პარვუსი

(გადამისამართდა გვერდიდან ნორბერტ კიში)

პარვუსი (უნგრ. Párvusz; ნამდვილის სახელი ნორბერტ კიში[1], დ. 1 მარტი, 1981) — უნგრელი გრაფიკოსი და პიროგრაფი.

პარვუსი
სრული სახელი ნორბერტ კიში
დაიბადა 1 მარტი, 1981
დაბადების ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთი
ეროვნება უნგრელი
სფერო გრაფიკა, პიროგრაფია

სტილი და ნამუშევრები

რედაქტირება
 
პარვუსს ნახატები ნორვეგიაში

სწავლობდა ბუდაპეშტში და სეგედში.[2][3] პარვუსის ნამუშევრები ძირითადად დახატულია ტუშით. ზოგჯერ მხატვარი იყენებს აკვარელს, თუმცა აქაც ძირითადი ფერი შავი და თეთრია.[2]

მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს უნგრელმა მხატვარმა ენდრე სასმა და ნიდერლანდელმა მორის ეშერმა. 2004 წელს მხატვარმა საკუთარი სტილი დახვეწა. 2005 წელს ლაპლანდიაში წავიდა. უნგრეთში დაბრუნების შემდეგ ხატვას საამის სიმბოლოებით იწყებს.[4] ამ პერიოდის საუკეთესო ნახატია „საამი მონა ლიზა“, რომელიც ნორვეგიაში გაიყიდა.[2] 2007 წელს მისი შვიდი სურათი იქნა გამოფენილი ნორვეგიის გალერეაში, ტრომსოში.[5] 2009 მხატვარმა ხელოვნების ახალი გზა აღმოაჩინდა და პიროგრაფიით, ხეზე ამოწვით, დაკავდა.[2]

კლასიკური მხატვრობის გარდა, ის ასევე მუშაობს კომიქსებზე. 2009 წელს მან შექმნა რამდენიმე კომიკური ფიგურა, ერთ-ერთი მათგანი იყო Cestgin the capricorn. ის დამზადებულ იქნა რეტორომანულენოვანი ჟურნალისათვის Punts. პირველი ორი გამოცემა 2010 წლის იანვარსა და თებერვალში გამოქვეყნდა.[6][7]

ნამუშევრები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Parvusz.fw.hu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2010-03-24.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 RedBubble. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-18. ციტირების თარიღი: 2010-03-24.
  3. Vergitsis, Elias. 76 Ways to Say Amen.
  4. Infonuorra.no[მკვდარი ბმული]
  5. Arppa - Working partners[მკვდარი ბმული]
  6. Cestgin il capricorn - e l'apocalipsa
  7. Cestgin il capricorn - en freestyle