ნოდარ გოგებაშვილი

ქართველი ექიმი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგებაშვილი.

ნოდარ ვლადიმერის ძე გოგებაშვილი (დ. 2 აგვისტო, 1930, თბილისი — გ. 22 თებერვალი, 2024[1]) — ქართველი იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1984), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1991), საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1994).

ნოდარ გოგებაშვილი
დაბ. თარიღი 2 აგვისტო, 1930(1930-08-02)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 22 თებერვალი, 2024(2024-02-22) (93 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1954 წლს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1964–1996 წლებში მუშაობდა ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომელსაც ხელმძღვანელობდა წლების განმავლობაში. 1995–2005 წლებში იყო პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის კათედრის გამგე. გოგებაშვილის სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება სხივური დაავადების დროს ბაქტერიოფაგიის კანონზომიერებებს, ტუბერკულოზის თანამედროვე იმუნოლოგიის მექანიზმებს, I ტიპის კოლაგენის მიმართ განვითარებული აუტოიმუნური პროცესის თავისებურებებს სხვადასხვა დაავადებების დროს. 1994 წელს ხელმძღვანელობდა ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამის შემუშავებას. გოგებაშვილი 1983 წელს აირჩიეს სსრკ სამედიცინო აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული იმუნოლოგიის სამეცნიერო საბჭოს წევრად, 1984 წელს — მის მიერვე ჩამოყალიბებულ საქართველოს იმუნოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტად. 1997–2006 წლებში იყო ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე; 2006 წლიდან არის ამ ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი. გოგებაშვილს მიღებული აქვს სხვადასხვა პროფესიული და სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის მედალი (1994), ღირსების ორდენი (1999).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მაიონიზირებელი გამოსხივების გავლენა ორგანიზმის იმუნო-ბიოლოგიურ რეაქტიულობაზე, თბ., 1963;
  • Иммунологическая реактивность организма при туберкулёзе, Тб., 1975.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ცნობილი იმუნოლოგი ნოდარ გოგებაშვილი გარდაიცვალა“. metronome.ge. 22 თებერვალი, 2024. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)