შექერბურა
შექერბურა (აზერ. Şəkərbura) — აზერბაიჯანული[1] ეროვნული ორცხობილა, რომელიც მხადდება ცომისგან და თხილისგან. სახელწოდება შექერბურა წარმოიშვა თურქული სიტყვა „შექერ - ბორეკიდან“, რაც ნიშნავს „ტკბილ ორცხობილას“.
აზერბაიჯანში შექერბურა ძირითადად ცხვება საგაზაფხულო დღესასწაულ ნოვრუზის დროს და განასახიერებს მთვარეს. ნოვრუზზე ასევე ამზადებენ გოღალს, რაც განასახიერებს მზეს, და ფახლავას, რომელიც განასახიერებს ვარსკვლავს.
მაღაშის მეშვეობით (სპეციალური მოწყობილობა) შექერბურაზე კეთდება ნახატი ხორბლის თავთავების სახით.[2]