ნოდარ გუგუშვილი
ნოდარ ევგენის ძე გუგუშვილი (დ. 28 სექტემბერი, 1927, სოფ. ეწერი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, — გ. 25 ოქტომბერი, 1996, თბილისი) — ქართველი სპორტული ჟურნალისტი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (1976).
ნოდარ გუგუშვილი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ნოდარ გუგუშვილი |
დაბადების თარიღი |
28 სექტემბერი, 1927 ეწერი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი |
გარდაცვალების თარიღი | 25 ოქტომბერი, 1996 (69 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრ კავშირი საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | ჟურნალისტი |
საქმიანობა | გაზეთი „ლელო“, ჟურნალი „მართვე“, საქართველოს რადიო და ტელევიზია |
აქტიური | 1950–1996 |
ცნობილია როგორც | სპორტული ჟურნალისტი |
წოდება | საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი |
ჯილდოები |
მ. კაკაბაძის სახელობის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს. იმავე წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა გაზეთ „ლელოში“, ასევე სპორტულ კომენტატორად საქართველოს რადიოსა და ტელევიზიაში (1976–1980), ჟურნალ „მართვეს“ რედაქტორად (1984–1992),[1]ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის სპორტის სამეცნიერო საბჭოს წევრად (1966 წლიდან) და თავმჯდომარედ (1983 წლიდან). აშუქებდა სპორტის ისტორიის, ოლიმპიური მოძრაობის, კალათბურთის, ჭიდაობისა და ალპინიზმის საკითხებს. მიღებული ჰქონდა მ. კაკაბაძის სახელობის პრემია (1993), ღირსების ორდენი (1996) და სხვ.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ჩვენი ჩემპიონები, თბ., 1965;
- ოლიმპიური ემბლემით სამყაროს გარშემო, თბ., 1973;
- სპორტის ოქროს ზამთარი, თბ., 1976;
- ოლიმპიური ენციკლოპედია, თბ., 1997.
სტატიები
რედაქტირება- ფეხბურთის მეორე განზომილება // „ლელო“, 17 იანვარი, 1978, № 12 (6077), გვ. 3.
- ტოტალური სტილის ახალი ცხოვრება // „ლელო“, 15 აგვისტო, 1978, № 159 (6214), გვ. 3–4.
- ფიესტა. დიდი ფეხბურთის ზეიმი // გაზ. „ლელო“, 10 სექტემბერი, 1978, № 178 (6233), გვ. 3.
- არ-გენ-ტი-ნა! დიდი ფეხბურთის ზეიმი // გაზ. „ლელო“, 22 ოქტომბერი, 1978, № 208 (6263), გვ. 3–4.
- არ-გენ-ტი-ნა! დიდი ფეხბურთის ზეიმი // გაზ. „ლელო“, 26 ოქტომბერი, 1978, № 211 (6266), გვ. 3–4.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 175.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მართვე 45 წლისაა // „ლელო“, 31 მარტი, 2020.