ნოტოუნგულატები

ნამარხი ძუძუმწოვრების რიგი

ნოტოუნგულატები (ლათ. Notoungulata) — ნამარხი ძუძუმწოვრების რიგი. ხშირად სამხრეთ ამერიკის ჩლიქოსნებსაც უწოდებენ. აგებულებით მკვეთრად გამოირჩევიან სხვა დანარჩენი ჩლიქოსნებისაგან. ტანადაც ნაირგვარებია — არიან ბოცვერის ზომისანიც და მარტოორქისაც. ნოტოუნგულატების ზოგ წარმომადგენელს ერთდროულად ახასიათებს ჩლიქოსნებისა და მღრღნელების ნიშნები, ზოგი მარტორქას ან ტაპირს წააგავს. ცნობილი არიან სამხრეთ ამერიკაში პალეოცენიდან მოყოლებული პლეისტოცენამდე, ჩრდილოეთ ამერიკაში — ქვედაეოცენური და აზიის ზედაპალეოცენური ნალექებიდან.

ნოტოუნგულატები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ნოტოუნგულატები
ლათინური სახელი
Notoungulata

ლიტერატურა

რედაქტირება