ნიუ-იორკ ჯაიანტსი
„ნიუ-იორკ ჯაიანთსი“ (ინგლ. New York Giants) — ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალური გუნდი, რომელიც სახელწოდების მიუხედავად მდებარეობს აღმოსავლეთ რუთერფროდში, ნიუ ჯერსის შტატში. ჯაიანთები ასპარეზობენ აღმოსავლეთ დივიზიონში, რომელიც ეკუთვნის ნაციონალური ფეხბურთის კონფერენციას (National Football Conference - NFC). ნიუ იორკ ჯაიანთსის საშინაო არენა MetLife Stadium-ია, სადაც ჯაიანთების გარდა, მათი პირდაპირი მეტოქე ნიუ იორკ ჯეტსიც მართავს საშინაო შეხვედრებს. სუპერ ბოულ XLVI-ის გამარჯვების შემდეგ, ჯაიანთსი NFL-ის მოქმედ ჩემპიონებად ითვლებიან.
ნიუ-იორკ ჯაიანტსი | |||
მიმდინარე სეზონი | |||
დაარსდა 1925 თამაშობს ნიუ-იორკი | |||
| |||
ნაციონალური საფეხბურთო ლიგა (1925–დღემდე)
| |||
გუნდის ფერები | Blue, Red, White, Gray | ||
მფლობელ(ებ)ი | ჯონ მარა (50%) და სტივ ტიში (50%) | ||
თავმჯდომარე | სტივ ტიში | ||
პრეზიდენტი | ჯონ მარა | ||
მთავარი მწვრთნელი | ტომ კაფლინი | ||
| |||
ლიგის ჩემპიონატები (8)
| |||
კონფერენციის ჩემპიონატები (11)
| |||
დივიზიონის ჩემპიონატები (16)
| |||
| |||
|
ჯაიანთი იმ ხუთი გუნდიდან ერთ-ერთია რომელიც NFL 1925 წელს შეუერთდა. გუნდი იკავებს მესამე ადგილს NFL-ში, 4 სუპერ ბოულის თასით (რომელიც 1967 წლიდან იღებს სათავეს) XXI (1986), XXV (1990), XLII (2007), და XLVI (2011), ასევე 4 სუპერ ბოულის ერამდე აღებული თასით (რომელიც 1920 წლიდან 1967 წლამდე იყო)1927, 1934, 1938, 1956 წლებში, ამ შედეგით ჯაიანტსი ჩამორჩება Green Bay Packers (რომელსაც 13ჯერ აქვს საერთოდ მოგებული თასი) და Chicago Bears (რომელთაც 9ჯერ მოიგეს თასი). ჯაიანთსის ისტორიის მანძილზე, 15 დიდების დარბაზის მოთამაშე ჰყავთ, მათ შორის ნფლ MVP-ის გამარჯვებულები: მელ ჰაინი, ფრენკ ჯიფორდი, ჩარლი კონერლი, Y. A. Tittle და ლოურენს ტეილორი.
გუნდის ყველაზე დიდი მეტოქე Philadelphia Eagles-ია NFC აღმოსავლეთ მეტოქეობაში ყველაზე ძველია, სათავეს 1933 წლიდან იღებს. მათ მეტოქეობას 21-ე საუკუნის NFL-ის ყველაზე საინტერესო დაპირისპირებადაც თვლიან.
ისტორია
რედაქტირება1925-32
რედაქტირებაპირველი მატჩი ჯაიანთსმა გასვლაზე "All New Britain"-ის წინააღმდეგ კონექტიკუტში ჩაატარა 1925 წლის 4 ოქტომბერს, სადაც მასპინძელი ბრიტანელები 10 000 მაყურებლის თვალწინ 26-0 დაამარცხა. ჯაიანთსმა პირველი სეზონი წარმატებით ჩაატარა და 8-4 დაამთავრა სეზონი.
უიღბლო მეოთხე სეზონის (1928 წლის) შემდეგ, გუნდის მფლობელმა მარამ იყიდა Detroit Wolverines და საბოლოოდ შეაერთა ორი გუნდი New York Giants სახელის ქვეშ.
1930 წელს, გუნდში იყო ბევრი მოთამაშე, რომლებსაც პროფესიონალიზმის ხარისხი არ ეტყობოდათ, რომლებიც უმეტესწილად იყვნენ გადმოყვანილი კოლეჯის მოყვარული გუნდებიდან პირდაპირ პროფესიონალურ გუნდში. 1930 წლის დეკემბერში, ჯაიანთსმა მატჩი Notre Dame All Stars წინააღმდეგ გამართა Polo Grounds-ზე, მიზეზი იყო უმუშევრებისთვის ფულის გაზრდა ნიუ იორკ სიტიში. ეს ასევე იყო შესაძლებლობა რომ თამაშზე კვალიფიკაცია და პრესტიჟი აეწიათ . Knute Rockne გუნდი ოთხი ჯირითი ვარსკვლავების გარშემო მოაგროვა 1924 ჩემპიონატის დროს, და უთხრა თავის გუნდს: გაიტანეთ მანამდე, სანამ დაცვაში მოგიწევთ ყოფნა. Rockne ხალხის უმრავლესობას მოსწონდა, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობდა პროფესიონალურ გუნდზე და წარმატებაზე, თამაში გუნდმა ბრწყინვალედ დაიწყო, როდესაც ფრიდმენმა ჯაიანთსისთვის 2 თაჩდაუნ გარბენი შეასრულა და ჰეპ მორენის სხვა პასი, მაგრამ ნოუთრ დეიმმა ვერ გამოიყენა. როდესაც ყველაფერი დამთავრდა, მვწრთნელ Rockne თავის გუნდს განუცხადა: "ეს იყო უდიდესი ფეხბურთის მანქანა რაც კი ოდესმე მინახავს. მე მოხარული ვარ, რომ არც ერთი თქვენგანი არ დაშავებულა". თამაშმა 100 000 $ გამოიმუშავა უსახლკაროებისთვის, ასევე ხშირად აღნიშნავენ რომ ეს იყო ლეგიტიმური პროფესიონალური თამაშების შექმნა მათთვის, ვინც იყო კრიტიკულ მდგომარეობაში.
1933–46
რედაქტირება1933 და 1946 წლებში 14 წლიანი დროის მანძილზე, ჯაიანთსმა 8-ჯერ მოიპოვა უფლება ეასპარეზა NFL ჩემპიონატში, სადაც ორჯერ მოახერხა მოგება კიდეც, იმ პერიოდში როდესაც დიდების დარბაზის წევრი სტივ ოუენი ედგა გუნდს მთავარი მწვრთნელის რანგში, ხოლო მოთამაშეებად იყვნენ ასევე დიდების დარბაზის წევრები: მელ ჰაინი, რედ ბედგრო და ტაფი ლიმენსი. ეს პერიოდი ასევე შეიცავს ცნობილ "კედების თამაშს", სადაც ჯაიანთსმა დაამარცხა ჩიკაგო ბეარსი ყინულის მოედანზე 1934 წლის NFL ჩემპიონის თამაშში, სადაც მოთამაშეებს კედები ეცვათ უკეთესი წევისთვის. ჯაიანთსი ასევე ნაწილობრივ წარმატებული იყო 1930-იანი წლების მოგვიანებით, სანამ აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაერთვებოდა. ჯაიანთსმა მესამე NFL ჩემპიონის ტიტული 1938 წელს დაიმატა, როდესაც 23-17 დაამარცხა გრინ ბეი პეკერსი.
1947–63
რედაქტირებაჯაიანთს არ მოუგია შემდეგი ტიტული 1956 წლამდე, ხოლო დახმარებით დაეხმარნენ რამდენიმე ფეხბურთელს, რომელიც მომავალში პრო საფეხბურთო დიდების დარბაზში მოხვდებიან: რანინგ ბექი - ფრენკ ჯიფორდი, ლაინბეკერი - სემ ჰაფი, ოფენსივე თექლი - რუსველტ ბრაუნი და რანინგ ბექი ალექს უებსტერი. 1956 წლის ჯაიანთსის საჩემპიონო გუნდში არა მხოლოდ პრო საფეხბურთო დიდების დარბაზში მყოფები არიან, არამედ ის ხალხი ვინც სამწვრთნელო შტაბის დიდების დარბაზშუ მოხვდნენ: მთავარი მწვრთნელი - ჯიმ ლი ჰოუელი, ვინს ლომბერდი - თავდასხმის და ტომ ლენდრი - დაცვის მწვრთნელები. 1958 წლიდან 1963 წლამდე, NFL ჩემპიონის მატჩი ხუთჯერ ჩაატარე, მაგრამ ყოველ ჯერზე იმედგაცრუებით მთავრდებოდა. ყველაზე გამოსარჩევი 1958 წლის NFL ჩემპიონობისთვის ბრძოლა იყო, რომელსაც ჯაიანთსი კოლტსის წინააღმდეგ მართავდა, რომელიც NFL ისტორიაში გარდამტეხ პერიოდად ითვლება. თამაშში კი გიგანტები დამატებულ დროში 23-17 დამარცხდნენ, რომელსაც ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ თამაშმა NFL-ის პოპულარობაში დიდი როლი იქონია. შემდეგ წელს, ჯაიანთსი კვლავ კოლტსთან დამარცხდა იგივე ეტაპზე ანგარიშით 31-16. 1963 წლებში ლიგის MVP გახდა ჯაიანთსის ქორტერბექი Y.A. Tittle, რომელმაც 36 ტაჩდაუნ პასი განახორციელა NFL-ში. ამ წელს ჯაიანთსი კვლავ NFL ჩემპიონობისთვის იბრძვის მაგრამ ფინალურ მატჩში ბეარსთან 14-10 დამარცხდა.
1964–78
რედაქტირება1964-იდან 1978 წლამდე, ნიუ იორკ ჯაიანთსმა მხოლოდ 2 სეზონში გამარჯვება შეძლო, მაგრამ ფლეი-ოფში თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. მოთამაშეები როგორიც Tittle და ჯიფორდი არიან, უკვე ასაკი 30 წელს მიუახლოვდათ და ისე ვეღარ ბრწყინავდნენ, ამიტომაც 1964 წლის სეზონი 2-10-2 დაასრულა, 1965 წლის სეზონში კი 7-7, რასაც უსაშინლესი 1966 წლის სეზონი მოჰყვა, სადაც გუნდმა 1-12-1 დაასრულა და დაცვამ საშუალება მისცა მეტოქეს 500 ქულა დაეგროვებინა. 1969 წლის წინა სასეზონო თამაშში პირველი შეხვედრა ნიუ-იორკ ჯეტსის წინააღმდეგ ჩაატარა სადაც 37-14 წააგო 70 874 მაყურებლის თვალწინ Yale Bowl სტადიონზე რომელიც New Haven-ში, კონექტიკუტის შტატში მდებაორეობს. ამ მატჩის შემდეგ უელინგტონ მარამ მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან ელი შერმენი გააგდო და მის მაგივრად ჯაიანთსის ყოფილი ფულბექი ალექს უებსტერი დააყენა.
1967 წელს გუნდმა ქორტერბექი ფრენ ტარკენტონი გადმოიბირა მინესოტა ვიკინგსიდან. მიუხედავად რამდენიმე კარგი სეზონისა, რომელიც 1967 წელს 7-7, ხოლო 1970 წელს 9-5 დასრულებისა, ჯაიანთსმა უკან გააგზავნა მინესოტა ვიკინგსში მისი 1971 წლის სეზონის 4-10 დასრულების შემდეგ. ტარკენტონი ლიდერობას გაუწევს ვიკინგებს და ათამაშებს 3 სუპერ ბოულს, რითაც ადგილს დაიმსახურებს ყოფილი მოთამაშეების დიდების დარბაზში, ეს კი მაშინ, როდესაც ჯაიანთსი მხოლოდ 23 გამარჯვებას 1973-1979 წლების მანძილზე. ჯაიანთსი ცდილობდა განეახლევინა რონ ჯონსონის სუსტი თავდასხმა, სადაც ფულბექი ლერი სონკას მიერ იქნა ჩანაცვლებული, მაგრამ სონკა ხშირად იყო ტრავმირებული და არა ეფექტიანი იყო სამი სეზონის მანძილზე.
ჯაიანთს საშუალება ჰქონდა გაემართა საშინაო მატჩები Yale Bowl სტადიონზე რომელიც New Haven-ში, კონექტიკუტის შტატში მდებარეობს 1973-1974 წლებში, ხოლო 1975 წელში კი Shea Stadium-ზე (რომელიც ბეისბოლის გუნდ ნიუ-იორკ მეტსის საკუთრებაა), ეს კი მაშინ, როდესაც Yankee Stadium განახლების პროცესში იიყო. საბოლოოდ კი ჯაიანთსი 1976 წელს გადაბარგდა ჯაიანთს სტედიუმზე, რომელიც აღმოსავლეთ რუთერფორდში (ნიუ-ჯერსი) მდებარეობს. ერთ-ერთი ყველაზე ცოტა ქულა, რომელიც დაგროვილი იქნა ჯაიანთსის მიერ, ზუსტადაც 1978 წელს იყო, როდესაც ჯაიანთსი მიდოულენდის სტადიონზე გადაბარგდა.
ჯაიანთსის საოფისე საქმიანობა გართულებული იქნა უელინგტონ მარა და მის ბიძაშვილ ტიმ მარას მიერ. ჯეკ მარა გარდაცვლილი იქნა 1965 წელს, რომელმაც გუნდი მის ორ შვილს ტიმს და უელინგტონს დაუტოვა. უელინგტონის და ტიმის პერსონალური ხედვის სტილი არ ემთხვეოდა ერთმანეთს და ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტი, რასაც საბოლოოდ ერთმანეთთან ლაპარაკის შეწყვეტა მოჰყვა. კომისარი როზელი ჩაერია ამ დავაში და გენერალურ მენეჯერად ნეიტრალური ჯორჯ იანგი დანიშნა, რომელიც კლუბს უფრო სწორი მიმართულებით წაყვანაში დაეხმარა. მეტოქეობა კი უფრო აქტუალური გახდა, როდესაც 1991 წლის 20 თებერვალს კლუბის 50% აქციები ტიმ მარამ მიჰყიდა რობერტ ტიშს, რომელიც დღემდე იგივე % ფლობს კლუბში.
1979–93
რედაქტირება1979 წელს, ჯაიანთსმა დაიწყო წინსვლის ნაბიჯების გადადგმა. ამაში შედის დრაფტზე ქორტერბქე ფილ სიმსის 1979 წელს აყვანა და ლაინბეკერ ლოურენს ტეილორის 1981 წელს აყვანა. 1981 წელს, ტეილორმა გაიმარჯვა NFL წლის ახალბედა მცველის და მცველ მოთამაშის ნომინაციებში, ხოლო ჯაიანთსმა კი 1963 წლიდან მოყოლებული, პირველად შეძლეს ფლეი-ოფში გასვლა. ასევე გუნდის ერთ-ერთი კაშკაშა მოთამაშე გუნდის ლაინბეკერი კრანჩ ბანში იყო. 1982 წელს 4-5 დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარი პოსტი დატოვა რეი პერკინსმა, რომელიც ალაბამას უნივერსიტეტში გადაბარგდა იგივე პოსტზე, ხოლო ჯაიანთსის მთავარი მწვრთნელის ადგილი, დაცვის კოორდინატორმა - ბილ პარსელმა დაიკავა.
ჯაიანთსი პარსელის ხელში იბრძოდა მაგრამ საბოლოოდ სეზონი 3-12-1 დაასრულა. 1984 წელს კი 9-7 მოახერხა დაესრულებინა, ხოლო 1985 წელს 10-6. მომდევნო 1986 წელს კი ჯაიანთსმა 14-2 სეზონის დასრულების შემდეგ, MVP და დაცვის საუკეთესო მოთამაშედ ლოურენს ტეილორი დასახელდა. ფლეი-ოფში გასულებმა კი 49ერსი დაამარცხა ანგარიშით 49-3, ხოლო შემდეგ ეტაპზე 17-0 მოუგო რედსკინს, რომელიც NFC ჩემპიონის ტიტული მოუტანა, ამის გარდა მისცა საშუალება ეთამაშა პირველი სუპერ ბოული გუნდის ისტორიაში - სუპერ ბოულ XXI Denver Broncos წინააღმდეგ. სუპერ ბოულის MVP - ფილ სიმსი, რომელმაც 25 პასიდან 22 სწორად გადაგზავნა, რომელიც სუპერ ბოულის რეკორდად ითვლება 88 % შესრულებული პასით, დაეხმარა გუნდს დაემარცხებინა ბრონკოსი 39-20. ეს კი გუნდის არსებობის მანძილზე პირველი სუპერ ბოულის ჩემპიონობა იყო. სიმსის და ტეილორის გარდა, გუნდს ლიდერობდნენ მთავარი მწვრთნელი ბილ პარსელი, ტაიტ ენდი - მარკ ბავარო, რანინგ ბექი - ჯოუ მორისი და ლაინბეკერი - ჰერი კარსონი.
ჯაიანთსმა შემდეგი სეზონი არცთუ ისე სახარბიელო 6-9 დაასრულა 1987 წელს, რადგან გუნდის მართვა გახდა ძნელი - მორისმა მხოლოდ 658 იარდი დაფარა, ხოლო თავდასხმის ხაზი ტრავმების ეპიდემიამ შეიპყრო. 1988 წლის სეზონის დასაწყისში კი ლოურენს ტეილორი დიდ სკანდალში გაეხვა, სადაც ის კოკაინის მოხმარებისთვის პირველი 4 მატჩის გამოტოვებით დაისაჯა. მიუხედავად არეულობებისა, 1988 წლის სეზონი გუნდმა 10-6 დაასრულა, ხოლო ტეილორმა დაბრუნების შემდეგ კი 15.5 საკი მოახდინა. 1989 წელს ჯაიანთსი 12-4 დაამთავრა სეზონი, მაგრამ ლოს ანჯელეს რემსთან პირველივე პლეი-ოფის მატჩში წააგო, როდესაც ფლიპერ ანდერსონმა 47 იარდიანი პასი დაიჭირა და თაჩდაუნი დადო, სადაც საბოლოოდ ჯაიანთსი 19-13 დამარცხდა დამატებულ დროში. შემდეგი სეზონი ჯაიანთსმა 13-3 დაასრულა და დაამყარა რეკორდი: ყველაზე ცოტა ბურთის მეტოქისთვის გადაბარება ერთ სეზონში. ჯაიანთსმა შეძლო დაემარცხებინა San Francisco 49ers, რომელიც ზედიზედ მესამედ ცდილობდა სუპერ ბოულის ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა - ანგარიშით 15-13, ხოლო სუპერ ბოულში გასულებმა კი 20–19 დაამარცხეს სუპერ ბოულ XXV-ში.
1990 წლის სეზონში, პარსელის ადგილი ჩანაცვლებული იქნა გუნდის თავდასხმის კოორდინატორ რეი ჰენდლის მიერ, რომელმაც 2 იმედგასაცრუებელი სეზონი ჩაატარა 1991-92 წელში, სადაც სუპერ ბოულის გამარჯვებულებმა 8-8 დაასრულეს, ხოლო შემდეგი 1992 წლის სეზონი კი 6-10. საბოლოოდ ჰენდლი გათავისუფლებული იქნა 1992 წლის სეზონში, მისი ადგილი კი დენვერ ბრონკოს ყოფილმა მწვრთნელმა დენ რივსმა დაიკავა. 1990 ადრეულ წლებში, სიმსი და ტეილორი, რომლებიც 1980-იანი წლების ვარსკვლავები იყვნენ, საბოლოოდ კარიერა დაასრულეს, კერძოდ კი 1993 წლის სეზონში.
1994-დღემდე
რედაქტირება1994 წლიდან გიგანტები იბრძოდნენ სიმსი-ტეილორის ხანაში. სეზონის დაწყებიდან ჯაიანთსი 3-7 ჰქონდა რეკორდი, მაგრამ შემდეგი 6 თამაში ზედიზედ მოიგეს და საბოლოოდ 9-7 დაასრულეს მაგრამ ეს მაინც არ დაეხმარა ფლეი-ოფში გაღწევისთვის. ქორტერბექ დეივ ბრაუნს ამ სეზონის გულისთვის აურაცხელი კრიტიკა დაატყდა თავს. ბრაუნმა შემდეგი ორი სეზონიც ცუდად ჩაატარა და შესაბამისად ჯაიანთსმა პირველი მათგანი 5-11 ხოლო მეორე მათგანი 6-10 დაასრულა. 196 წლის სეზონში კი რივსი იქნა პოსტიდან გათავისუფლებული და მისი ადგილი ჯიმ ფესელმა ჩაანაცვლა, რომელიც არიზონა კარდინალსში თავდასხმის კოორდინატორად მუშაობდა მანამდე. ფესელმა გუნდის მთავარ ქორტერბექად დენი კენელი დაასახელა, რის მიხედვითაც გუნდმა სეზონი 10-5-1 დაასრულა და 1997 წელში მოიპოვა ფლეი-ოფში ასპარეზობის უფლება, მაგრამ პირველი რაუნდში ვიკინგების წინააღმდეგ დამარცხდა. შემდეგ 1998 წლის სეზონში კი 8-8 დაასრულა სეზონი, სადაც მათ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს დენვერ ბრონკოს წინააღმდეგ, რომლებსაც სეზონი 13-0 ჰქონდათ დაწყებული და ეს გამარჯვებების სერია ზუსტადაც რომ ჯაიანთსმა შეუწყვიტა.
1999 წლის სეზონის დაწყებამდე, კერი კოლინსი იქნა მოყვანილ გუნდში, რომ დახმარებოდა ამ სიტუაციაში. კოლინსი იყო პირველი დრაფტზე არჩეული კაროლინა პანტერსის მიერ, სადაც მეორე სეზონშივე პანტერსს ულიდერა NFC ჩემპიონობის მოპოვებაში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ კოლინს პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან, ასევე კონფლიქტი თანაგუნდელებთან, რატომაც იქნა პანტერებიდან გაშვებული. ჯაიანთსმა კი 1999 წლის სეზონი 7-9 ჩანაწერით დაამთავრა.
2000 წლის სეზონი
რედაქტირება2000 წლის სეზონში ფიქრობდნენ, რომ ფესელს გაუშვებდნენ. ფასელს სჭირდებოდა ძლიერი წელიწადი, რომ ეშველა თავისი სამსახურისთვის. ორი ზედიზედ St. Louis-თან და Detroit-თან სახლში დამარცხების შემდეგ, ჯაიანთსის რეკორდი 7-4 გახდა და მათი ფლეი-ოფში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. დეტროიტთან მარცხის შემდეგ კონფერენციაზე ფასელმა გარანატიას იძლეოდა რომ გუნდი ფლეი-ოფში გააღწევდა, რომელიც ნამდვილად მოხდა კიდეც და დარჩენილი თამაშები გუნდმა მოიგო და გავიდა ფლეი-ოფში კიდეც, რეგულარული სეზონი კი 12-4 დაასრულა. პირველი პლეი-ოფის მატჩი ჯაიანთსმა 20-10 გაიმარჯვა ფილადელფია იგლსის წინააღმდეგ, ხოლო NFC ჩემპიონობის მატჩში 41-0 გაანადგურეს მინესოტა ვიკინგსი. ამ მოგებით კი საშუალება მოიპოვეს ეთამაშათ სუპერ ბოულ XXXV ბალტიმორ რევენსის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა რომ საფინალო მატჩში პირველი ტაიმი 10-0 მარცხდებოდა ჯაიანთსი, მეორე ტაიმში უფრო რადიკალური გახდა რევენსის უპირატესობა და დომინირებდა კიდევ მეორე ნახევარში. საბოლოოდ კი რევენსმა 34-7 გაიმარჯვა და მოიპოვა კიდევაც სუპერ ბოულის ჩემპიონის ტიტული.
2004 წლის სეზონი
რედაქტირებამას შემდეგ რაც გუნდი ბოლოჯერ იყო სუპერ ბოულის მონაწილე, 3 წელი გავიდა და გუნდის პერსპექტივა არ ჩანდა, ამიტომ ფასელი ახლანდელმა მწვრთნელმა - ტომ კაფლინმა ჩაანაცვლა. ჯაიანთსმა 2004 წლის დრაფტზე, მისისიპის უნივერსიტეტის ქორტერბექი ილაი მენინგი აიყვანა. შუა სეზონის განმავლობაში კი ილაი ნელ-ნელა ძირითადის მოთამაშე გახდა, სადაც მან კურტ ვორნერი ჩაანაცვლა. კაფლინის პირველი წლები არცთუ ისე კარგად წავიდა და საბოლოო ჯამში 2007 წლამდე, 25-23 დააგროვა რეკორდი, ხოლო ფლეი-ოფში ორჯერ მოახრხა გასვლა მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა. ამ პერიოდების განმავლობაში გუნდის ისტორიაში ჩაეწერნენ მცველი - მაიკლ სტრეჰენი, რომელმაც მხოლოდ 2001 წლის ერთ სეზონის განმავლობაში სარეკორდო საკი გააკეთა, ხოლო რანინგ ბექმა ტიკი ბერბერმა რაშინგ იარდის გუნდის სარეკორდო მანჩვენებელი 2005 წლის სეზონში დაამყარა.
2007 წლის სეზონი და სუპერ ბოულში გამარჯვება
რედაქტირება2007 წელს, ჯაიანთსმა ბოლო თამაშებში გადაწყვიტა ბედი და ძლივს შეძლო გასვლა ფლეი-ოფში. 2007 წელს ჯაიანთსი გახდა მესამე გუნდი, რომელსაც 600 მოგება აქვს ისტორიის მანძილზე, ეს რეკორდი კი ატლანტა ფალკონის წინააღმდეგ დამყარდა, სადაც გიგანტებმა 31-10 იმარჯვეს. ასევე 2007 წლის სეზონში ჯაიანთსმა 28 ოქტომბერს მაიამი დოლფინსის წინააღმდეგ მატჩი უემბლიზე (ლონდონში) გამართა, ამ მატჩით კი გახდა ნფლ რეგულარული სეზონის პირველი მატჩი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ ჩატარდა, სადაც გიგანტებმა 13-10 გამარჯვება მოახერხეს. ჯაიანთსმა სეზონი 10-6 დაასრულეს და ფლეი-ოფში გასულებმა შეძლეს დაემარცხებინათ ტამპა ბეი ბუკანერსი, დალას ქოუბოიზი და გრინ ბეი პეიკერსი, რითაც NFC ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს და უფლება ეასპარეზათ სუპერ ბოულ XXII-ში. გუნდმა ასევე დაამყარა გასვლით მატჩებში მოპოვებული რეკორდებით, რომელმაც 10-ია შეადგინა (შეჩერებული იქნა 2008 წლის მე-6 კვირის დროს, როდესაც კლივლენდ ბრაუნთან დამარცხდა).
ძლივ-ძლიობით გასულ სუპერ ბოულში, ჯაიანთსის მეტოქე ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი იყო, რომელსაც სეზონის განმავლობაში არც ერთი წაგება არ ჰქონდათ, დაწყებული რეგულარული სეზონით, დამთავრებული პლეი-ოფით (18-0), სადაც სუპერ ბოულის ჩემპიონობისთვის, უდავოდ ითვლებოდნენ ფავორიტებად. მაგრამ ყველას გასაოცრად ჯაიანთსმა 17-14 დაამარცხა სუპერ ბოულ XXII პეტრიოტსი, რომელიც ცნობილი "მენინგის და ტაირესის" კომბინაცია გაიმართა. ეს კი იყო მესამე უდიდესი იმედგაცრუება სუპერ ბოულში (ბალტიმორ რევენსი იყო ფავორიტი ნიუ იორკ ჯეტსის წინააღმდეგ სუპერ ბოულ III-ში, სენტ ლუის რემსი იყო ფავორიტი ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის წინააღმდეგ სუპერ ბოულ XXXVI წინააღმდეგ). მფლობელმა ჯონ მარამ კი ეს გამაჯრვება აღწერა როგორც "უდიდესი გამარჯვება გუნდის ისტორიაშია, რომელიც კითხვის გარეშე იყო".
სუპერ ბოულში გამარჯვების შემდეგი პერიოდი 2008–2010
რედაქტირება2008
რედაქტირება2008 წელს ჯაიანთსმა NFC აღმოსავლეთი მოიგო 12-4 შედეგით. მაგრამ 23-11 დამარცხდნენ ფილადელფია იგლსთან დივიზიონურ ფლეი-ოფში და ნაადრევად დაასრულეს სეზონი.
2009
რედაქტირება2009 წელს ჯაიანთსმა ახალი სავარჯიშო კომპლექსი გახსნა სახელად Timex Performance Center, რომლის მდებარეობა ასევე მიდოულენდში იყო. სეზონი დაწყების შემდეგ გუნდს 5-0 ჰქონდა შედეგი, მაგრამ New Orleans Saints-თან შეწყვიტა გამარჯვებების სერია, სადაც 48–27 დასრულდა ნიუ ორლეანელების სასარგებლოდ, ამ მატჩით კი დაიწყო 4 მიყოლებით წაგებიანი სერია, სადაც ჯაიანთსი Arizona Cardinals 24–17 დამარცხდა, Chargers-თან 21–20 და Eagles-თან 40–17. წაგებების სერია შეჩერებული იქნა დამატებულ ტაიმში გამარჯვებით 34–31 Atlanta Falcons-სთან, სადაც ანგარიში 34-31 დაფიქსირდა. მადლიერების ღამეს კი ჯაიანთსი დამარცხდა Denver Broncos-თან ანგარიშით 26–6. შემდეგ კვირას კი დივიზიონის ლიდერი Dallas Cowboys დაამარცხეს. ერთი კვირის მოგვიანებით, როდესაც 7-5 იყო სეზონის სტარტი, ჯაიანთსი კვლავ დამარცხდა Philadelphia Eagles-თან, ამჯერად ანგარიშით 45–38. 27 დეკემბეტს, ჯაიანთსი Carolina Panthers-ის წინააღმდეგ 41–9 დამარცხდა, რომელიც მათი ბოლო მატჩი იყო ჯაიანთ სტედიუმზე, ამ მარცხით კი პლეი-ოფის გასვლის შანსი დაკარგეს. საბოლოოდ ჯაიანთსმა სეზონი 8-8 დაასრულა.
შემდეგ სეზონში, ჯაიანთსმა გუნდიდან დაცვის კოორდინატორი ბილ შერიდენი გააგდო, მისი ჩანასვლა კი ბუფალო ბილსის დროებითი მთავარი მწვრთნელ პეი ფიულით მოხდა. ჯაიანთსის დაცვამ მე-13 ადგილზე დაასრულა შერიდენის მეთაურობით, აძლევდა საშუალებას მეტოქეს 324.9 იარდის გავლის თითო თამაშში, ასევე საფინალო მარცხი კაროლინა და მინესოტასტან, სადაც ჯაიანთსმა მეტოქეს საშუალება მისცა 85 ქულა დაეგროვებინა, რაც ნამდვილად საბაბს აძლევდა მფლობელებს შერიდენის გაშვების.
2010
რედაქტირება2010 წლის სეზონში ჯაიანთსმა დატოვა Giants Stadium-ი და გადაბარგდა MetLife Stadium-ზე, ცნობილი როგორც "New Meadowlands Stadium". სტადიონზე პირველი მატჩში კი პანტერები დაამარცხეს, მაგრამ მეორე მატჩში დამარცხდნენ კოლტების წინააღმდეგ, თამაში ცნობილია, როგორც "მენინგ ბოული" რადგან ილაი მენინგის მეტოქე, კოლტში მისი ძმა - ქორტერბექი პეიტონ მენინგი იყო. ჯაიანთსმა ასევე განიცადა ერთი მარცხი ტიტანების წინააღმდეგ, სანამ 5 გამარჯვების სერიას დაიწყებდნენ, რომელშიც Bears, Texans, Lions, Cowboys და Seahawks დაამარცხეს. გუნდი კი უკვე 6-2 იყო, მაგრამ ზედიზედ 2 მარცხი განიცადეს დივიზიონის და პირად მეტოქე Dallas Cowboys-თან ანგარიშით 33–20 შინ, და გასვლაზე Eagles-თან, რითაც დივიზიონში შანსი მისცეს Eagles გადასულიყო პირველზე, ხოლო ჯაიანთსმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, 19 დეკემბერს კი ორივე გუნდი პირველ ადგილს ფრე 8-4 ჩანაწერით იყოფდნენ. ხოლო მარტში ჯაიანთსი სახლში Eagles-ის წინააღმდეგ პირველი ნახევრის დამთავრების შემდეგ, 24-3 ლიდერობდა. ხოლო თამაშის დამთავრებამდე 5:40 წუთით ადრე, ანგარიში 31-10 იყო, მაგრამ მაიკლ ვიკმა შეძლო და დაეხმარა იგლს 3 თაჩდაუნის დადებაში, შესაბამისად 31-31 გახადეს თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე. ჯაიანთსის სამი გამოსვლის შემდეგ, მეთ დოჯმა გადასცა ბურთი დისენ ჯექსონს, რომელმაც საპასუხოდ თაჩდაუნი დადო. თამაში კი ჯაიანთსის ეპიკური კრახით დასრულდა საბოლოოდ. შემდეგ თამაშში კი დამარცხდნენ საბოლოოდ სუპერ ბოულის ჩემპიონ გრინ ბეი პეკერთან 45-17, ხოლო რედსკინსთან 9-6. ჯაიანთს უნდა მოეგო და პეკერს უნდა წაეგო ბოლო თამაში, რომ გიგანტებს საშუალება ჰქონოდათ ფლეი-ოფში გასვლის. ჯაიანთსმა თავისი მიზერული შანსი გამოიყენა და 17-14 ანგარიშით მოიპოვეს გამარჯვება, მაგრამ პეკერსმა ბეარსი დაამარცხეს 10-4, რითაც ჯაიანთსის ფლეი-ოფში გასვლა ვერ მოხერხდა. სეზონის ბოლო 8 შეხვედრა კი 4-4 დაასრულეს.
2011 წლის სეზონი: მეოთხე სუპერ ბოულის ტიტული
რედაქტირება2011 წლის სეზონის დაწყებამდე ჯაიანთსმა დაკარგა კევინ ბოში, სტივ სმიტი, რიჩ შობერტი, კეით ბალოკი, დერეკ ჰაგენი და შონ ოჰარა. ეს სეზონი კი იყო მეორე წელი ვაიდ რისივერ ვიქტორ კრუზისთვის და ტაიტ ენდ ჯეიქ ბელერდის. სეზონის პირველი მატჩი ვაშინგტონ რედსკინსის წინააღმდეგ ჩაატარეს, რომელიც 2001 წლის სექტემბრის ტერაქტის 10 წლის თავზე დაემტხვა ზუსტად, როდესაც ნიუ იორკ სიტიში ორივე ტყუპი შენობა და ვაშინგტონის უსაფრთხოების ცენტრზე იქნა იერიში მიტანილი. თამაში კი რედსკინსის გამაჯრვებით 28-14 დასრულდა, ხოლო შემდეგი სამი მატჩი ზედიზედ გაიმარჯვა ნიუ იორკ ჯაიანთსმა Rams, Eagles და Cardinals-ის წინააღმდეგ. Seattle Seahawks წაგების შემდეგ, რის შემდეგაც ილაი მენინგი დაბრუნდა, ჯაიანთსმა კვლავ ზედიზედ 3 თამაში მოიგო. ჯაიანთსის გამარჯვება ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის წინააღმდეგ როდესაც გიგანტებმა 24-20 გაიმარჯვეს, იყო პატრიოტებისთვის NFL რეკორდის დასასრული, რომლებსაც NFL საშინაო მატჩში წაგება არ ჰქონდათ. მენინგის პასი ჯეიქ ბელერდზე მოჰყვა თაჩდაუნი რომელიც თამაშის დამთავრებამდე 15 წამით ადრე დადეს. ამის შემდეგ კი გუნდმა ზედიზედ 4 მატჩი წააგო. წაგებების სერია ჯაიანთსმა Cowboys-თან დაასრულა, სადაც გიგანტებმა 37-34 გაიმარჯვეს 11 დეკემბერს. შემდეგ შეხვედრაში კვლავ დამარცხება რედსკინსის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლო ორი მატჩიდან ორივე მოიგეს, მათ შორის ქალაქის მეტოქე ნიუ იორკ ჯეტსის წინააღმდეგ 29-14 და ბოლო მატჩში კი კვლავ Dallas Cowboys შეხვდნენ, სადაც ნიუ ჯერსის ცივ საღამოს დაამარცხეს 31-14, ამით კი შესაძლებლობა მოიპოვეს ვაილ ქარდით გასულიყვნენ NFC აღმოსავლეთ ფლეი-ოფში, ამით კი მათი 31-ე NFL პლეი-ოფი გახდა რომელიც ჩატარებული ჰქონდა გუნდს, ამით კი ზუსტადაც მის პირდაპირ მეტოქეს დალას ქოუბოიზს გადაუსწრეს რომელსაც 30 ჰქონდა და დაამყარეს რეკორდი.
2012 წლის 8 იანვარს, ჯაიანთსმა პლეი-ოფის პირველი მატჩი ჩაატარა სადაც Atlanta Falcons 24–2 დაამარცხა. პირველი ნახევრის შემდეგ, როდესაც არცთუ კარგად გამოიყურებოდა ჯაიანთსი, მეორე ნახევარში ქორტერბეკმა ილაი მენინგმა 3 თაჩდაუნ პასი განახორციელა. რანინგ ბექმა აჰმედ ბრედშო და ბრენდონ ჯეიკობსმა ერთიანად 172 იარდი დაფარეს, რომელიც ამ სეზონისთვის უმაღლესი იყო. ამ გამაჯრვებამ ჯაიანთსი შემდეგ ეტაპზე გაუშვა Green Bay Packers წინააღმდეგ.
2012 წლის 15 იანვარს, ჯაიანთსმა დაამარცხა გრინ ბეი პეკერსი 37-20. ილაი მენინგმა პასით 330 იარდი დაფარა და შესაბამისად 3 თაჩდაუნის დადება მოახერხა, ორი მათგანი კი ვაიდ რისივერმა ჰაკიმ ნიქსმა დადო. ამით ჯაიანთსმა მოიპოვა უფლება NFC ჩემპიონობისთვის ებრძოლა 2012 წლის 22 იანვარს San Francisco 49ers-ის წინააღმდეგ. ფინალურ მატჩშიც ჯაიანთსმა 20-17 გაიმარჯვა დამატებით დროში, რომელშიც ტაინესმა საჯარიმო დარტყმულის შედეგად მოუტანა.
ნიუ იორკ ჯაიანთსმა მოიგო სუპერ ბოულ XLVI ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის წინააღმდეგ ანგარიშით 21-17. გამარჯვების თაჩდაუნი დადებული იქნა 38 იარდიანი შესანიშნავი მარიო მენინგემის მიღების შემდეგ. როგორც სუპერ ბოულ XLII-ში, ასევე ამჯერადაც სუპერ ბოულის MVP ილაი მენინგი გახდა, რომელმაც მეორედ დაამარცხა სუპერ ბოულში ტომ ბრეიდი.
ლოგო და უნიფორმა
რედაქტირებაჯაიანთსი 80 წლიანი გუნდის არსებობის მანძილზე იყენებდა რამდენიმე ფორმას და ლოგოს. ლოგოზე რამდენიმე ცვლილება იყო გუნდის ქორტერბექის გამოსახულებით, რომელიც ემზადება ბურთის სასროლად,
ჯაიანთსის ტრადიციული მაისური არის ლურჯი ან წითელი (ან თეთრი წითელი ხაზებით) და მათი შარვლები კი თეთრი და რუქი ფერის. ახლანდელი ჯაიანთსის საშინაო ფორმა არის ლურჯი ფერის თეთრად დაწერილი ნომრებით, რუქი შარვლებით, რომლებსაც წითელი და ლურჯი ხაზები აქვთ, და ლურჯი წინდები, რის გამოც მათ მიიღეს ზედმეტსახელი "ბიგ ბლუ". გასვლითი უნიფორმა არის თეთრი მაისური წითლად დაწერილი ნომრებით, რუქი შარვლები, რომლებიც ლურჯ წითელ ზოლებშია, წინდები კი წითელ ფერშია. ჯაიანთსის ახლანდელი ჩაფხუტი არის მეტალის, ლურჯი ფერის, რომელზედაც თეთრად არის დაწერილი ნომრები, შუაში კი წინიდან უკანა მხარემდე წითელი ზოლია გაყოლებული. ჩაფხუტის ორივე მხარეს პატარათი აწერია ნიუ იორკ ჯაიანთსის სიმბოლური "ny" ლოგო. დამატებით ჯაიანთს ჰქონდათ მესამე ფორმა, რომელიც ადრეულ 50იანები წლების ფორმას ჰგავდა. წითელი ფერის მაისური თეთრი ნომრებით, საბოლოოდ კი ეს უნიფორმა 4-ჯერ იქნა გამოყენებული, შემდეგ კი გაუქმდა. ერთხელ - 2004 წელს ფილადელფია იგლსის წინააღმდეგ და სამჯერ 2005, 2006 და 2007 წლებში დალას ქაუბოიზის წინააღმდეგ.
მფლოფელობა, ფინანსები და ფანები
რედაქტირებაგიგანტებს აქვს გრძელი და ცოტათი არეული ფინანსური სიტუაცია. გუნდი იქნა დაარსებული ტიმ მარასს მიერ 1925 წელს, რომელმაც მთელი 500 $ ჩადო ამ ინვესტიციაში, გუნდი კი 5 წლის დაფუძნებულ ლიგაში ერთ-ერთი პირველია. იმ დროს ნიუ იორკს ბეისბოლში თითქმის იგივე სახელის გუნდი ჰყავდა, ამიტომაც ზუსტად ერთი და იგივე სახელი რომ არ გამომდგარიყო, მარამ ადგა და გუნდს New York Football Giants დაარქვა, რომელსაც დღემდე ლეგალურ კორპორაციულ სახელად იყენებენ.
მიუხედავად ამისა, გიგანტები დაწყებით წლებში საკუთარ მოედანზე წარმატებულები იყვნენ, მაგრამ მათი ფინანსური მხარე - განსხვავებული ისტორიაა. ბეისბოლის, ბოქსის და კოლეჯის ფეხბურთი (ამერიკული ფეხბურთი) ჩრდილიდან გამოსვლა, ფეხბურთს უჭირდა 1925 წელს, რადგან არცთუ ისე პოპულარული იყო იმ დროისთვის, ამიტომ პირველი 11 თამაში საშინელი გამოდგა ფინანსური მხრით გიგანტებისთვის, რადგან მაყურებლები თითქმის არც დადიოდნენ, სანამ მათ მოედანს არ ეწვივნენ Red Grange და Chicago Bears, რამაც 73,000 ფანზე მეტის ყურადღება მიიქცია, რამაც ნამდვილი ბიძგი მისცა გიგანტებს შემოსავლიანობის მხრივ. შემდეგ წელს Grange-მ და მისმა აგენტმა ჩამოაყალიბეს მეტოქეობის ლიგა, რომელიც ტარდებოდა Grange, NY-ში, ამიტომ დაახლოებით 50,000 დანაკარგი ჰქონდა გიგანტებს. ეს ლიგა შემდგომში მიკუთვნილი იქნა NFL-ს. 1930 წელს მარამ გუნდი თავის ორ შვილს გადასცა რომ განეცალკევებინა კრედიტორებისგან, რომელიც საბოლოოდ 1946 წელს მოხდა და საკონტროლო პაკეტი მარას ორ ბიჭს ერგო. Jack - უფროსი ვაჟი, რომელიც აკონტროლებდა საქმიან ასპექტებს, როდესაც Wellington (მარას უმცროსი ვაჟი) აკონტროლებდა საშინაო არენის ასპექტს. მათი შრომის შედეგად გიგანტებმა დაალაგეს ფინანსური სიტუაცია და რამდენიმეჯერ ლიდეორბდნენ კიდეც დასწრების მხრივ 1930-1940 წლებში. 60-იანების დასაწყისში კი გიგანტების მფლობელმა ოჯახმა შეძლო და დაიმკვიდრა სახელი, როგორც ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაცდუნებელი მიუხედავად იმისა რომ ოჯახს გაეგრძელებინა მოთხოვნა მაღალი შემოსავლის ტელევიზიიდან, ვაჟებმა ადგნენ და თანასწორი გაყოფა დაიწყეს შემოსავლის ლიგის სასარგებლოდ. შემოსავლის გაცვლა დღემდე აქტუალურია NFL-ში, რაც ხელს უწყობს NFL-ის მაღალ საფეხურზე დგომას. 60-იანების მეორე ნახევარში გიგანტებმა დაიქირავეს George Young-ი, რომელსაც პირველად გუნდის ისტორიაში დაევალა მარკეტინგის თვალსაზრისით გუნდის პროდუქტის გაყიდვა, რამაც ნამდვილად გაამართლა და გუნდის ფინანსური მხარე საგრძნობლად გააუმჯობესა.
1991 წელს როცა ტიმ მარა ებრძოდა კიბოს, გუნდის 50% მიყიდა Bob Tisch-ს 80 მილიონ დოლარად. ეს იყო გუნდის პირველი წელი როდესაც გუნდი გადავიდა მარას ოჯახის გარდა, სხვის ხელში. 2005 წელს კი გარდაიცვალა Wellington Mara, 89 წლის ასაკში, ადამიანი რომელიც იყო გუნდის დაარსებიდან (1925) წლიდან მოყოლებული 2005 წლამდე გუნდის გევრდში, მარას უმცროსი ვაჟის გარდაცვალებიდან 2 კვირის შემდეგ კი გარდაიცვალა 50% მფლობელი ბობ ტიში.
2010 წელს გაიხსნა MetLife Stadium, რომელსაც New York Jets და New York Giants 50/50 ინაწილებენ, მაგრამ ფურცელზე სტადიონი მაინც New Jersey Sports and Exposition Authority კუთვნილებითაა მითითებული. გიგანტებს თავიდან მათი ძველი სტადიონის რეკონსტრუქცია ჰქონდათ გეგმაში რომელიც 300 მილიონი დოლარი დაუჯდებოდათ. მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალეს რადგან ახალი სტადიონის აშენებას 600 მილიონი დოლარი სჭირდებოდა, ამიტომაც ამჯობინეს ახალი სტადიონი იგივე ადგილას აეშენებინათ, ჯეტსთან Xელშეკრულებით კი სახელმწიფო გადასახადი გაინახევრეს. გუნდებს მიწის ნაკვეთი კი წელიწადში 6.3 მილიონი $ უჯდება. შტატმა კი ყველა კომუნალური გადასახადი გადაიხადა ახალი სტადიონისთვის, ასევე 30 მილიონი $ რომელიც ინსტალაციას დასჭირდა.
ველინგტონის 50% დარჩა მის ვაჟს - John Mara-ს, ხოლო ტიშის 50% კი ტიშის ვაჟს - Steve Tisch-ს ერგო. (რომლებიც დღემდე აკონტროლებენ გუნდს. ჟურნალი Forbes-ის აზრით გუნდის ღირებულება 974 მილიონ $ შეადგენს, რაც ლიგის 32 გუნდში, მათ საშუალებას აძლევს მე-8 ადგილს დასჯერდნენ. ღირებულება კი მუდმივად იზრდება და 1998 წლიდან მოყოლებული 288 მილიონი $ გაიზარდა. ამჟამინდელი სპონსორებად კი Gatorade, Anheuser Busch, Toyota და Verizon Wireless რჩებიან. გუნდის დასწრების მსურველებმა კი საშუალოდ 72$ უნდა გადაიხადონ ბილეთში.
გიგანტებმა მათი ქომაგები ნიუ იორკის არეადან შეაგროვა, სანამ ისინი 1976 წელს ნიუ ჯერსიში არ გადაინაცვლებდნენ, ამ დროიდან კი ორივე შტატის მაცხოვრებელი თავის შტატის გუნდად აღიქვამს (ნიუ იორკელები აღიქვამენ ნიუ-იორკის გუნდად, ხოლო ნიუ-ჯერსელები — ნიუ-ჯერსის გუნდად). 1987 წელს როდესაც გუნდმა მოიგო სუპერ ბოულ XXI, მაშინდელმა ნიუ იორკის მერმა - Ed Koch გუნდს "უცხოელები" უწოდა და განაცხადა, რომ მათ არ აქვთ უფლება ჩაატარონ პარადი ნიუ იორკში. ხოლო როდესაც 2008 წელს გიგანტებმა შეძლეს სუპერ ბოულ XLII მოგება, ამ დროს მერი უკვე Michael Bloomberg იყო, რომელმაც ქვედა მანჰეტენისკენ ჩაატარა პარადი ამა წლის 5 თებერვალს. ხოლო უკვე სუპერ ბოულ XLVI გამარჯვეუბლ გიგანტებს 2012 წლის 7 თებერვალს მოუწიათ პარადის ჩატარება ნიუ იორკში, რასაც ამჯერად კვლავ სიხარულით შეხვდა ბლუმბერგი. 2001 წელს აბონიმენტების 52 % მფლობელი ნიუ ჯერსიდან იყო, ხოლო დანარჩენი % ინაწილებდნენ ნიუ იორკელები სხვა შტატებთან ერთად.
აქვე ღირს იმის აღნიშვნა რომ 1960-70 წლების ფლეი ოფის ვერ გაღწევის მიუხედავად, მაინც დაგროვილია სეზონურ ბილეთზე დიდ 20 წლიანი ლოდინი დათვლილი იქნა რომ მომლოდინე რიცხვა გადააჭარბა 135 000 ადამიანს, რაც ყველაზე მაღალია ნებისმიერ გუნდთან შედარებით.
მეტოქეობა
რედაქტირებადალას ქოუბოიზ
რედაქტირებაჯაიანთს ყველაზე დიდი მეტოქეობა Dallas Cowboys-თან აქვს. ეს მეტოქეობა დიდი ხნის წინ იწყება. პირველად თამაში ამ ორმა გუნდმა 1960 წლის 4 დეკემბერს ჩატარდა და ფრედ 31-31 მორჩა. მთავარი მიზეზი ასეთი პაექრობისა კი ტომ ლენდრი, რომელიც მოთამაშე გიგანტებში იყო და ასევე დაცვის კოორდინატორად მუშაობდა გიგანტებში, აქედან კი დალასში მთავარ მწვრთნელად გადაბარგდა. იმ დროისთვის გიგანტებისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქედ იგლს-თან ერთად ზუსტადაც რომ ქაუბოები ითვლებოდნენ. დალასი 60–70-იან წლებში დომინირებდა და აქედან გამომდინარე მათთვის სასარგებლო შედეგი ჰქონდათ პირველ 37 შეხვედრაში გიგანტების წინააღმდეგ - 26-9-2... თუ დალასი ახერხებდა თავიდან დომინირებას, 80-იან წლებში წამოიწია გიგანტების დომინირება და შესაბამისად შეძლეს 80 იანი წლებიდან 31-30 აეყვანათ ნიუ იორკელებს, მაგრამ საბოლოო ჯამში პირველი შეხვედრიდან დღემდე, დალასელები კვლავ ლიდერობენ 55-41-2... ასევე ღირს აღნიშვნა რომ გუნდები ერთადერთხელ შეხვდნენ 2007 წლის ფლეი ოფში,როდესაც გიგანტები სუპერ ბოულის XLII აღებას ცდილობდნენ, გზად დალასელები 21-17 დაამარცხეს.
ფილადელფია იგლსი
რედაქტირებაეტოქეობა ნიუ იორკ ჯაიანთსა და ფილადელფია იგლს შორის არის უძველესი დაპირისპირება როგორც (NFC) აღმოსავლეთში, ასევე ერთ-ერთი უძველესი მთლიანად ლიგაში, რომელიც სათავეს 1933 წლიდან იღებს. გიგანტები ამ შემთხვევაში დომინირებდნენ თითქმის მთელი მათი ისტორიის მანძილზე, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ბოლო 20 წელია სიტუაცია გამოასწორა არწივებმა, თუმცა სრულად ჩატარებული შეხვედრებიდან გიგანტები მაინც ლიდერობენ: 81-72-2
ნიუ-იორკ ჯეტსი
რედაქტირებარაღა თქმა უნდა ვინ თუ არა იმავე ქალაქის გუნდი საიდანაც გიგანტები არიან... ჯაიანთსი და ჯეტსი არიან ერთადერთი NFL წარმომადგენლები, რომელიც ერთ ქალაქს ეკუთვნიან, რომლებიც ასევე უჩვეულოდ გამოირჩნენ მას შემდეგ რაც ერთი სტადიონი ორივე გუნდმა თანაბრად გაიყო! ამ ორი გუნდის შეხვედრა რეგულარულ სეზონში 4 წელიწადში ერთხელ ხდება, რადგან NFL თამაშების განრიგი ასე მოითხოვს! ყველაზე აღსანიშნავი მატჩი იყო 1988 წელს, როდესაც რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი იყო ამ ორ გუნდს შორის, გიგანტებს კი ერთადერთი გამარჯვება სჭირდებოდათ, რომ ფლეი ოფის საგზური მოეპოვებინათ. ჯეტს კი არანაირად არ აღელვებდა მატჩის ანგარიში, თუმცა მაინც შეძლეს გიგანტების 27-21 დამარცხება და დატოვეს კიდეც ფლეი ოფის გარეთ! ცოტა მოგვიანებით მაგრამ იგივე სცენარით გადაუხადეს გიგანტებმა სამაგიერო ჯეტსს, 2011 წელს როდესაც სტუმრის სტატუსით მოთამაშე გიგანტებმა მოიგეს 29-14. თამაში რომელიც "დაეხმარა" ჯეტს გამოთიშულიყო ფლეი ოფისთვის ბრძოლაში, ხოლო გიგანტებისთვის კი პირიქით, იმედის გამჩენი იყო ეს მოგება, რაც საბოლოოდ სუპერ ბოულ XLVI მოგებით დასრულდა. საბოლოო ჯამში გუნდები 12-ჯერ არიან ერთმანეთს შეხვედრილები და აქედან 8 მოგება გიგანტებს ეკუთვნის, ხოლო 4 ჯეტსის წარმომადგენლებს... ასევე აღსანიშნავია, რომ ზედიზედ ბოლო 5 შეხვედრა მოიგეს გიგანტებმა.
ვაშინგტონ რედსკინსი
რედაქტირებავაშინგტონთან მეტოქეობა ერთ-ერთი უძველესი და ისტორიულია, რომელიც 1932 წლიდან იწყება. ეს მეტოქეობა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე დალას ქაუბოიზ და ფილადელფია იგლსთან მეტოქეობა, თუმცა იყო პერიოდები, როდესაც ეს ორი გუნდი ბრწყინვალე სანახაობას სთავაზობდა მაყურებელს. 1980-იან წლებში ეს ორი გუნდი შეეჯახა ერთმანეთს არა მხოლოდ დივიზიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, არამედ სუპერ ბოულის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ყველაზე აღსანიშნავი 1986 წელს NFC ჩემპიონობისთვის თამაში იყო, სადაც გიგანტებმა 17-0 დაამარცხეს რედსკინსი და პირველად გავიდნენ სუპერ ბოულის ფინალში. ველინგტონ მარა ყოველთვის გრძნობდა, რომ ეს იყო ჯაიანთსის უძველესი და ნამდვილი მეტოქეობა, მას შემდეგ რაც 2005 წელს ჯაიანთსმა თავისი ყოფილი მფლობელის პატივსაცემად 36-0 დაამარცხდა ვაშინგტონი. არსებობის მანძილზე კი ჯაიანთსი ლიდეორბს 91–63–4 ჩანაწერით.
სან ფრანცისკო 49ერსი
რედაქტირებანიუ იორკ ჯაიანთსის და სან ფრანცისკო ნაინერსის მეტოქეობა 1980-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც ორივე გუნდი ბრწყინავდა. ჯაიანთსი და 49ერსი ფლეი-ოფში 8-ჯერ შეხვდნენ, სადაც საბოლოოდ 4-4 აქვთ ნათამაშები. პირველი მათი შეხვედრა 1981 წლის სეზონში მოხვდა, სადაც ჯოუ მონტანამ 49ერსი დააწინაურა ანგარიშით 38-24, ეს შეხვედრა კი დივიზიონის პლეი-ოფის მანძილზე გაიმართა, საბოლოოდ კი 49ერსი ფინალამდე გავიდა და პირველი სუპერ ბოულიც მოიგო გუნდის ისტორიაში. ჯაიანთსი სამაგიეროდ 5 წლის შემდეგ უხდის, როდესაც დივიზიონის ფლეი-ოფში ანადგურებს 49ერს, ანგარიშით 49-3, შეხვედრა კი ჯაიანთ სტედიუმზე გაიმართა. გადამწყვეტი თამაშის ქულა პირველი ნახევრის ბოლოში მოვიდა, როდესაც დაცვის ხაზის წევრ ჯიმ ბარტმა გამანადგურებელი დარტყმა განახორციელა მონტანას წინააღმდე. მონტანას ბურთის ადვარდნა იქნა ლოურენს ტეილორის მიერ გამოყენებული, რომელმაც 34 იარდიანი თაჩდაუნი დადო. დაჯახებამ მონტანა გამოთიშა თამაშიდან ტვინის შერყევით, რომელმაც ფაქტობრივად ყველანაირი იმედი მოუკლა 49ერს. როგორც 1981 წლის შემთხვევაში იყო, ოღონდ იმ შემთხვევაში 49ერსის, ამჯერად ჯაიანთსმა შეძლო საბოლოოდ პირველი სუპერ ბპულის მოგება გუნდის არსებობის მანძილზე. ისინი ასევე 1990 წლის ფლეი-ოფში შეხვდნენ NFC ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ერთ-ერთი ყველაზე ფიზიკური თამაში რომელიც ოდესმე უთამაშიათ ფეხბურთში (ამერიკული ფეხბურთი), საბოლოოდ კი ანგარიში 15-13 დასრულდა ჯაიანთსის სასარგებლოდ, ამ თამაშით კი 49ერსმა დაკარგა შანსი, რომ ზედიზედ მესამე სუპერ ბოული მოგეო. 49ერსი შურს სამი წლის შემდეგ იძიებს, როდესაც ქორტერბექად სტივ იანგი ეყოლებათ. ამ შემთხვევაში სან ფრანცისკოს გუნდმა ხმაურიანად მოუგო 44-3 ჯაიანთს დივიზიონის პლეი-ოფის დროს, რომელიც ლოურენს ტეილორისთვის და ფილ სიმსისთვის ბოლო თამაში იყო კარიერის მანძილზე. 49ერსმა კვლავ დამანგრევლად მოუგო 2002 წლის ფლეი-ოფში, როდესაც 24 ქულიანი დეფიციტი აღმოფხვრა მეორე ნახევარში და მოიგეს 39-38, თუმცა ბოლო მომენტი გაფუჭდა გამოტოვებული გამოძახილის გამო, რის გამოც ერთი დღის შემდეგ, NFL-ის ოფიციალურების დირექტორმა მაიკ ფერეირამ და ასევე FOX-ის ანალიტიკოსმა, აღიარა რომ ეკიპაჟმა შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოუხადა ჯაიანთს. 49ერსის დაცვის დასასრულის წევრ ჩაიკ ოუკფორმა განაცხადა რომ პასის დროს იქნა დაშვებული შეცდომა, რაც ოფიციალურ მხარეს გამოეპარათ. ეს პენალი რომ ჩათვლილიყო, ჯაიანთს ქნებოდა კვლავ შანსი რომ ჯარიმის შესრულებით მოეგო ეს მატჩი. 49ერსის მხარეს კი იმ დღეს ცუდი მსაჯთა ბრიგადა იმყოფებოდა. 2012 წლის 22 იანვარს კი, ჯაიანთსმა NFC ჩემპიონობისთვის ბრძოლაში 49ერსთან ძირითადი დრო 17-17 დაასრულა, ხოლო დამატებით დროში კი შეძლო ჯარიმის გატანა და საბოლოოდ ნიუ იორკელებმა 20-17 მოიგეს, რასაც მათი სუპერ ბოულის ფინალში გასვლა და მეოთხე ტიტული მოჰყვა მოგვიანებით. რეგულარული სეზონის სერიები კი ამ ორ გუნდს შორის ამჯერად ფრე 14-14 არის.
მოთამაშეები
რედაქტირებაახლანდელი შემადგენლობა
რედაქტირებაQuarterbacks | |||
No | მოთამაშე | ||
---|---|---|---|
8 | დევიდ ქერი | ||
10 | ილაი მენინგი | ||
17 | რაიან პერილო |
Running Backs | |||
No | მოთამაშე | ||
---|---|---|---|
44 | ეჰმედ ბრედშოუ | ||
35 | ანდრე ბრაუნი | ||
45 | ჰენრი ჰინოსკი | ||
33 | დარელ სკოტი | ||
28 | დიჯეი ვეირი |
Wide Receivers | |||
No | მოთამაშე | ||
---|---|---|---|
13 | რამზეს ბერდენი | ||
80 | ვიქტორ კრუზი | ||
19 | დენ დეპალმა | ||
87 | დომინიკ ჰიქსონი | ||
12 | ჯერელ ჯერნიგენი | ||
88 | ჰაკიმ ნიქსი | ||
18 | ისეი სტენბეკი |
Tight Ends | |||
No | მოთამაშე | ||
---|---|---|---|
85 | ჯეიკ ბელერდი | ||
47 | ტრევის ბექამი | ||
89 | მართილუს ბენეტი | ||
49 | ლერი დონელი | ||
84 | კრისტიან ჰოპკინზი | ||
83 | რაიან პარვისი |
Offensive Linemen | |||
No | მოთამაშე | ||
---|---|---|---|
64 | დევიდ ბაასი | ||
65 | უილ ბითი | ||
77 | კევინ ბუთი | ||
79 | ჯეიმზ ბრიუერი | ||
60 | სელვიშ კეპერსი | ||
63 | ჯიმ ქოურდლი | ||
66 | დევიდ დილი | ||
62 | მიჩ პეტრიუსი | ||
68 | ჯოელ რეინდერსი | ||
76 | კრის სნი | ||
61 | კრის უაითი |
Defensive Linemen | |||
No | მოთამაშე | ||
---|---|---|---|
96 | მერვინ ოსტინი | ||
99 | კრის კენტი | ||
74 | დუეინ ჰენდრიქსი | ||
97 | ლიველ ჯოზეფი | ||
70 | კრეიგ მარშალი | ||
-- | მარტინ პარკერი | ||
90 | ჯეისონ პიერ პოლი | ||
69 | ჯასტინ ტრეტო | ||
91 | ჯასტინ ტაკი | ||
71 | იოსი იუმენიორა |
Defensive Backs | |||
No | მოთამაშე | ||
---|---|---|---|
20 | პრინს ამუკამარა | ||
41 | ბრენდონ ბინგი | ||
37 | მაიკლ კოუ | ||
48 | კრის ჰორტონი | ||
25 | ბრიუს ჯონსონი | ||
-- | ჩედ ჯოუნსი | ||
21 | კენი ფილიფსი | ||
26 | ანრელ როული | ||
39 | ტაილერ საში | ||
24 | ტერელ თომასი | ||
30 | ჯასტინ ტრაიონი | ||
23 | კორი უებსტერი | ||
29 | ბრაიან უიტერსპუნი |
Linebackers | |||
No | მოთამაშე | ||
---|---|---|---|
59 | მაიკლ ბოული | ||
58 | მარკ ჰერცლიჰი | ||
53 | გრეგ ჯოუნსი | ||
94 | მათიეს კიანუკა | ||
55 | სპენსერ პეისინგერი | ||
52 | კლინ სინტიმი | ||
98 | ადრიან ტრეისი | ||
57 | იაკინ უილიამსი |
Special Teams | |||
No | მოთამაშე | ||
---|---|---|---|
51 | ზაკ დეუსი | ||
9 | ლაურენს ტაინესი | ||
5 | სტივ უითერფორდი |
პრო საფეხბურთო დიდების დარბაზი
რედაქტირებაპრო საფეხბურთო დიდების დარბაზში, გიგანტებს 27 წევრი ჰყავს. ტიმ მარა და მელ ჰაინი იყვნენ წევრები ორიგინალური კლასის რომელიც 1963 წელს იყვნენ მოწვეული, ლაინბეკერი ჰერი კარსონი ყველაზე აქტიური გიგანტების წვეული იყო 2006 წლის კლასის წევრი. ბევრი წვეული როგორებიც არიან: ლერი სონკა, რეი ფლეჰერტი, ჯოუ გაიონი, პიტ ჰენრი, არნი ჰერბერი, კალ ჰაბარდი, დონ მეინარდი, ჰიუჯ მაკელენი და ჯიმ თოურპი მხოლოდ ერთხელ იყვნენ ნიუ იორკ ჯაიანთსთან ასოცირებულები, მაგრამ შეყვანილი იქნენ მათი სხვა გუნდებში წარმატებული თამაშის გამო.
ნიუ-იორკ ჯაიანთსის ყოფილი მოთამაშეების დარბაზი | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
New York Giants Hall of Famers | |||||||||
No. | სახელი | პოზიცია | No. | სახელი | პოზიცია | ||||
17 | რედ ბედგრო | TE | -- | ტიმ მარა | დამფ. & მფლ. | ||||
79 | როუზი ბრაუნი | T | -- | უელინგტონ მარა | მფლობელი | ||||
53 | ჰერი კარსონი | LB | 13 | დონ მეინარდი | WR | ||||
39 | ლერი სონკა | FB/RB | 13 | ჰიუჯ მაკელენი | RB | ||||
1 | რეი ფლეჰერტი | მწვრთ | 55 | სტივ ოუენი | T/მწვრთ | ||||
6 | ბენი ფრიდმენი | QB | 81 | ენდი რობასტელი | DE | ||||
16 | ფრენკ ჯიფორდი | HB | 50 | კენ სტრონგი | HB | ||||
11 | ჯოუ გაიონი | RB | 10 | ფრენ ტერკენტონი | QB | ||||
7 | მელ ჰაინი | C | 56 | ლოურენს ტეილორი | LB | ||||
55 | პიტ ჰენრი | OT | 31 | ჯიმ თოურპი | RB/DB | ||||
38 | ერნი ჰერბერი | QB | 14 | Y. A. Tittle | QB | ||||
41/60 | კალ ჰაბერდი | T | 45 | ემლენ თანელი | DB | ||||
70 | სემ ჰაფი | LB | 73 | ერნი ვაინმაისტერი | DE | ||||
4 | ტაფი ლიმენსი | FB |
გაუქმებული ნომრები
რედაქტირებანიუ-იორკ ჯაიანთსის გაუქმებული ნომრები | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
New York Giants retired numbers | |||||||||
No. | სახელი | No. | სახელი | ||||||
1 | რეი ფლეჰერტი* | 32 | ელ ბლოუზისი | ||||||
4 | ტიუფი ლიმენსი | 40 | ჯო მორისონი | ||||||
7 | მელ ჰაინი | 42 | ჩარლი კონერლი | ||||||
11 | ფილ სიმსი | 50 | კენ სტრონგი | ||||||
14 | Y. A. Tittle | 56 | ლოურენს ტეილორი | ||||||
16 | ფრენკ ჯიფორდი |
* ყველა მთავარ ლიგის ჩემპიონატი რომ ერთად ავიღოთ, ეს ნომერი იქნა პირველი რომელიც გაუქმდა - 1935 წელს.
ღირსების ბეჭდები
რედაქტირებანიუ-იორკ ჯაიანთსის ღირსების ბეჭდები | |||||
სახელი | პოზიცია | No. | აქტიური წლები | ჩემპიონი | შეყვანის წელი |
---|---|---|---|---|---|
ჯესი არმსტიდი | Linebacker | 98 | 1993–2001 | არ ყოფილა | 2010 |
კარლ ბენქსი | Linebacker | 58 | 1984–1992 | 1986, 1990 | 2011 |
ტიკი ბერბერი | Running Back | 21 | 1997–2006 | არ ყოფილა | 2010 |
მარკ ბევარო | Tight End | 89 | 1985–1990 | 1986, 1990 | 2011 |
ალ ბლოზისი | Offensive Tackle | 32 | 1942–1944 | არ ყოფილა | 2010 |
როუზი ბრაუნი | Offensive Tackle | 79 | 1953–1965 | 1956 | 2010 |
ჰერი კარსონი | Linebacker | 53 | 1976–1988 | 1986 | 2010 |
ჩარლი კონერლი | Quarterback | 42 | 1948–1961 | 1956 | 2010 |
ფრენკ ჯიფორდი | Running Back/Wide Receiver | 16 | 1952–1964 | 1956 | 2010 |
პიტ გოგოლექი | Kicker | 3 | 1966–1974 | არ ყოფილა | 2010 |
მელ ჰაინი | Center/Linebacker | 7 | 1931–1945 | 1934, 1938 | 2010 |
ჯიმ ლი ჰოუელი | End/მთავარი მწვრთნელი | 21,81 | 1937–1942,1946–1947,1954–1960 | 1938, 1956 | 2010 |
სემ ჰაფი | Linebacker | 70 | 1956–1963 | 1956 | 2010 |
დეივ ჯენინგსი | Punter | 13 | 1974–1984 | არ ყოფილა | 2011 |
თაფი ლიმენსი | Running Back | 4 | 1936–1943 | 1938 | 2010 |
დიკ ლინჩი | Defensive Back | 22,25 | 1958–1966 | არ ყოფილა | 2010 |
ჯეკ მარა | მფლობელი | n/a | 1925–1965 | 1927, 1934, 1938, 1956 | 2010 |
ტიმ მარა | მფლობელი | n/a | 1925–1959 | 1927, 1934, 1938, 1956 | 2010 |
უელინგტონ მარა | Ball Boy/აღმასრულებელი/მფლობელი | n/a | 1925–2005 | 1927, 1934, 1938, 1956, 1986, 1990 | 2010 |
ჯორჯ მარტინი | Defensive End | 75 | 1975–1988 | 1986 | 2010 |
ჯოუ მორისონი | Wide Receiver/Running Back | 40 | 1959–1972 | არ ყოფილა | 2010 |
სტივ ოუენი | Offensive Tackle/მთავარი მწვრთნელი | 6,9,12, 36, 44, 50, 55 | 1926–1953 | 1927, 1934, 1938 | 2010 |
ბილ პერსელსი | Linebacker/დაცვის კოორდინატორი/მთავარი მწვრთნელი | n/a | 1979,1981–1990 | 1986, 1990 | 2010 |
ენდი რობიუსტელი | Defensive End | 81,84 | 1956–1964 | 1956 | 2010 |
ფილ სიმსი | Quarterback | 11 | 1979–1993 | 1986, 1990 | 2010 |
მაიკლ სტრეჰენი | Defensive End | 92 | 1993–2007 | 2007 | 2010 |
კენ სტრონგი | Halfback | 50 | 1933–1935,1939,1944–1947 | 1934 | 2010 |
ლოურენს ტეილორი | Linebacker | 56 | 1981–1993 | 1986, 1990 | 2010 |
ბობ ტიში | მფლობელი | n/a | 1991–2005 | არ ყოფილა | 2010 |
Y. A. Tittle | Quarterback | 14 | 1961–1964 | არ ყოფილა | 2010 |
ემენ ტუნერი | Wide Receiver | 81 | 1996–2008 | 2007 | 2010 |
ემილ თიუნელი | Defensive Back/სკაუტი/მთავარი მწვრთნელის ასისტენტი | 45 | 1948–1958,1963–1973 | 1956 | 2010 |
ბრედ ვან პელტი | Linebacker | 10 | 1973–1983 | არ ყოფილა | 2011 |
ალექს უებსტერი | Fullback/მთავარი მწვრთნელი | 29 | 1955–1964,1969–1973 | არ ყოფილა | 2011 |
ჯორჯ იანგი | აღმასრულებელი | n/a | 1979–1997 | 1986, 1990 | 2010 |
ნფლ-ის MVP დაჯილდოების გამარჯვებულები
რედაქტირებაჯაიანთსის მვპ გამარჯვებულები | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Giants MVP winners | |||||||||
წელი | მოთამაშე | ||||||||
1938 | მელ ჰაინი | ||||||||
1956 | ფრენკ ჯიფორდი | ||||||||
1959 | ჩარლი კონერლი | ||||||||
1963 | Y.A. Tittle | ||||||||
1986 | ლოურენს ტეილორი |
სუპერ ბოულის MVP დაჯილდოების გამარჯვებულები
რედაქტირებაSB = სუპერ ბოული;
ჯაიანთსის სუპერ ბოულის მვპ გამარჯვებულები | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Giants Super Bowl MVP winners | |||||||||
SB | მოთამაშე | პოზიცია | |||||||
XXI | ფილ სიმსი #11 | ქორტერბექი | |||||||
XXV | ოტის ანდერსონი #24 | რანინგ ბექი | |||||||
XLII | ილაი მენინგი #10 | ქორტერბექი | |||||||
XLVI | ილაი მენინგი #10 | ქორტერბექი |
დრაფტის არჩეულები
რედაქტირებაყველა დროის პირველი რაუნდის დრაფტის არჩეულები | |||
წელი | მოთამაშე | კოლეჯი | პოზიცია |
---|---|---|---|
1936 | არტ ლუისი | Ohio Bobcats football | Tackle |
1937 | ედ ვიდსეტი | Minnesota Golden Gophers football | Tackle |
1938 | ჯორჯ კერემეტიჩი | Gonzaga Bulldogs | Back |
1939 | უოლტ ნილსონი | Arizona Wildcats football | Tackle |
1940 | გრენი ლენდსელი | USC Trojans football | Back |
1941 | ჯორჯ ფრენკი | Minnesota Golden Gophers football | Back |
1942 | მერლ ჰეიპსი | Ole Miss Rebels football | Back |
1943 | სტივ ფილიპოვიჩი | Fordham Rams | Back |
1944 | ბილი ჰილენბრედი | Indiana Hoosiers football | Back |
1945 | ელმერ ბერბორი | Wake Forest Demon Deacons football | Quarterback |
1946 | ჯორჯ ქონორი | Notre Dame Fighting Irish football | Tackle |
1947 | ვიკ შვოლი | Northwestern Wildcats football | Back |
1948 | ტონი მინისი | Pennsylvania Quakers football | Back |
1949 | პოლ ფეიჯი | SMU Mustangs football | Back |
1950 | ტრევის ტიდუელი | Auburn Tigers football | Back |
1951 | კაილ როუთი | SMU Mustangs football | Back |
1951 | ჯიმ სპევიტალი | Oklahoma State Cowboys football | Back |
1952 | ფრენკ ჯიფორდი | USC Trojans football | Running back |
1953 | ბობი მერლოუ | Alabama Crimson Tide football | Back |
1954 | მაკრ ჰეზლეტი | Penn State Nittany Lions football | Back |
1955 | ჯოუ ჰიპი | Notre Dame Fighting Irish football | Back |
1956 | არ აუყვანიათ | ||
1957 | არ აუყვანიათ | ||
1958 | [ფილ კინგი | Vanderbilt Commodores football | Back |
1959 | ლი გროსაპი | Utah Utes football | Quarterback |
1960 | ლუ კორდილეონე | Clemson Tigers football | Tackle |
1961 | არ აუყვანიათ | ||
1962 | ჯერი ჰილებრენდი | Colorado Buffaloes football | End |
1963 | არ აუყვანიათ | ||
1964 | ჯოუ დონ ლუნი | Nebraska Cornhuskers football | Back |
1965 | ტაკერ ფრედერიქსონი | Auburn | Back |
1966 | ფრენსის პეი | Missouri Tigers football | Tackle |
1967 | არ აუყვანიათ | ||
1968 | არ აუყვანიათ | ||
1969 | ფრედ დრაიერი | San Diego State Aztecs football | Defensive end |
1970 | ჯიმ ფაილსი | Oklahoma Sooners football | Linebacker |
1971 | როკი ტომპსონი | West Texas A&M University | Wide receiver |
1972 | ოლდრიჯ სმოლი | Texas A&M University–Kingsville | Defensive back |
1972 | ლარი იაკობსონი | Nebraska Cornhuskers football | Defensive end |
1973 | ჯონ ჰიქსი | Ohio State Buckeyes football | Offensive guard |
1974 | არ აუყვანიათ | ||
1975 | არ აუყვანიათ | ||
1976 | ტროი არჩერი | Colorado Buffaloes football | Defensive end |
1977 | გარი ჯეთერი | USC Trojans football | Defensive tackle |
1978 | გორდონ კინგი | Stanford Cardinal football | Offensive tackle |
1979 | ფილ სიმსი | Morehead State University | Quarterback |
1980 | მაკრ ჰეინესი | Colorado Buffaloes football | Defensive back |
1981 | ლოურენს ტეილორი | North Carolina Tar Heels football | Linebacker |
1982 | ბაჩ უოლფოკი | Michigan Wolverines football | Running back |
1983 | ტერი ქინერდი | Clemson Tigers football | Defensive back |
1984 | კარლ ბენქსი | Michigan State Spartans football | Linebacker |
1984 | უილიამ რობერტსი | Ohio State Buckeyes football | Offensive tackle |
1985 | ჯორჯ ადამსი | Kentucky Wildcats football | Running back |
1986 | ერიკ დორსი | Notre Dame Fighting Irish football | Defensive end |
1987 | მარკ ინგრემი | Michigan State Spartans football | Wide receiver |
1988 | ერიკ მური | Indiana Hoosiers football | Offensive tackle |
1989 | ბრაიან უილიამსი | Minnesota Golden Gophers football | Center |
1990 | როდნი ჰემპტონი | Georgia Bulldogs football | Running back |
1991 | ჯეროდ ბანჩი | Michigan Wolverines football | Running back |
1992 | დერეკ ბრაუნი | Notre Dame Fighting Irish football | Tight end |
1993 | არ აუყვანიათ | ||
1994 | თომას ლუისი | Indiana Hoosiers football | Wide receiver |
1995 | ტაირონ უეთლი | Michigan Wolverines football | Running back |
1996 | სედრიკ ჯოუნსი | Oklahoma Sooners football | Defensive end |
1997 | აიკ ჰილერდი | Florida Gators football | Wide receiver |
1998 | შონ უილიამსი | UCLA Bruins football | Defensive back |
1999 | ლუკ პეტიგო | Notre Dame Fighting Irish football | Offensive tackle |
2000 | რონ დეინი | Wisconsin Badgers football | Running back |
2001 | უილ ალენი | Syracuse Orange football | Defensive back |
2002 | ჯერემი შოუკი | Miami Hurricanes football | Tight end |
2003 | უილიამ ჯოზეფი | Miami Hurricanes football | Defensive tackle |
2004 | ფილ რივერსი | North Carolina State Wolfpack football | Quarterback |
2005 | არ აუყვანიათ | ||
2006 | მათიას კიანუკა | Boston College Eagles football | Defensive end |
2007 | აარონ როსი | Texas Longhorns football | Defensive back |
2008 | კენი ფილიფსი | Miami Hurricanes football | Defensive back |
2009 | ჰაკიმ ნიქსი | North Carolina Tar Heels football | Wide receiver |
2010 | ჯეისონ პიერ პოლი | South Florida Bulls football | Defensive end |
2011 | პრინს ამუკამარა | Nebraska Cornhuskers football | Defensive back |
ახლანდელი პერსონალი
რედაქტირებაოფისი
- პრეზიდენტი - ჯონ მარა;
- თავმჯდომარე/აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი - სტივ ტიში ლ
- უფროსი ვიცე პრეზიდენტი / გენერალური მენეჯერი - ჯერი რისი;
- მოთამაშეების პერონალის უფროსი ვიცე პრეზიდენტი - კრის მარა;
- გენერალური მენეჯერის ასისტენტი - კევინ აბრამსი;
- პერსონალის დირექტორი - დევიდ ჯენტლმენი;
- კოლეჯის ძიების დირეტოქრი - მარკ როსი;
- პერსონალის დირექტორის ასისტენტი - კენ სტერნფილდი;
მთავარი მწვრთნელი
- ტომ კაფლინი;
თავდასხმის მწვრთნელები
- თავდასხმის კოორდინატორი - კევინ ჯილბრიდი;
- ქორტერბექები - შონ რაიანი;
- რანინგ ბექები - ჯერალდ ინგრემი;
- ვაიდ რისივერები - კევინ ჯილბრიდ ჯრ.;
- ტაიტ ენდები - მაიკ პოუპი;
- თავდასხმის ხაზი - პეტ ფლეჰერტი;
- თავდასხმის ხაზის ასისტენტი - მეთ რული;
- თავდასხმის ასისტენტი - ლუნდა უელსი;
დაცვის მწვრთნელები'
- დაცვის კოორდინატორი - პერი ფიუელი;
- დაცვის ხაზი - რობერტ ნუნი;
- ლაინბეკერები - ჯიმ ჰერმენი;
- მეორადი/ქორნერბექი - პიტერ გიუნტა;
- მეორადი/სეიფტის - დევიდ მერიტი;
- დაცვის ასისტენტი - ალ ჰოულკომბი;
სპეციალური გუნდის მწვრთნელები
- სპეციალური გუნდის კოორიდნატორი - ტომ ქუინი;
- სპეციალური გუნდის ასისტენტი - ლარი იზო;
სიძლიერე და კონდიციები სიძლიერე და კონდიციები – ჯერი პალმერი; სიძლიერის და კონდიციების ასისტენტი – მარკუს პოლი; სამწვრთნელო ასისტენტი
- კრის პრიდი;
რადიო და ტელევიზია
რედაქტირება2010 წლიდან ჯაიანთსი WFAN 660 AM რადიოში იქნება, რომელიც ყველაზე ძველი სპორტული რადიოა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზოგიერთი მატჩი აგვისტო და სექტემბრის პერიოდში გადატანილი იქნება WXRK ან WCBS-FM-ზე, რადგან ზოგი განრიგი ბეიზბოლის გუნდ ნიუ-იორკ მეტსი-ს საწინააღმდეგო იქნება.
ბობ პაპა მოქმედების ადგილიდან და კარლ ბენქსი, როგორც კომენტატორი იქნებიან ჯაიანთსის რადიო გადაცემის გუნდში, ჰოუარდ კროსთან ერთად, რომელიც მოედნის რეპორტერია. როდესაც პაპა არის ხელმიუწვდენელი, რომ წაიყვანოს თამაში, ჩრის კერინო, რომელიც WFAN-ის მთავარი წამყვანია ნიუ ჯერსი ნეტსის დროს, ჩაანაცვლებს ხოლმე მას.
რაც შეეხება ტელევიზიას, ჯაიანთსის თამაშებს WNBC გადმოსცემს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Carroll, John Martin (1999). Grange and the Rise of Modern Football. Urbana: University of Illinois Press. ISBN 0252071662.
- Neft, David S.; Cohen, Richard M.; Korch, Rick (1994). The Complete History of Professional Football from 1892 to the Present. New York: St. Martin's Press, გვ. 113. ISBN 0312114354.
- Steinbreder, John (1999). Giants: 75 Years of Championship Football, second, Dallas: Taylor Publishing Co.. ISBN 0-87833-159-X.