ნოდარ ჩიბალაშვილი
ნოდარ ჩიბალაშვილი (დ. 30 ივნისი, 1928, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, 1951 წელს. 1951-1961წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „ჰიდროენერგოპროექტში“ ინჟინერ-დამპროექტებლად. მონაწილეობდა „ლაჯანურჰესის“, „ხრამჰეს-2“, „ნამოხვანჰესის“ და გარდაბნის სრესის დაპროექტებაში. 1961 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში სოფლის მეურნეობის კაპდაბანდებების განყოფილების უფროსად. მონაწილეობდა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის განვითარების გეგმის სოფლის მეურნეობის დარგის კაპმშენებლობის პროექტების შედგენაში და საკავშირო ორგანოებში დაცვაში. 1973 წელს დაინიშნა საქართველოს დამზადების მინისტრის მოადგილედ მშენებლობის დარგში. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა და აშენდა კაჭრეთისა და მარნეულის წისქვილკომბინატები. ოჩამჩირის კომბინირებული საკვების ქარხანა და დარგის სხვა მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტები.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირება- საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- ღირსების ორდენი
- საპატიო ნიშნის ორდენი
- საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
- საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედალი
- რესპუბლიკის სამთავრობო სიგელი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბილისი, 2017, გვ.633
- წიგნი ღირსებისა, ტ.5,
- თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბილისი, 2003, გვ.129