ნოდარ მუშნის ძე ემუხვარი (დ. 2 ივნისი, 1943, სოფ. შეშელეთი, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი) — ქართველი კარდიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1997).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1967). სხვადასხვა დროს იყო თსსუ-ის №1 კლინიკის დირექტორი (1996-1998), თსსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი (1998-1999), თსსუ-ის პრორექტორი სამკურნალო დარგიში (1995-2005), თსსუ-ის შინაგანი მედიცინის კათედრის გამგე (1995-2006), თსსუ-ის შინგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კერძო თერაპიის მიმართულების სრული პროფესორი (2006 წლიდან). გამოქვეყნებული აქვს მრავალი 1 მონოგრაფი, სახელმძღვანელო „შინაგანი სნეულებანი“ (ორ ტომად) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება