ნოვარა
ნოვარა — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, პიემონტის რეგიონში, მილანისგან დასავლეთით, ნოვარის პროვინციის დედაქალაქი. 105 000 მოსახლით, ის პიემონტის მეორე უდიდესი ქალაქია ტურინის შემდეგ. წარმოადგენს მნიშვნელოვან გზაჯვარედნის კომერციული ტრაფიკებისთვის მილანიდან ტურინისკენ და გენუადან შვეიცარიისაკენ მიმავალი გზების გასწვრივ. ქალაქ გაშენებულია მდინარე აგონიასა და ტერდოპიოს შორის, ჩრდილო-აღმოსავლეთ პიემონტში, მილანიდან 50 კმ-სა და ტურინიდან 95 კმ-ში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნოვარა Novara | |||||
ქალაქის ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | პიემონტი | ||||
კოორდინატები | 45°27′00″ ჩ. გ. 08°37′00″ ა. გ. / 45.45000° ჩ. გ. 8.61667° ა. გ. | ||||
ფართობი | 103 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 162 მ | ||||
მოსახლეობა | 105 024 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 1 019,7 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0321 | ||||
საფოსტო ინდექსი | 28100 | ||||
საავტომობილო კოდი | NO | ||||
ოფიციალური საიტი | comune.novara.it | ||||
ისტორია
რედაქტირებაქალაქი იულიუს კეისარმა დააარსა და მას ნოვარია (Novaria) უწოდა. 386 წელს, ვალენტინიან I-ის მხარდაჭერის მიზნით ის მაგნ მაქსიმა დაანგრია. ქალაქის ნარჩენები პირისაგან მიწისა აღგავა 405 წელს ბარბაროსთა მეთაურმა რადაგაისმა, შემდეგ კი 452 წელს ატილამ. ლანგობარდების დროს ნოვარა ახალ სიცოცხლეს იწყებს, მას შემდეგ რაც მისი გრაფი ხდება კარლ III ტოლსტელი. 1110 წელს ეს თვისუფალი ქალაქი ჰაინრიხ V-მ დაიპყრო და დაანგრია.
ნახევარი საუკუნის შემდეგ ნოვარა ლომბარდიის ლიგას შეუერთა. XII საუკუნის ბოლოდან ქალაქი მილანის ჩრდილქვეშ ექცევა, შემდეგ კი შედის მილანის საგრაფოში, სანამ მას სარდინიის სამეფო დაიპყრობდა. უტრეხტის ზავით ნოვარა ჰაბსბურგებს უბრუნდება, მაგრამ 1738 წელს პიემონტის მონარქია (სავოიის სახლი) საბოლოოდ ამყარებს მასზე თავის იურისდიქციას.
ნოვარასგან სახელი ეწოდა მრავალ ბრძოლას, რომლებიც მის მიდამოებში გამართულა.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირება- შალონ-სიურ-სონი, საფრანგეთი (1970-დან)
- კობლენცი, გერმანია (1991-დან)
- ჰასკოვო, ბულგარეთი (2003-დან)