ნიუ-იორკ რეინჯერსი

(გადამისამართდა გვერდიდან ნიუ იორკ რეინჯერსი)

„ნიუ-იორკ რეინჯერსი“ (ინგლ. New York Rangers) — ყინულის ჰოკეის პროფესიონალური გუნდი, რომლის სათამაშო ბაზა მდებარეობს ნიუ-იორკის შტატში (ამერიკის შეერთებული შტატები). ჰოკეის ეროვნულ ლიგაში რეინჯერსი ეკუთვნის აღმოსავლეთ კონფერენციის ატლანტიკის დივიზიონს. საშინაო შეხვედრებს მართავს მედისონ სკვერ გარდენში. რეინჯერსი არის ერთ-ერთი უძველესი გუნდი ნჰლ-ში. ასევე არის ორიგინალური ექვსეულის (Original Six) წევრი შემდეგ გუნდებთან ერთად: „დეტროიტ რედ ვინგსი“, „ტორონტო მეიფლ ლივზი“, „მონრეალ კანადიენსი“, „ბოსტონ ბრუინსი“ და „ჩიკაგო ბლექჰოუქსი“. რეინჯერსი იყო პირველი ამერიკული გუნდი ნჰლ-ში, რომელმაც სტენლის თასი (Stanley Cup) მოიგო 1927-1928 წლებში.

ნიუ-იორკ რეინჯერსი
New York Rangers
ნიუ-იორკ რეინჯერსის სეზონი 2017–18
კონფერენცია აღმოსავლეთი
დივიზიონი ატლანტიკური
დაარსდა 1926
ისტორია ნიუ-იორკ რეინჯერსი
1926–დღემდე
საშინაო არენა მედისონ სკვერ გარდენი
ქალაქი მანჰეტენი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
ფერები ლურჯი, წითელი და თეთრი

              

მედია MSG
MSG Plus
ESPN (1050 AM)
მფლობელ(ებ)ი აშშ-ის დროშაMadison Square Garden, Inc.
(ჯეიმზ დოლანი, თავმჯდომარე)
გენერალური მენეჯერი კანადის დროშა გლენ სათერი
მთავარი მწვრთნელი აშშ-ის დროშა ჯონ ტორტორელა
კაპიტანი აშშ-ის დროშა რაიან კალაჰანი
მცირე ლიგის პარტნიორები Connecticut Whale (AHL)
Greenville Road Warriors (ECHL)
Wichita Thunder (CHL)
სტენლის თასი 4 (1927–28, 1932–33, 1939–40, 1993–94)
კონფერენციის ჩემპიონი 1 (1993–94)
პრეზიდენტის თასი 2 (1991–92, 1993–94)
დივიზიონის ჩემპიონი 6 (1926–27, 1931–32, 1989–90, 1991–92, 1993–94, 2011-12)

რეინჯერსის პირველი 16 წელი

რედაქტირება
 
ტექს რიკარდი, „რეინჯერსის“ დამაარსებელი 1926 წელს

1926 წელს უკვე პოპულარული იყო ჰოკეი მედისონ სკვერ გარდენში, მაგრამ მაშინ მაყურებლების არჩევანი ლურჯმაისურიანები არ იყვნენ. იმ დროისთვის ნჰლ-ის სხვა გუნდი - ნიუ იორკ ამერიკანს (New York Americans) მოსწონდა ბევრ ჰოკეის მოყვარულს. ნიუ იორკ ამერიკანს, რომლებიც ატარებდნენ ვარსკვლავ-ზოლებიან მაისურებს ისევე როგორც თითქმის ამერიკის დროშაზეა გამოხატული, ამტკიცებდნენ რომ მსგ (MSG - Madison Square Garden) იდეალური ადგილი იყო ჰოკეისთვის. მედისონის მაშინდელი პრეზიდენტი "ტექს" რიკარდი (Tex Rickard) მიხვდა, რომ უკვე დრო იყო NY-ში ჰოკეის გუნდი ჩამოეყალიბებინა რომელიც მსგ-ის კუთვნილებაში იქნებოდა. ჰოკეის ლიგასთან ინტენსიური თანამშრომლობის შემდეგ, რიკარდმა მიაღწია იმას, რომ 1926-1927 წლებში გუნდი შექმნა.

რიკარდმა იცოდა, რომ ყინულზე სათამაშოდ ძლიერი გუნდი უნდა შეექმნა, რადგან მის გუნდს კონკურენცია გაეწია ამერიკული გუნდებისთვის და მოეპოვებინა NY-ელების მხარდაჭერა. კლუბის შესაქმნელად მან გუნდში მოიხმო იმ დროის ერთ-ერთ ჭვკიანი მწვრთნელი და ნათელი ფიგურა ჰოკეიში კონი სმითი (Conn Smythe), ასევე დაარწმუნა, რომ ამ უკანასკნელს დაეტოვებინა თავისი თანამდებობა ტორონტოს უნივერსიტეტში და გადმობარგებულიყო NY-ში. რიკარდმა სმითს სთხოვა ემოგზაურა ჩრდილო ამერიკაში და ეპოვა ყველაზე ნიჭიერი და მანამდე "აღმოუჩენელი" მოთამაშეები, რასაც შეძლებდა.

სმითი აღმოჩნდა საჭირო ფიგურა გუნდის დაარსებისთვის. მხოლოდ ერთი ზაფხულის მანძილზე მან შეძლო ეპოვა ისეთი მოთამაშეები როგორებიც არიან ფრენკ ბუშერი (Frank Boucher) და ბილ ქუკი (Bill Cook), დიდების დარბაზის მცველი ივან ჩინგს ჯონსონი (Ivan ‘Ching’ Johnson) და მეორე ხაზის შემტევი მიურეი მარდოხი (Murray Murdoch) რომელიც ჰოკეიში გახდა პირველი "რკინის კაცი" რომელმაც 508 მატჩი ჩაატარა ზედიზედ.

როდესაც სმითი დაკავებული იყო მოთამაშეების მოსაძებნად, სპორტული ჟურნალები გუნდს უკვე ეძახდნენ როგორც ტექსის რეინჯერებს (Tex’s Rangers). რიკარდისთვის ეს სახელი მშვენივრად ჟღერდა და ამიტომ გადაწყვიტა დაეტოვებინა ჟურნალისტების მიერ შერქმეული სახელი, ოღონდ მცირედი კორექტივები შეიტანა და გუნდს მხოლოდ რეინჯერსი (Rangers) დაარქვა, ასევე გადაწყვეტილება მიიღო რომ გუნდის სახელი ფორმაზე დიაგონალურად ჰქონოდა დაწერილი (Rangers) რომელიც ამერიკულ გუნდებისგან გამოარჩევდა, იმ დროისთვის ყველას ჰორიზონტალურად ჰქონდა გუნდის სახელი დაწერილი. 1926-1927 წლის სეზონის დაწყებამდე სმითმა დატოვა გუნდი რადგანაც უთანხომება მოუვიდა გარდენის მენეჯმენტთან. რიკარდმა დაიწყო ძებნა დასავლეთ ბრიტანულ კოლუმბიაში, სადაც მიაგნო ჰოკეის პიონერს - ლესტერ პეტრიკს (Lester Patrick). მიუხედავად ამისა, სმითმა და პატრიკმა საბოლოოდ მაინც ერთად შექმნეს გუნდის განაცხადი. პირადად პეტრიკმა კი საფუძველი ჩაუყარა საჩემპიონო გუნდს.

მათ იცოდნენ რომ უნდა გამოსულიყვნენ ამერიკული ჩრდილიდან, ამიტომ რეინჯერსი დროს არ კარგავდა გამარჯვებებზე. ისინი ჩაეწერნენ საუკეთესო რეკორდით ნჰლ-ში და ასევე საუკეთესო ლიგის ბომბარდირი ბილ ქუკი (Bill Cook). შემდეგ წელს კი უფრო შორსაც წავიდნენ და მოიგეს პირველი სტენლის თასი. 1928 წლის ლიგის თასის მეორე თამაშის დროს Montreal Maroons-ის წინააღმდეგ იყვნენ, როდესაც 44 წლის პეტრიკმა გააკეთა განაცხადი და დადგა კარში ტრავმირებული ლოურნ შებოტის (Lorne Chabot) მაგივრად, საბოლოოდ კი გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა.

რენიჯერსმა ჩინებულად გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს 1928 წელს, როდესაც მათ მოიგეს სტენლის თასი არსებობის მეორე წელსვე, რაც მანამდე არცერთ გუნდს ჰქონდა გაკეთებული ნჰლ-ში. რეინჯერსმა NY-ში სწრაფად მოიხვეჭა რეპუტაცია როგორც სუფთა მოთამაშე გუნდის. პეტრიკის ტაქტიკის მიხედვით, გუნდს ცნობილი გახდა როგორც "საუკეთესო გუნდი ჰოკეიში" (the classiest team in hockey), რომელიც ასევე 4-ჯერ გავიდა ფინალში არსებობის პირველი 6 წლის მანძილზე.

ბილ ქუკს დღემდე ეკუთვნის რეინჯერსის მაისურით 11 ჰეთრიკი კარიერის მანძილზე, ასევე მან მოიგო მეორე ტიტული გუნდთან ერთად 1932-1933 წლებში, როდესაც 1933 წლის ფინალის მეოთხე მატჩში შეძლო დამატებულ პერიოდში გოლის გატანა, სადაც დაეხმარა რეინჯერს გაემარჯვა 1-0 ტორონტოს წინააღმდეგ.

1930-იანების მოგვიანებით NY ჰყავდა ვარსკვლავების ახალი გუნდი. გუნდმა გადმოიბირა მეკარე დეივ ქერი (Davey Kerr) "Maroons"-იდან 1934 წელს და მცველი არტ კუტერი (Art Coulter) ჩიკაგოდან 1936 წელს. ზუსტად ამ ორის დუეტზე აიგო მომავალი რეინჯერსის გუნდი.

სამი სეზონის მოგვიანებით 1939 წელს, რეინჯერს თითქმის არ დასჭირვებია დიდი დრო, რომ სტენლის თასი უკან დაებრუნებინა NY-ში. ნილ კოლვილი (Neil Colville) და ბრაიან ჰექსტელის (Bryan Hextall) მეთაურობით გუნდმა მესამეჯერ შეძლო 1940 წელს მოეპოვებინა სტენლის თასი, 2 წლის შემდეგ კი მოიგეს რეგულარული სეზონი, რომელიც სამეულის დიდი დამსახურებაა: ბრაიან ჰექსტელი, ფილ უოტსონი და ლინ პეტრიკი, რომელიც ლიდერობდა ბომბარდირების ცხრილს. საუბედუროდ მეორე მსოფლიო ომმა შეძლო და დაშალა Ranger All-Stars შემდეგი რამდენიმე სეზონით.

პირველი 16 სეზონის მანძილზე, რეინჯერსი მხოლოდ ერთხელ ვერ გავიდა ფლეი ოფში და მხოლოდ ორჯერ დაამთავრა ასპარეზობა ლიგაში მესამე ადგილზე დაბლა. ასევე ამ 16 წლიანი პერიოდის მანძილზე, როდესაც რეინჯერსი იყო იმ ორი გუნდიდან ერთ-ერთი რომელიც NY-ში ასპარეზობდა, რეინჯერსმა მოიგო 3 რეგულარული სეზონის ჩემპიონობა, დაასრულა მეორე ადგილზე 5 შემთხვევაში და დარჩენილ 6 შემთხვევაში მესამე ადგილზე. რეინჯერსის ღამეები გარდენში პოპულარული გახდა როგორც ხალხში, ასევე სპორტსმენებში, ბდოდვეის მსახიობებს და პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ხშირად ესწრებოდნენ თამაშებს.

ნიუ იორკის ერთადერთი წარმომადგენელი და ორიგინალური ექვსეული

რედაქტირება

1942 წელს რეინჯერსი გახდა NY-ის ერთადერთი ჰოკეის გუნდი, რომელსაც ისინი შემდეგი 30 წლის მანძილზე ინარჩუნებენ კიდეც. ნჰლ მხოლოდ 6 გუნდი დარჩა, რომ ებრძოლათ სტენლის თასისთვის 1942-1943 წლებიდან 1966-1967 წლებამდე, როდესაც თანამედროვე ნჰლ გაფართოება დაიწყო. 6 გუნდი რომლებიც ეს ოქროს წლები თამაშობდნენ, ყოველთვის დარჩებიან ორიგინალურ ექვსეულად (Original Six), მიუხედავად იმისა, როდესაც ლიგა დაიწყო 1917 წელს რამდენიმე გუნდი არ იყო წევრი (რეინჯერსის ჩათვლით).

სამწუხაროდ ოროგინალური ექვსეულის ერა არ იყო წარმატებული NY-სთვის. 1940-იან წლებში გუნდი იბრძოდა მარა საწადელს ვერ აღწევდა. 1943-1955 წლების მანძილზე რეინჯერსი ფლეი ოფში მხოლოდ ორჯერ გავიდა, მაგრამ 1950 წელს როდესაც ისინი მეორედ იყვნენ ფლეი ოფში, მთელი გზა გაიარეს ფინალამდე და ტორონტოსთან მეშვიდე თამაშში დამარცხდნენ დამატებით ტაიმში. ეს მატჩი წესით NY-ში უნდა ჩატარებულიყო მსგ-ში მაგრამ იმ დროისთვის ცირკი ტარდებოდა და თამაშის ჩატარება ტორონტოში მოხდა.

სწორი მიმართულებით მუშაობამ და მოხერხებულმა ვაჭრობამ შედეგი გამოიღო და გუნდი აშკარად გაუმჯობესებისკენ წავიდა. დიდების დარბაზში ენდი ბეთგეითი, დინ პრენტისი, ჰარი ჰოუელი, ბილ გედსბი და გამფ უორსლი გუნდის ფლეი ოფში გაყვანა 1956 წელს. ენდი ბეთგეითი გახდა გუნდის კაპიტანი და ლიდერობს გუნდს ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი რომელმაც მოახერხა გუნდთან ერთად ჰარტის თასის (Hart Trophy) მოგება 1958-59 სეზონში. ასევე ჰარი ჰოუელი იყო აღიარებული როგორც ჰოკეის საუკეთესო მცველი და მიიღო ნორისის თასი (Norris Trophy) 1966-67 წელს.

1960-1993 წლები

რედაქტირება

ბეთგეითი და ჰოუელი ჯერ კიდევ გუნდის სიამაყედ რჩებოდნენ როდესაც გუნდს 1960 წელს მთავარ მწვრთნელად და გენერალურ მენეჯერად სათავეში ემილ ფრენსისი ჩაუდგა. შემდგომი 9 სეზონი გუნდი ფლეი-ოფში გავიდა მიყოლებით, რომელიც იმ დროისთვის ვერცერთმა ნჰლ-ის გუნდმა ვერ შეძლო.

1971-1972 წლებში გუნდმა სეზონი 48-17-13 დაასრულა. ამ სეზონის მანძილზე ვიკ ჰედფილდი გახდა პირველი რეინჯერსის ჰოკეისტი რომელმაც ერთი სეზონის მანძილზე შეძლო 50 გოლის გატანა. სეზონის დასასრულს კი რეინჯერსელებმა გაიგეს, რომ ახალი სეზონიდან მხოლოდ ისინი არ იქნებოდნენ წარდგენილი NY-დან, არამედ ნჰლ-ს უკვე ახალი გუნდი დაემატა ნიუ იორკ აილენდერსის (New York Islanders) სახით, რომელიც ლურჯმაისურიანების ყველაზე დიდი მეტოქეც გახდა დროთა განმავლობაში.

მას შემდეგ რაც გუნდმა 1978 წელს მთავარ მწვრთნელად და გენერალურ მენეჯერად ფრედ შერო დაიქირავა, გუნდმა სასწრაფოდ მოიყვანა გუნდში შვედი სუპერ ვარსკვლავი ულფ ნილსონი და ანდერს ჰედბერგი, რომლებიც დომინირებდნენ ძველ WHA-ში (World Hockey Association). მოგვიანებით ორივე მათგანი შეუერთდა ფილ ესპოზიტოს დიდების დარბაზს, სადაც ასევე იყვნენ რონ გრეშნერი, დეივ და დონ მელოუნები, დონ მურდიხო, რონ დაგი და მაიკ მაკივენი.

ამ მოთამაშეებმა ფინალამდე მიაღწიეს და მონრეალთან დამარცხდნენ. 1979 წლის ფინალში მოგზაურობა იყო მეორე, რომელიც რეინჯერსმა შეძლო 1978-1987 წლებში. ამ წლების მანძილზე გუნდმა არაერთი კოლორიტული და გულშემატკივრების სასურველი ჰოკეისტი დაიმატა, რომელთა შორის იყო მცველი ბერი ბექი და რეიო რუტსალეინენი, ასევე ფორვარდები: მაიკ როჯერსი, მარკ პაველიჩი, პერი ლერო და იან ერიქსონი. ამ ეპოქის დასასრულს განწირულმა რეინჯერსმა გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დაცვაში ბრაიან ლიჩი აიყვანა, რომელზედაც მთლიანად 1986 წლის სეზონში იყო დაყრდნობილი.

1989 წელს როდესაც გუნდმა მთავარ მენეჯერად ნეილ სმითი დაიქირავა, რეინჯერსმა მართლაც რომ გადადგა პირველი ნაბიჯები რომელიც საბოლოოდ სტენლის თასით დასრულდა 1994 წელს.

სმითის უდიდესი ნაბიჯები გუნდის წარმატებისთვის იყო, როდესაც რეინჯერსმა თავისუფალ მოთამაშედ - ფორვარდი ადამ გრეივსი აიყვანეს, რომელსაც შემდგომ მარკ მესიე (Mark Messier) გადმოყვანაც მოჰყვა ედმონტოდან. მესიემ სწრაფად მოახერხა იმედების გამართლება და გუნდს დაეხმარა ჰარტის თასის (Hart Trophy) მოგებაში 1991-92 წლების სეზონში. რეინჯერსმა სეზონი კი მალევე დაასრულა, როდესაც პიტსბურგის წინააღმდეგ ფლეი-ოფში ასპარეზობას მოულოდნელად გამოეთიშა.

ნანატრი სტენლის თასი (1994)

რედაქტირება
 
უეინ გრეტცკი, 1997 წ.
 
გლენ ანდერსონი, 2008 წ.
 
ბრაიან ლიჩი, 2009 წ.

1994 წლის 17 ივნისს, რეინჯერსის ფანებს საშუალება ჰქონდათ ეზეიმათ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სტენლის თასის გამარჯვება გმირების პარადზე.

1993-1994 წლის სეზონში რეინჯერსმა უმაღლეს საფეხურზე დაასრულა ნჰლ-ის რეგულარული სეზონი, ამის შემდეგ კი ეცადა მოეგო აღმოსავლეთ კონფერენცია და გამოუვიდა კიდეც.. მარკ მესიეს ჰეთრიკი მეექვსე თამაშში და სტეფან მათეუს დუბლი მეშვიდე თამაშში გუნდს დაეხმარა ამ წარმატების მიღწევაში ნიუ ჯერსი დევილსის წინააღმდეგ. ასევე გუნდმა შეძლო ვანკუვერ კენუქსის დამარცხება 7 მატჩიან თრილერში.

2 წლის მოგვიანებით რაც გუნდმა სტენლის თასი მოიგო, გუნდმა შეძლო ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის უეინ გრეცკი (Wayne Gretzky) თავისუფალ ჰოკეისტად მოყვანა, რომელიც 1997 წელს დიდ როლს იქონიებს რომ გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალამდე მიყვანოს, თუმცა გუნდი ფილადელფია ფლაიერსთან დამარცხდა.

ლეგენდარულმა ცენტრმა კარიერა დაასრულა 1999 წლის 18 აპრილს როგორც რეინჯერმა. თამაშის შემდგომ კონფერენციაზე კი ცნობილი გახდა, რომ რეინჯერსის 99 ნომრიან მაისურს სხვა ჰოკეისტი არავინ აღარ ატარებდა.

1998 და 2004 წლებს შორის, რეინჯერსი თავისი სახელის შეუფერებლად იბრძოდა, რომ გაეღწია ფლეი-ოფში, მაგრამ საბოლოოდ სეზონი ნაადრევად სრულდებოდა ხოლმე. ასევე ამ პერიოდის მანძილზე გუნდს უწევდა ჰოკეისტების დაკარგვა სერიოზული ტრავმების გამო.

14 სეზონის მანძილზე რიხტერმა გულშემატკივრებს აჩუქა რამდენიმე კარგად დასამახსოვრებელი და ისტორიული მომენტი, სტენლის თასის ჩათვლით. მისი მიღწევები იქნა აღნიშნული და მედისონ სკვერ გარდენში 35 ნომერი იქნა აწეული ჭერის კიდესთან 2004 წლის 4 თებერვალს, რომელიც გახდა მესამე პიროვნება, ვისაც ასეთი წილი ხვდა როდ ჯილბერტის და ედ ჯიაქომინის შემდეგ.

2003-04 წლის სეზონი მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ გუნდის ცნობილმა ფიგურამ მარკ მესიემ რომელიც ცნობილი იყო როგორც "კაპიტანი" - კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მესიემ მისი 25 წლიანი ნჰლ კარიერიდან 10 წელი NY-ში დაჰყო და დაეხმარა გუნდს სტენლის თასის მოგებაში 1994 წელს.

2006 წლიდან მოყოლებული დღემდე, 5 სეზონის მანძილზე გუნდმა შეძლო 4-ჯერ ფლეი-ოფში გასვლა და აქედან 2-ჯერ მოახერხა მეორე რაუნდშიც გაღწევა მაგრამ დამარცხდა საბოლოოდ.

2008-2009 წელი გამოდგა გარდამავალი რეინჯერსისთვის. საბოლოოდ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ტომ რენიმ და მის მაგივრად კი ჯონ ტორტორელა მოვიდა. გუნდმა ფლეი-ოფშიც გააღწია მაგრამ ვაშინგტონ ქეპიტალზთან მეშვიდე თამაშში დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

ტორტორელასთან ერთად კი მოთამაშეების მიზიდვა შეძლო კლუბის მენეჯერმა და პრეზიდენტმა გლენ სათერმა, რომლებიც იქნებიან ტორტორელას მიზნებში. ეს 2009 წლის ივლისიდანვე დაიწყო როდესაც გუნდმა თავისუფალ მოთამაშედ მარიან გაბორიკის აყვანა მოახერხეს. მას კი 2011 წელს ბრედ რიჩარდსი და მაიკ რაპი დაემატა.

გუნდი ახალ 2012 წლის სეზონს ახალი იმედებით და მიზნებით იწყებს ტორტორელას მეთაურობით

სეზონები და შედეგები

რედაქტირება

მნიშვნელობები: GP = ჩატარებული მატჩი; W = მოგება; L = წაგება; OT = დამატებითი ტაიმი/პენლები; GF=გატანილი შაიბა; GA = გაშვებული შაიბა; P/D = დივიზიონში დაკავებული ადგილი

სეზონი GP W L OT ქულა GF GA P/D Playoffs
2006-07 82 42 30 10 94 242 216 მე-3 წააგო კონფერენციის ნახევარფინალი(2-4) ბუფალოსთან
2007-08 82 42 27 13 97 213 199 მე-3 წააგო კონფერენციის ნახევარფინალი (1-4) პიტსპურგთან
2008-09 82 43 30 9 95 210 218 მე-4 წააგო კონფერენციის მეოთხედფინალი (3-4) ვაშინგტონთან
2009-10 82 38 33 11 87 222 217 მე-4 ვერ გავიდა
2010-11 82 44 33 5 93 233 198 მე-3 წააგო კონფერენციის მეოთხედფინალი (1-4) ვაშინგტონთან
2011-12 82 -- -- -- -- -- -- -- --

მოთამაშეები

რედაქტირება

ახლანდელი შემადგენლობა

რედაქტირება

მნიშვნელობები: # = თამაშობს შემდეგ ნომრიანი მაისურით; ერო = ეროვნება; პოზ = პოზიცია; S/G = ჰოკეისტის ხელთათმანი; წელი = რომელ წელს იქნა გუნდში გადმობირებული;

პოზიციები: G = მეკარე; C = ცენტრი; W = შემტევი; RW = მარჯვენა შემტევი; LW = მარცხენა შემტევი;

*: C = კაპიტანი; A = კაპიტნის ასისტენტი;

# ერო მოთამაშე პოზ S/G ასაკი წელი დაბადების ადგილი
4   მაიკლ დელ ზატო D L 21 2008 ონტარიო, კანადა
5   დანიელ ჯირარდი D R 27 2006 ონტარიო, კანადა
6   ჯეფ ვოივიტკა D L 28 2011 ალბერტა, კანადა
8   ბრენდონ პრასტი W L 28 2010 ონტარიო, კანადა
10   მარიან გაბორიკი RW L 30 2009 ტრენჩინი, ჩეხოსლოვაკია
17   ბრენდონ დუბინსკი C/LW L 25 2004 ალასკა, აშშ
18   მარკ სტაალი (A*) D L 25 2005 ონტარიო, კანადა
19   ბრედ რიჩარდსი (A) C L 31 2011 პრინც ედუარდის კუნძული, კანადა
21   დერეკ სტეფანი C/LW R 21 2008 მინესოტა, აშშ
22   ბრაიან ბოილი C L 27 2009 მასაჩუსეტსი, აშშ
24   რაიან კალაჰანი (C*) RW R 27 2004 როჩესტერი, NY, აშშ
26   რუსლან ფედოტენკო LW L 33 2010 კიევი, უკრაინა
27   რაიან მაკდონა D L 22 2009 მინესოტა, აშშ
28   ჯონ სკოტი D L 29 2012 ონტარიო, კანადა
30   ჰენრიკ ლინდქვისტი G R 30 2000 ორე, შვედეთი
32   ანტონ სტროლმენი D L 25 2011 ტიბრო, შვედეთი
34   ჯონ მიტჩელი C/RW L 27 2011 ონტარიო, კანადა
36   მეთ ზუკარელო RW L 24 2010 ოსლო, ნორვეგია
38   მაიკლ სოიერი D R 24 2005 მინესოტა, აშშ
41   სტუ ბიკელი D/RW R 25 2010 მინესოტა, აშშ
42   არტემ ანისიმოვი C L 23 2006 იაროსლავლი, რუსეთი
43   მარტინ ბირონი G L 34 2010 კვებეკი, კანადა
44   სტივ ემინგერი D R 28 2010 ონტარიო, კანადა
53   ტიმ ერიქსონი D L 21 2011 ნიუ იორკი, აშშ
62   კარლ ჰაგელინი LW L 23 2007 სედერტელიე, შვედეთი
71   მაიკ რაპი LW/C L 32 2011 ოჰაიო, აშშ

ბოლოს განახლდა: 2012 წლის 22 მარტს

გაუქმებული ნომრები

რედაქტირება
No მოთამაშე გაუქმების თარიღი
1 ედი ჯიაქომინი 1989 წლის 15 მარტი
2 ბრაიან ლიჩი 2008 წლის 24 იანვარი
3 ჰერი ჰოული 2009 წლის 22 თებერვალი
7 როდ ჯილბერტი 1979 წლის 14 ოქტომბერი
9 ენდი ბეთგეითი 2009 წლის 22 თებერვალი
9 ადამ გრეივზი 2009 წლის 3 თებერვალი
11 მარკ მესიე 2006 წლის 12 იანვარი
35 მაიკ რიჰტერი 2004 წლის 4 თებერვალი
99 უეინ გრეცკი 2000 წლის 6 თებერვალი

დიდების დარბაზი

რედაქტირება

შენიშვნა: RW = მარჯვენა შემტევი; LW = მარცხენა შემტევი; D = მცველი; C = ცენტრი; წლები = გუნდში ჩატარებული წლები; მეორე წლები = რომელ წელს იქნა დიდების დარბაზში შეყვანა მათი სახელის;

  • გლენ ანდერსონი, RW, 1994; შეყვანილი იქნა 2008 წელს;
  • ენდი ბეთგეითი, C, 1952–63; შეყვანილი იქნა 1978 წელს;
  • დაგ ბენტლი, LW, 1953–54; შეყვანილი იქნა 1964 წელს;
  • მაქს ბენტლი, C, 1953–54; შეყვანილი იქნა 1966 წელს;
  • ფრენკ ბუშერი, C, 1926–44; შეყვანილი იქნა 1958 წელს;
  • ჯონი ბოუერი, G, 1953–54; შეყვანილი იქნა 1976 წელს;
  • ნილ ქოლვაილი, C, 1936–49; შეყვანილი იქნა 1967 წელს;
  • ბილ ქუკი, RW, 1926–37; შეყვანილი იქნა 1952 წელს;
  • ბან ქუკი, LW, 1926–36; შეყვანილი იქნა 1995 წელს;
  • არტ კუტერი, D, 1935–42; შეყვანილი იქნა 1974 წელს;
  • მარსელ დიონი, LW, 1986–89; შეყვანილი იქნა 1992 წელს;
  • დიკ დაფი, LW, 1964–65; შეყვანილი იქნა 2006 წელს;
  • ფილ ესპოზიტო, C, 1975–81; შეყვანილი იქნა 1984 წელს;
  • ბილ გედსბი, D, 1954–61; შეყვანილი იქნა 1970 წელს;
  • მაიკ გარნერი, RW, 1990–94; შეყვანილი იქნა 2001 წელს;
  • ბერნ ჟოფრენი, RW, 1966–68; შეყვანილი იქნა 1972 წელს;
  • ედი გიაქომინი, G, 1965–75; შეყვანილი იქნა 1987 წელს;
  • როდ ჯილბერტი, RW, 1960–78; შეყვანილი იქნა 1982 წელს;
  • უეინ გრეცკი, C, 1996–99; შეყვანილი იქნა 1999 წელს;
  • დაგ ჰარვი, D, 1961–62, 1963–64; შეყვანილი იქნა 1973 წელს;
  • ბრაიან ჰექსტალი, LW, 1936–48; შეყვანილი იქნა 1969 წელს;
  • ტიმ ჰორტონი, D, 1970–71; შეყვანილი იქნა 1977 წელს;
  • ჰარი ჰოუელი, D, 1952–69; შეყვანილი იქნა 1979 წელს;
  • ჩინგ ჯონსონი, D, 1926–37; შეყვანილი იქნა 1958 წელს;
  • იარ კური, LW, 1996; შეყვანილი იქნა 2001 წელს;
  • გი ლეფლერი, RW, 1988–89; შეყვანილი იქნა 1988 წელს;
  • პეტ ლაფონტენი, C, 1997–98; შეყვანილი იქნა 2003 წელს;
  • ედგარ ლეფრეიდი, D, 1945–55; შეყვანილი იქნა 1993 წელს;
  • ბრაიან ლიჩი, D, 1987–2004; შეყვანილი იქნა 2009 წელს;
  • ჰერი ლამლი, G, 1943; შეყვანილი იქნა 1980 წელს;
  • მარკ მესიე, C, 1991–1997, 2000–2004; შეყვანილი იქნა 2007 წელს;
  • ჰოუი მორენცი, C, 1935–36; შეყვანილი იქნა 1945 წელს;
  • ბადი ოქონორი, C, 1947–51; შეყვანილი იქნა 1988 წელს;
  • ბრედ პარკი, D, 1968–75; შეყვანილი იქნა 1988 წელს;
  • ლინ პეტრიკი, LW, 1934–43, 1945–46; შეყვანილი იქნა 1980 წელს;
  • ჟაკ პლანტი, G, 1963–65; შეყვანილი იქნა 1978 წელს;
  • ბეიბი პრეტი, D, 1936–42; შეყვანილი იქნა 1966 წელს;
  • ჯინ რეითილი, LW, 1960–75; შეყვანილი იქნა 1985 წელს;
  • ჩაკ რაინერი, G, 1945–55; შეყვანილი იქნა 1973 წელს;
  • ლუკ რობითეილი, LW, 1995–1997; შეყვანილი იქნა 2009 წელს;
  • ტერი შევჩუკი, G, 1969–70; შეყვანილი იქნა 1971 წელს;
  • ბეიბი სიბერტი, LW, 1932–35; შეყვანილი იქნა 1978 წელს;
  • ირლ სიბერტი, D, 1931–36; შეყვანილი იქნა 1963 წელს;
  • ალან სტენლი, D, 1948–54; შეყვანილი იქნა 1981 წელს;
  • კლინ სმითი, C, 1937–43; შეყვანილი იქნა 1991 წელს;
  • გამფ უორსლი, G, 1952–63; შეყვანილი იქნა 1980 წელს;

მშენებლები

  • ჰერბ ბრუქსი, მწვრთნელი: 1981–85; შეყვანილი იქნა 2006 წელს;
  • ემილი ფრენცისი: შეყვანილი იქნა 1982 წელს;
  • უილიამ ჯენინგსი: შეყვანილი იქნა 1974 წელს;
  • როჯერ ნილსონი: მწვრთნელი: 1989–93; შეყვანილი იქნა 2002 წელს;
  • კრეიგ პეტრიკი: შეყვანილი იქნა 2001 წელს;
  • ლესტერ პეტრიკი: შეყვანილი იქნა 1945 წელს;
  • ლინ პეტრიკი: შეყვანილი იქნა 1980 წელს;
  • გლენ სათერი: LW: 1970–73; მწვრთნელი: 2002–04; პრეზიდენტი/გენერალური მენეჯერი: 2000–დღემდე, შეყვანილი იქნა 1997 წელს;

წამყვანები (Foster Hewitt-ის ხსოვსნის საპატივცემულო ჯილდოები)

  • სელ მესინა: წამყვანი: 1974–2003; დაჯილდოებულ იქნა 2005 წელს;
  • ჯონ დევიდსონი G: 1975–83; წამყვანი: 1983–2006; დაჯილდოებულ იქნა 2009 წელს

ცალკეული სეზონის რეკორდები

რედაქტირება

ქულები: იარომირ იაგრი (2005-2006) - 123

გოლები: იარომირ იაგრი (2005-2006) - 54

ასისტენტი: ბრაიან ლიჩი (1991-1992) - 80

ქულა მცველის მიერ: ბრაიან ლიჩი (1991-1992) - 102

ქულა ახალბედას მიერ: მარკ პაველიჩი (1981-1982) - 76

გოლები ახალბედას მიერ: ტონი გრენეტო (1988-1989) - 36

გოლები Power Play-ში: იარომირ იაგრი (2005-2006) - 24

გამარჯვების გოლი: იარომირ იაგრი (2005-2006), მარკ მესიე (1996-1997), დონ მარდოხი (1980-1981) - 9

დარტყმა კარის მიმართულებით: იარომირ იაგრი (2005-2006) - 368

პენლის წუთები: ტროი მალეტი (1989-1990) - 305

მეკარის გამარჯვება: მაიკ რიჰტერი (1993-1994) - 42

ახლბედა მეკარის გამარჯვება: ჰენრიკ ლინდქვისტი (2005-2006) - 30

მეკარის პენლები: ჰენრიკ ლინდქვისტი (2010-2011) - 11

ყველა დროის გუნდის კაპიტნები

რედაქტირება
  • ბილ ქუკი (Bill Cook) 1926-37
  • არტ კულტერი (Art Coulter), 1937-42
  • ოტ ჰელერი (Ehrhardt Heller), 1942-45
  • ნილ ქოულვილი (Neil Colville), 1945-48
  • ბადი ოქონერი (Buddy O'Connor), 1949-50
  • ფრენკ ედოლსი (Frank Eddolls), 1950-51
  • ალან სტენლი (Allan Stanley), 1951-53
  • დონ რაილი (Don Raleigh), 1953-55
  • ჰერი ჰოუელი (Harry Howell), 1955-57
  • ჯორჯ სალივანი (George Sullivan), 1957-61
  • ენდი ბეთგეითი (Andy Bathgate), 1961-64
  • ქემილ ჰენრი (Camille Henry), 1964-65
  • ბობ ნევინი (Bob Nevin), 1965-71
  • ვიკ ჰედფილდი (Vic Hadfield), 1971-74
  • ბრედ პარკი (Brad Park), 1974-75
  • ფილ ესპოზიტო (Phil Esposito), 1975-78
  • დეივ მელოუნი (Dave Maloney), 1978-80
  • ვოლტ ტკაცუკი (Walt Tkaczuk), 1980-81
  • ბერი ბექი (Barry Beck), 1981-86
  • რონ გრეშნერი (Ron Greschner), 1986-87
  • კელი კისი (Kelly Kisio), 1987-91
  • მარკ მესიე (Mark Messier), 1991-97
  • ბრაიან ლიჩი (Brian Leetch), 1997-2000
  • მარკ მესიე (Mark Messier), 2000-04
  • არ ჰყოლია კაპიტანი 2004, 2005 და 2006 წლებში (2004-05 ლოკ აუთის გამო)
  • იარომირ იაგრი (Jaromír Jágr), 2006-08
  • კრის დრიური (Chris Drury), 2008-11
  • რაიან კალაჰანი (Ryan Callahan), 2011-დღემდე

გუნდის ლიდერები

რედაქტირება

შენიშვნა: Pos = პოზიცია; GP = ჩატარებული მატჩი; G = გოლები; A = დამხმარეები; Pts = ქულები ; P/G = ქულები ერთ თამაშზე; * = ამჟამინდელი მოთამაშე

პოზიციები: RW = მარჯვენა შემტევი; LW = მარცხენა შემტევი; D = მცველი; C = ცენტრი;

ქულები გოლები დამხმარეები
მოთამაშე Pos GP G A Pts P/G
როდ ჯილბერტი RW 1,065 406 615 1,021 0.96
ბრაიან ლიჩი D 1,129 240 741 981 0.87
ჯინ რატელი C 862 336 481 817 0.95
ენდი ბათგეიტი RW 719 272 457 729 1.01
მარკ მესიე LW/C 698 250 441 691 0.99
ოულტ ტკაცზუკი C 945 227 451 678 0.72
რონ გრეშნერი D 982 179 431 610 0.62
სტივ ვიკერსი LW 698 246 340 586 0.84
ვიკ ჰადფილდი LW 839 262 310 572 0.68
ადამ გრეივზი LW 772 280 227 507 0.66
მოთამაშე Pos G
როდ ჯილბერტი RW 406
ჯინ რატელი C 336
ადამ გრეივზი LW 280
ენდი ბათგეიტი RW 272
ვიკ ჰადფილდი LW 262
კამილ ჰენრი LW 256
მარკ მესიე C 250
სტივ ვიკერსი LW 246
ბრაიან ლიჩი D 240
ბილ კუკი RW 229
მოთამაშე Pos A
ბრაიან ლიჩი D 741
როდ ჯილბერტი RW 615
ჯინ რატელი C 481
ენდი ბათგეიტი RW 457
ოულტ ტკაცზუკი C 451
მარკ მესიე C 441
რონ გრეშნერი D 431
ჯეიმზ პატრიკი D 363
სტივ ვიკერსი LW 340
ვიკ ჰადფილდი LW 310

NHL ჯილდოები და თასები

რედაქტირება

სტენლის თასი

  • 1927-28, 1932-33, 1939-40, 1993-94

ვიქტორიას თასი

  • 2008

პრეზიდენტის თასი

  • 1991-92, 1993-94

უელსის პრინცის თასი

  • 1931-32, 1941-42, 1993-94

ბილ მესტერტონის ხსოვნის თასი

  • ჯინ რეთილი (Jean Ratelle): 1970-71
  • როდ ჯილბერტი (Rod Gilbert): 1975-76
  • ანდერს ჰედბერგი (Anders Hedberg): 1984-85
  • ადამ გრეივსი (Adam Graves): 2000-01

კელდერის ხსოვნის თასი

  • ქილბ მაკდონალდი (Kilby MacDonald): 1939-40
  • გრანტ ვორვიქი (Grant Warwick): 1941-42
  • ედგარ ლეფრეიდი (Edgar Laprade): 1945-46
  • პენტი ლანდი (Pentti Lund): 1948-49
  • გამფ ვორსლი (Gump Worsley): 1952-53
  • ქემილი ჰენრი (Camille Henry): 1953-54
  • სტივ ვიქერსი (Steve Vickers): 1972-73
  • ბრაიან ლიჩი (Brian Leetch): 1988-89

კონი სმითის თასი

  • ბრაიან ლიჩი (Brian Leetch): 1993-94

ჰარტის ხსოვნის თასი

  • ბადი ოქონერი (Buddy O'Connor: 1947-48
  • ჩაკ რეინერი (Chuck Rayner): 1949-50
  • ენდი ბეთგეითი (Andy Bathgate): 1958-59
  • მარკ მესიე (Mark Messier): 1991-92

ჯეიმზ ნორისის ხსოვნის თასი

  • დაგ ჰერვი (Doug Harvey): 1961-62
  • ჰერი ჰოუელი (Harry Howell): 1966-67
  • ბრაიან ლიჩი (Brian Leetch): 1991-92, 1996-97

მეფე კლენსის ხსოვნის თასი

  • ადამ გრეივსი (Adam Graves): 1993-94

ლედი ბინგის ხსოვნის თასი

  • ფრენკ ბუშერი: 1927–28, 1928–29, 1929–30, 1930–31, 1932–33, 1933–34, 1934–35
  • კლინ სმითი: 1938–39
  • ბადი ოქონორი: 1947–48
  • ედგარ ლეპრეიდი: 1949–50
  • ენდი ჰებენტონი: 1956–57
  • ქემილ ჰენრი: 1957–58
  • ჯინ რითეილი: 1971–72, 1975–76
  • უეინ გრეცკი: 1998–99

ლესტერ პატრიკის თასი

  • უილიამ ჯენინგსი: 1970–71
  • ტერი შევჩუკი: 1970–71
  • ფილ ესპოზიტო: 1977–78
  • ფრედ შერო: 1979–80
  • ემილი ფრენცისი: 1981–82
  • ლინ პეტრიკი: 1988–89
  • როდ ჯილბერტი: 1990–91
  • ფრენკ ბუშერი: 1992–93
  • ბრაიან მულენი: 1994–95
  • ჰერბ ბრუქსი: 2001–02
  • ჯონ დევიდსონი: 2003–04
  • ბრაიან ლიჩი & ჯონ ჰელიგენი: 2006–07

ტიდ ლედსის ჯილდო

NHL +/- ჯილდო

  • მაიკლ როცზიველი: 2005-06

ვეზინას თასი

  • დეივ ქერი: 1939-40
  • ედი გაიქომენი და ჯილს უილმორი: 1970-71
  • ჯონ ვენბისბრუკი: 1985-86

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება