ნოდარ ბაბუნაშვილი

ნოდარ ბაბუნაშვილი (დ. 19 იანვარი, 1939, მუხიანი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1965–1974 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, 1974–1985 წლებში საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის N57 მოძრავ–მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად, უფროსად, 1985 წლიდან იყო საქართველოს საბინაო–კომუნალური მეურნეობის სამინისტროს წყალტუბოს სარაიონთაშორისო ზონალური გაერთიანების დირექტორი, 2007 წლიდან შპს „ივერიამშენპლუსის“ მთავარი ინჟინერია, მონაწილეობდა ხონის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ტექნიკუმის კომპლექსის, რაიონული საავადმყოფოს, წყალტუბოს N2 და N3 საშუალო სკოლების, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს N4 სამმართველოს სანატორიუმ „წყალტუბოს“ N2 კორპუსის, „ინტურისტის“, ავტოსასტუმროს, საცხოვრებელი სახლის (წყალტუბოში) მშენებლობაში, აგებული აქვს სასათბურე მეურნეობები რაჭაში, წყალტუბოში, ბიჭვინთაში, ჭიათურაში, აბაშის, ხობისა და სხვა რაიონებში, ქ. თბილისში საცხოვრებელი სახლები – გოთუას ქუჩაზე და დიდ დიღომში, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და სიგელები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია თბ., 2017 გვ.65

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება