ნოდარ ასლანიკაშვილი
ნოდარ ასლანიკაშვილი (დ. 22 ოქტომბერი, 1939, თბილისი — გ. 13 აგვისტო, 1988) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.
ნოდარ ასლანიკაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 ოქტომბერი, 1939[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო[1] |
გარდ. თარიღი | 13 აგვისტო, 1988[1] (48 წლის) |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი, მეცნიერი და გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებანოდარ ასლანიკაშვილი დაიბადა 1939 წელს, თბილისში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით. იმავე წელს დაიწყო მუშაობა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში, ინჟინრის თანამდებობიდან კლიმატოლოგიის განყოფილების გამგემდე. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მოცემულია ამიერკავკასიის და, კერძოდ, საქართველოს მზის რადიაციის პირობები, ატმოსფეროს გაჭუჭყიანების საკითხები, მეტეოროლოგიური ელემენტებისა და კლიმატური პირობების აღწერა, საქართველოს ტერიტორიის დარაიონება წაყინვების, ციტრუსებისათვის საშიში მოვლენების მიხედვით, თბილისის კლიმატის თავისებურება და სხვ. [2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბილისი., 2003. გვ. 26