ნოვრუზი აზერბაიჯანში

ნოვრუზ ბაირამი (დღესასწაული) (აზერ. Novruz bayramı - Novruz Bayram) ყოველწლიურად აღინიშნება აზერბაიჯანში ხუთი დღის განმავლობაში[1], 20 და 21 მარტის ჩათვლით, გაზაფხულის ბუნიობის დღეს.

ნოვრუზ ბაირამი
ნოვრუზი აზერბაიჯანში ფოტოსურათი
ასევე ნოვრუზ ბაირამი
აღნიშნავენ აზერბაიჯანელები
თარიღი 21 მარტი
დაკავშირებულია გაზაფხულის მოსვლასთან

მომავალი წლის ნოვრუზის დასვენების დღეები განისაზღვრება და მოსახლეობას ეცნობა დეკემბერში. დღესასწაული აღინიშნება გაზაფხულის მოსვლის, ბუნების განახლების პატივსაცემად. ნოვრუზის აღნიშნვის დროს ხალხური ტრადიციისამებრ, კოცონს ანთებენ, ამზადებენ სხვადასხვა ეროვნულ ტკბილეულებს (შექერბურას, ბადამბურას, ფახლავას, გოღალს), ხონჩას რთავენ ტკბილეულებით, ჯეჯილს ახარებენ, მოხარშული კვერცხებს ღებავენ და ა.შ. 2010 წლის 23 თებერვალს, გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად გაერომ 21 მარტი ნოვრუზ ბაირამის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა[2].

დღემდე, ნოვრუზ ბაირამი რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დღესასწაულად[3]. 2009 წელს ნოვრუზი შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში [4].

სადღესასწაულო მაგიდა

რედაქტირება

სადღესასწაულო სუფრაზე არის ტკბილეული, როგორიცაა შექერბურა, ფახლავა, გოღალი, ბადამბურა. სუფრის მთავარი კერძი არის სადღესასწაულო ფლოვი. ადრე, სუფრაზე, ყოველთვის უნდა ყოფილიყო თევზი, რომელსაც ხშირად კაკლითა და ქიშმიშით მიირთმევდნენ. ჩვეულებისამებრ, სუფრაზე უნდა იყოს საკვები, რომელიც შედგებოდა შვიდი ელემენტისგან, რომელთა სახელწოდება იწყება ასო "ს"-დან (სუმაკი - სუნელი, სუდ - რძე, სირქე - ძმარი, სემენი - ხორბალი, საბზი - მწვანილი და ა.შ.). ჩამოთვლილი კერძების გარდა, მაგიდაზე განთავსებულია სარკე, სანთლები და ფერადი კვერცხები. სემენი - ანუ ჯეჯილი, დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია[3]. იგი  სიმრავლისა და კეთილდღეობის ნიშანია, და ამ რიტუალს თან ახლავს სიმღერა "სემენი, შემინახე, მე ყოველწლიურად გამოგიზრდი" (აზერ. Səməni, saxla məni, ildə göyərdərəm səni)[5].

ტრადიციები და ადათები

რედაქტირება

ნოვრუზის პირველ დღეს ადრე დგებიან. ყველა ერთმანეთს უსურვებს ბედნიერ ახალ წელს. ტრადიციულად, ყველანი ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ამ დღეებში დილით უნდა ჭამოთ რაღაც ტკბილი (ჩვეულებრივ, თაფლი ან შაქარი). არის კვერცხის შეღებვის ადათი და შემდეგ ამ კვერცხების გამძლეობის შემოწმება თამაშით, სადაც კვერცხებს ერთმანეთს ურტყავენ. კიდევ ერთი ჩვევა არის მკითხაობა ნოვრუზის წინ - düyün açmaq (კვანძი გახსა).

ნოვრუზის დროს არ შეიძლება საქონლის დაკვლა. ნოვრუზში ასევე არ შეიძლება ფულის სესხად მიცემა, ისე რომ სახლს სიმდიდრე არ ჩამოერთვას. ტრადიციის თანახმად, ამ დღეებში არ შეიძლება წყევლა, სიცრუე, გინება, ბოროტი საქციელისგან შორს უნდა იდგნენ ადამიანები[5].

სადღესასწაულო დღეებში ხალხური მომღერლები აშუღები და ხანანდები ასრულებენ სიმღერებს, იმართება ხალხური თამაშები, ფახლევანები (ხალხური მოჭიდავეები) ზომავენ თავიანთ ძალას, სპექტაკლების ჩვენებაც მიმდინარეობს. ასეთ სპექტაკლებს შორის, კომიკური პიესა ”ქოსა”. ფართოდაა გავრცელებული ცხენით ჯირითობა, ჩოვღანის თამაშები ტარდება ქალაქგარეთ.

ნოვრუზის დღესასწაული სავსეა სიმბოლიზმით. ფახლავა არის ცაში ვარსკვლავების სიმბოლო, ხოლო მისი ფენები, რომელთა რიცხვი შეიძლება იყოს 9 ან 12, სიმბოლოა დედამიწის ფენების, ატმოსფეროს. შექერბურა მთვარის სიმბოლოა, ხოლო გოღალი - მზის.

სადღესასწაულო დღეებში, ჩვეულებრივ, ხალხს აძლევენ ნოვრუზის „წილს“ (Novruz payı). ხონჩა სავსეა სადღესასწაულო ტკბილეულებით, ჯეჯილით, სანთლებით და იგზავნება მეზობლებთან და მეგობრებთან. თუ ოჯახს ჰყავს დანიშნული გოგონა, მაშინ სიძეს მხრიდან, მისთვის სპეციალური ხონჩა მზადდება. ამ დღეს, სიძის ოჯახმა აუცილებლად უნდა გაგზავნოს საჩუქრები პატარძლის სახლში - ტკბილეული, ოქრო და ვერცხლის ნივთები და სხვა. პატარძლის ოჯახი, თავის მხრივ, სათანადო ყურადღებას იჩენს სიძის ოჯახისადმი.

ყოველწლიურად, დღესასწაულის წინა დღეს, ზამთრის ოთხი სამშაბათი აღინიშნება (ილახირ ჩარშამბა), რომლებიც წყლის, ცეცხლის, ქარისა და დედამიწის სიმბოლოებია. ზეიმი იწყება სამშაბათს საღამოს. ამ დღეებთან დაკავშირებით, ხალხს აქვს ადათ-წესები, სიმღერები, თამაშები. ბოლო სამშაბათს, ნოვრუზამდე, ბავშვები მეზობლების სახლების კარებზე აკაკუნებენ, თავიანთ ქუდებს კართან დგამენ და იმალებიან. ამ სახლების მეპატრონეებმა სადღესასწაულო ტკბილეულით უნდა დააბრუნონ ქუდები. ასევე ამ დღეს თითოეულ ოჯახში, მისი წევრების რაოდენობის მიხედვით, ჩვეულებრივია სანთლები აანთოთ, რომლებიც ნაადრევად ვერ ჩაქრება[5].

საღამოს დაწყებისთანავე, ქუჩებში ცეცხლს ანთებენ. ცეცხლის გარშემო ცეკვავენ, შემდეგ კი კოცონზე ხტებიან. ითვლება, რომ ცეცხლის ალი შთანთქავს ბოროტებას და ყველა დაავადებას[6]. ტრადიციულად, როდესაც ეს შესაძლებელია, ყველამ უნდა აღნიშნოს დღესასწაული სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად. ნოვრუზის დღეებში წესრიგი და სისუფთავე უნდა იყოს, ტანსაცმლის განახლებაც საჭიროა და ისინი, ვინც ნაჩხუბარია ისინი უნდა შერიგდნენ[5].

აზერბაიჯანში, ნოვრუზის დღესასწაულის პერიოდში, პოპულარულია ეროვნული სპექტაკლები ისეთი პერსონაჟების მონაწილეობით, როგორებიცაა ქოსა (უწვერო) და კეჩალი (მელოტი).

მარკებზე

რედაქტირება

1991 წელს გამოქვეყნდა სსრკ-ის საფოსტო საფოსტო მარკები, რომლებიც ეძღვნებოდა აზერბაიჯანში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნას. 1996, 1998 და 2011 წლებში აზერბაიჯანში გამოიცა ნავრუს ბაირამისთვის მიძღვნილი მარკები.