შეშელეთი
შეშელეთი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტის სოფლების — პირველი შეშელეთისა და მეორე შეშელეთის საერთო ისტორიული სახელწოდება.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში, არქანჯელო ლამბერტისა და ე.წ. ლათინურენოვან „სამეგრელოს რუკაზე“ Sciascialeti-ის ფორმით. 1886 წელს შეშელეთი შედიოდა გუდავის თემში როგორც ერთი სოფელი, ხოლო 1930 წელს — ახალშექმნილ რეფი-შეშელეთის სასოფლო საბჭოში. შემდეგ მოხდა სოფლის დაყოფა პირველ და მეორე შეშელეთად. შეშელეთში დაიბადა მათემატიკოსი ილია ვეკუა (1907).
ლიტერატურა
რედაქტირება- ცხადაია პ., ჯოჯუა ვ., სამურზაყანოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2003. — გვ. 194.