია: ნურის ტბა, ნური-გელი ან გელ-ბაში) — ოვალური ფორმის ბუნებრივი წარმოშობის ტბა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროს სიახლოვეს. მდებარეობს ზღვის დონიდან –0,2 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,07 კმ², აუზის ფართობი 0,10 კმ², მაქსიმალური სიღრმე 5,1 მ, საშუალო სიღრმე 3,42 მ. წყლის მოცულობა 0,24 მლნ მ³.[2]

ნურიე
ნურიე
ნურიე
კოორდინატები: 41°38′51″ ჩ. გ. 41°37′34″ ა. გ. / 41.64750° ჩ. გ. 41.62611° ა. გ. / 41.64750; 41.62611
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ბათუმი
სიმაღლე ზღვის დონიდან –0,2 
ფართობი 0,07 კმ²
მოცულობა 0,00024 კმ³
საშუალო სიღრმე 3,42 
მაქსიმალური სიღრმე 5,1 
აუზის ფართობი 0,10 კმ²
ნურიე — საქართველო
ნურიე
ნურიე — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ნურიე

ზღვის ნაპირიდან განლაგებულია 130-140 მეტრის დაშორებით. უმეტესწილად საზრდოობს მიწისქვეშა წყლით. ლაგუნური წარმოშობისაა. წარსულში ტბაში პატარა მდინარე „ანგისა“ ჩაედინებოდა.[3]

XIX საუკუნეში ჭაობიან ტერიტორიასა და მალარიის გამავრცელებელი კოღოების ბუდეს წარმოადგენდა. 1933 წელს ქალაქის ბაღი ბავშვთა პარკად გადაკეთდა. მოხდა პარკისა და ტბის ნაპირების კეთილმოწყობა. არხით უკავშირდებოდა შავ ზღვას. 1947 წელს ტბაში პირველი გემი „პიონერი“ ჩაუშვეს, ხოლო 1988 წლის 28 ოქტომბერს გემი „აისი“.[3]

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ნურიე გაიყინა. ტბის ზედაპირზე რამდენიმე სანტიმეტრიანი ყინულის ფენა წარმოიქმნა. მეტეოროლოგების ცნობით, ტბის გაყინვის ფაქტი მხოლოდ გასულ საუკუნეებში დაფიქსირდა, როცა ჰაერის ტემპერატურა ბათუმში — მინუს 5–7 გრადუსამდე დაეცა. ეს არის ბუნებრივი წარმოშობის ტბა და მისი გაყინვის ფაქტი იშვიათობაა. ძლიერი ყინვის შედეგად ტბა ოთხჯერ 1911, 1928, 1949, 1985 წლებში გაიყინა.[4]

ტბის გათევზიანებისთვის ჭრელი სქელშუბლის, თეთრი ამურისა და კობრის ლიფსიტების შესაძენად ბათუმის ტურისტულმა ობიექტების მართვის სააგენტომ 20 ათასი ლარი გამოყო. ტბაში გაუშვეს ჭრელი სქელშუბლა, თეთრი ამური და კობრი.[5]

2018 წელს ნურიეში ასი წლის შემდეგ პირველად, წავის ქვესახეობა გამოჩნდა, რომელიც ტბაში ფიქსირდებოდა XX საუკუნის 30-იან წლებამდე, ხოლო შემდგომ წლებში მისი ნურიეს ტბაში პოვნის შესახებ ცნობები არ მოიპოვებოდა.[6]

ტბა მოქცეულია ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე. მას არაერთი ლეგენდა და ისტორიული ფაქტი უკავშირდება.[3]