ნიუ-ჰორაიზონსი
ნიუ ჰორაიზონსი (ინგლ. New Horizons, ახალი ჰორიზონტები) — პირველი ამერიკული პლანეტშორისი აპარატი, რომელიც ნასამ „ახალი საზღვრების“ პროგრამის ფარგლებში პლუტონისა და მისი თანამგზავრის — ქარონის შესასწავლად გაუშვა.[1]
ნიუ ჰორაიზონსი | |
---|---|
ოპერატორი | ნასა |
NSSDC ID | 2006-001A |
SCN | 28928 |
მისიის ხანგრძლივობა | 9,5 წელი |
ორბიტები |
იუპიტერი - 2007 წლის 28 თებერვალი (2,3 მილიონი კმ) პლუტონი - 2015 წლის 14 ივლისი (12 500 კმ) |
სტატუსი | აქტიური |
ტექნიკური მახასიათებლები | |
მწარმოებელი | APL/SwRI |
დატვირთულის მასა | 478 კგ |
სიმძლავრე | 245 ვატი |
კვების წყაროები | რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი |
მისიის დაწყება | |
გაშვების თარიღი | 2006 წლის 19 იანვარი |
სასტარტო მოედანი | აშშ, კენედის კოსმოსური ცენტრი |
რაკეტა-მატარებელი | Atlas V |
აპარატი 2006 წლის 19 იანვარს გაეშვა, მომდევნო წელს იუპიტერის მახლობლად გრავიტაციული მანევრი შეასრულა და პლუტონისაკენ გაემართა. ნიუ-ჰორაიზონსმა ციურ სხეულს 2015 წლის ივლისში მიუახლოვდა და მის შესწავლას შეუდგა. აპარატის სამეცნიერო მისიის სრული ხანგრძლივობა 15-17 წელს შეადგენს.
ნიუ ჰორაიზონსმა დედამიწა სხვა აპარატებთან შედარებით ყველაზე დიდი სიჩქარით დატოვა. იუპიტერის მახლობლად ჩაფრენისას აპარატის სიჩქარე 45 კმ/წმ-ს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ნიუ ჰორაიზონსი ვოიაჯერებს ვერასდროს დაეწევა.[2]
გარდა სამეცნიერო აღჭურვილობისა, ნიუ ჰორაიზონსზე პლუტონის აღმომჩენის — კლაიდ ტომბოს ფერფლის ნაწილია.
ისტორია
რედაქტირებამას შემდეგ, რაც 1989 წლის აგვისტოში ვოიაჯერ-2 ნეპტუნს ეწვია, პლუტონი მზის სისტემის უკანასკნელ შეუსწავლელ პლანეტად დარჩა. სავარაუდო მისიის უმთავრეს ამოცანად პლუტონისა და მისი თანამგზავრის — ქარონისა და კოიპერის სარტყელის შესწავლა განისაზღვრა. 90-იანი წლების დასაწყისში ნასა შესაბამისი აპარატის შესაქმნელად აქტიურად მუშაობდა და სავარაუდო კონცეპტიც შექმნა. მეცნიერების გათვლით, პროექტის ღირებულება დაახლოებით $400 მილიონით ფასდებოდა, ხოლო აპარატი პლუტონს 7-8 წელიწადში მიაღწევდა. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, სხვადასხვა მიზეზის გამო აპარატის გაშვება 2006 წლამდე გადაიდო.[3][4][5]
- აპარატის აწყობა 2004–2005 წლებში მიმდინარეობდა.
- 2006 წლის 14 იანვარს ნიუ ჰორაიზონსი კენედის კოსმოსური ცენტრიდან წარმატებულად გაეშვა.
- 2006 წლის იანვარს აპარატმა იუპიტერის მახლობლად გრავიტაციული მანევრის ჩასატარებლად მზადება დაიწყო.
- 2006 წლის ნიუ ჰორაიზონსმა მარსის ორბიტა გადალახა. იმ მომენტში აპარატი მზიდან დაახლოებით 245 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული.
- 2007 წლის 28 წელს აპარატი იუპიტერს 2.3 მილიონ კმ-მდე მიუახლოვდა და გრავიტაციული მანევრი შეასრულა.
- 2008 წლის ივნისში ნიუ ჰორაიზონსმა სატურნის ორბიტა გადალახა.[6]
- 2011 წლის მარტში აპარატმა ურანის ორბიტა გადალახა.[7]
- 2013 წელს ნიუ ჰორაიზონსმა პროგრამული განახლება მიიღო და გეგმიური შემოწმება ჩაუტარდა.
- 2013 წლის ივლისში აპარატმა პლუტონს ფოტო დაახლოებით 900 მილიონი კილომეტრის მანძილიდან გადაუღო.
- 2014 წლის ივლისში ნიუ ჰორაიზონსმა სიჩქარეს მოუმატა, ხოლო აგვისტოში ნეპტუნის ორბიტაც გადალახა.[8]
- 2015 წლის მარტში აპარატმა დედამიწიდან 4,7 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მორიგი მანევრი შეასრულა და გეგმიური მანევრის ჩატარების სიშორის რეკორდი დაამყარა.
- 2015 წლის მაისში აპარატმა პლუტონს მაღალი ხარისხის ფოტოები გადაუღო და მნიშვნელოვნად აჯობა ჰაბლის მიერ მოპოვებულ სურათებს.
- 2015 წლის 14 ივლისს აპარატი პლუტონს 12,5 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა და 50 გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაცია შეაგროვა.
- პლუტონისა და მისი თანამგზავრების შესახებ მოპოვებული ინფორმაცია დედამიწაზე 2016 წლის ოქტომბრამდე იგზავნებოდა.
- პლუტონის სისტემის შესწავლის შემდეგ ნიუ ჰორაიზონსი კოიპერის სარტყელისაკენ გაემართა.
- 2019 წლის მონაცემებით ნიუ ჰორაიზონსი პლუტონიდან 1 მილიარდი კილომეტრით იყო დაშორებული.
- 2020 წელს აპარატზე განთავსებული ტელესკოპის მეშვეობით მეცნიერებმა პროქსიმა კენტავრიმდე და ვოლფ-359-მდე არსებული მანძილი დააზუსტეს.
აპარატის აღჭურვილობა
რედაქტირება- ულტრაიისფერი სპექტრომეტრი, რომლის დანიშნულებასაც პლუტონის ატმოსფეროსა და მისი ზედაპირის შესწავლა წარმოადგენდა.
- ფართო ხედვისა და შორი მანძილების გადასაღებად განკუთვნილი კამერები: Ralph და LORRI.[9][10]
- მზის ქარის ნაწილაკების აღმომჩენი.
- ენერგეტიკული ნაწილაკების სპექტრომეტრი.
- კოიპერის სარტყელში არსებული მტვერის სპექტრომეტრი.
- რადიოსპექტრომეტრი.[11]
აპარატის სავარაუდო მომავალი
რედაქტირება- მოსალოდნელია, რომ მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში აპარატზე არსებული რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი კიდევ გააგრძელებს მუშაობას და სამეცნიერო აღჭურვილობასაც მოამარაგებს.
- 2038 წლისთვის ნიუ ჰორაიზონსი მზიდან 100 ასტრონომიული ერთეულის მანძილით იქნება დაშორებული და არსებულ ვოიაჯერებს ვარსკვლავთშორისი სივრცის შესწავლაში შეუერთდება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Chang, Kenneth (July 18, 2015). „The Long, Strange Trip to Pluto, and How NASA Nearly Missed It“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 20, 2019. ციტირების თარიღი: July 19, 2015.
- ↑ Whitwam, Ryan. (December 13, 2017) New Horizons Space Probe Target May Have its Own Tiny Moonlet – ExtremeTech. Ziff Davis. ციტირების თარიღი: January 24, 2019
- ↑ Sobel, Dava (May 1993). „The Last World“. Discover. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 3, 2018. ციტირების თარიღი: April 13, 2007.
- ↑ New Horizons: Pluto map shows 'whale' of a feature დაარქივებული July 4, 2017, საიტზე Wayback Machine. by Jonathan Amos, on July 8, 2015 (BBC – Science & Environment section)
- ↑ New Frontiers Program: New Horizons Science Objectives. NASA – New Frontiers Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 15, 2015. ციტირების თარიღი: April 15, 2015
- ↑ New Horizons Ventures Beyond Saturn's Orbit. Johns Hopkins APL (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2014. ციტირების თარიღი: December 14, 2013
- ↑ Later, Uranus: New Horizons Passes Another Planetary Milestone. Johns Hopkins APL (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2014. ციტირების თარიღი: December 14, 2013
- ↑ Parker, Alex (April 30, 2013). „2011 HM102: A new companion for Neptune“. The Planetary Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 9, 2014. ციტირების თარიღი: October 7, 2014.
- ↑ About LORRI Images. The Johns Hopkins University – Applied Physics Laboratory.
- ↑ Y. Guo; R. W. Farquhar (2006). „Baseline design of New Horizons mission to Pluto and the Kuiper belt“. Acta Astronautica. 58 (10): 550–559. Bibcode:2006AcAau..58..550G. doi:10.1016/j.actaastro.2006.01.012.
- ↑ M.M. Nieto (2008). „New Horizons and the onset of the Pioneer anomaly“. Physics Letters B. 659 (3): 483–485. arXiv:0710.5135. Bibcode:2008PhLB..659..483N. doi:10.1016/j.physletb.2007.11.067. S2CID 18137697.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |