აზერბაიჯანული ფახლავა

აზერბაიჯანული ფახლავა (აზერ. Azərbaycan paxlavası) — ფახლავის ნაირსახეობა, რომელიც მზადდება აზერბაიჯანში. ფახლავა არის იმ ტკბილეულობათა განუყოფელი ნაწილი, რომლებიც მზადდება აზერბაიჯანში ნოვრუზი-ბაირამის აღნიშვნის დროს, მაგრამ ეს არ ნიშნმავს იმას, რომ ფახლავას ამზადებენ მხოლოდ დღესასწაულების დროს. არსებობს ბაქოს, შეკის, ყუბას და განჯას სახეობები.

ბაქოს ფახლავა

ფახლავას დამზადებისას გამოიყენება საფუარი ცომი, თხილი ან ნიგოზი, მიხაკ დარიჩინი, ზაფრანა. შიგთავსისათვის გამოიყენება დაფქული თხილი, შაქარი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება