ნინო ოკრიბელაშვილი

1961 Medical Doctor.; born 9 September, 1961

ნინო ოკრიბელაშვილი (დ. 9 სექტემბერი, 1961, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი და პედაგოგი.

ნინო ოკრიბელაშვილი
დაბადების თარიღი 9 სექტემბერი, 1961 (1961-09-09) (63 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი


ბიოგრაფია

რედაქტირება

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1984–1986 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1987–1988 წლებში — მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის პათომორფოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი. 1988–1992 წლებში — ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი ხოლო 1992–1993 წლებში — უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1993–1995 წლებში — სწავლული მდივანი. 1995-2010 წლებში — მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, სამეცნიერო დირექტორი. 2004 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, მინისტრის მოადგილე. 2004-2007 წლებში — საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2007-2008 წლებში — სსიპ „ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“, უფროსის მრჩეველი და პროგრამის კონსულტანტი. 2011-2015 წლებში — თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი, შპს „უნიმედ-კახეთი“, ფსიქიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2015 წლიდან შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, გენერალური დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში. 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფსიქიატრიის და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი. 2019 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება ბიოლოგიური, სოციალური ფსიქიატრიისა და მოსაზღვრე მდგომარეობათა პრობლემებს. ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1990 წელს „შიზოფრენიით დაავადებულთა პლაზმის ბიოლოგიური თვისებები და სისხლის ფორმიანი ელემენტების სტრუქტურული თავისებურებანი მკურნალობამდე და ფსიქოტროპული პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ“. სადოქტორო დისერტაციის თემა - დაიცვა 1999 წელს „პოსტტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკო-ფენომენოლოგიური თავისებურებანი იძულებით ადგილნაცვალ პირებში“.

ორგანიზაციის წევრი

რედაქტირება
  • ავ. ზურაბაშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება, გენერალური მდივანი და გამგეობის წევრი (2011-)
  • ორმაგი დიაგნოზების მსოფლიო ასოციაცია, წევრი (2018-)
  • საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება, თავმჯდომარე (2018-)
  • ტრავმული სტრესის სპეციალისტთა ასოციაცია (ATSS), წევრი (2005-)

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ქართული ფსიქიატრიის ისტორიის ნაკლებად ცნობილი ფურცლები = History of psychiatry in Georgia: Hidden pages = Малоизвестные страницы истории психиатрии в Грузии : ეძღვნება ჩვენს მასწავლებლებს (თანაავტორი). თბ., შპს „ფავორიტი სტილი“, 2018. გვ. 76
  • მოზარდთა ანტისოციალური ქცევის სოციალურ-ფსიქოლოგიური პრევენცია (თანაავტორი). თბ., შპს „ფავორიტი პრინტი“, 2011. გვ. 248 - ISBN: 978-9941-11-272-0
  • სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარი სპეციალობაში „ფსიქიატრია“ (შემდგენელი). თბ., 1999. გვ. 279

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000, გვ. 227
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ჯაფარიძე ი., თბ., 2012, გვ. 357

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება