ნუგზარ რურუა
ნუგზარ რურუა (დ. 5 ივლისი, 1956, სოხუმი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1979 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მიმოსვლის გზათა მშენებლობის სპეციალობით.
მუშაობდა თბილისის მეტროპოლიტენის სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურში, ჯერ უფროს ინჟინრად, ხოლო შემდეგ სალიანდაგო დისტანციის უფროსად და სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის უფროსის მოადგილედ 1979-1988 წლებში. 1982 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 1992 წელს. 2002-2006 წლებში კი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რკინიგზების მშენებლობის კათედრის გამგის მოადგილე. 2006-2007 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რკინიგზის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად. შპს "ტექნოკომპარკის" აღმასრულებელ დირექტორად კი 2008-2009 წლებში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ლიანდაგის მონიტორინგის სისტემები : სახელმძღვანელო, თბ., 2014, გვ. 281
- ლიანდაგის ტექნიკური გაზომვები და შეფასება : სახელმძღვანელო, თბ., 2013, გვ. 180
- რკინიგზის ლიანდაგი ნაწ.4 ლიანდაგის ზედა ნაშენის გაანგარიშებები, თბ., 2009, გვ. 156
- რკინიგზის ლიანდაგი ნაწ.2 სარელსო ლიანდაგის მოწყობა, თბ., 2009, გვ. 77
- რკინიგზის ლიანდაგი ნაწ.1 ლიანდაგის ზედა ნაშენის კონსტრუქცია, თბ., 2009, გვ. 115
- ლიანდაგის კაპიტალური შეკეთების სამუშაოთა ორგანიზაცია, დამხმარე სახელმძღვანელო, თბ., 2002, გვ. 70
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 493