ნუგზარ მაისურაძე
ნუგზარ მაისურაძე (დ. 3 იანვარი, 1939, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.
ნუგზარ მაისურაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 იანვარი, 1939 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1966 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.
1967-1969 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებულ საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“ ინჯინერ-კონსტრუქტორად; 1970-1981 წლებში საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს საპროექტო ბიუროში მთავარ კონსტრუქტორად; 1982 წლიდან იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების უნივერსიტეტის, ჯერ პროექტის მთავარი ინჟინერი, შემდეგ კი საპროექტო სახელოსნოს მთავარი კონსტრუქტორი; 2000-2005 წლებში მუშაობდა საპროექტო ორგანიზაცია შპს „დელტაპროექტი-2000“-ის მთავარ კონსტრუქტორად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი ტურისტული მომსახურების სფეროსა და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის პროექტი. მათ შორის: ტურისტული ბაზებისა და სასტუმროების ბორჯომში, გუდაურში, დ. ბაკურიანში, ახალ ათონში, შოვში და ჯავაში; აგრეთვე ტურისტული ბაზების ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და შუა აზიის რესპუბლიკებში — თურქმენეთში, უზბეკეთში და ყირგიზეთში; მონაწილეობდა არაერთი ტიპური პროექტის დამუშავებაში საცხოვრებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების შენობებისთვის, ასევე პროექტირებაში დასასვენებელი პანსიონატების ქ. სოჭის ზონის დ. ლოოში და ქ. კუიბიშევში (ამჟამად ქ. სამარა), მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სტადიონის ქ. თბილისში, ბათუმის, ფოთისა და დ. ურეკის რკინიგზის ვაგზლების და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის „მადლობის სიგელი“, ასევე სხვადასხვა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 178