ნინის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (ხორ. Crkva Svetog Nikole) — XI საუკუნის ბოლოს ან XII საუკუნის დასაწყისის რომაული კათოლიკური ეკლესია პრერომანულ სტილში, რომელიც მდებარეობს პრაჰულეს რეგიონში, ზადარიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ხორვატიაში ზატონსა და ნინს შორის. იგი აშენდა მიწის გორაზე ლიბურნიის პრეისტორიული საფლავის თავზე. ეს ეკლესია დალმაციაში ადრეული რომანული ხუროთმოძღვრების ერთადერთი შემორჩენილი ნიმუშია. იგი ეძღვნება წმინდა ნიკოლოზს.

ნინის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება კათოლიკური, ზადარის არქიეპარქია
ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
ადგილმდებარეობა ხორვატია, ნინი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
დეტალები
სიგრძე 5.90 მ.
სიგანე 5.70 მ.
სიმაღლე (მაქს.) 6 მეტრი

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია აგებულია ციხესიმაგრის სახით. იგი ჰგავს შამროკს. ოთხი ტოტი განლაგებულია ცენტრალური წრიული ბირთვის გარშემო, რომელთაგან სამი ქმნის აფსიდას, ხოლო მეოთხე შესასვლელ განშტოებას. მისი გუმბათოვანი კამარა გამაგრებულია წრიული თაღებით, რომელთა ზემოთ 8 პატარა საბრძოლო კოშკი დამცავი აგურის კედლებით აშენებულია მე-16 ან მე-17 საუკუნეებში ასწლიანი ხორვატია – ოსმალეთის ომის (1493—1593) დროს. ეკლესია ნაგებია პატარა ქვებით და აქვს გლუვი გარეთა ზედაპირი. აქვს ძალიან მცირე ზომა; სიგრძე: 5,90 მ, სიგანე: 5,70 მ, სიმაღლე = 6 მ.[1]

პრიულის ვიზიტი 1603 წელს

რედაქტირება

1603 წელს პრიულმა მოინახულა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელმაც აღმოაჩინა გლაგოლიცაზე შესრულებული ნათლობისა და ქორწინების წიგნები, მისი ვიზიტის დროს ეკლესიაში მოქმედებდა 28 წევრისგან შემდგარი სულიწმინდის საძმო. პრიულმა საძმოს დაავალა, დაეწერა საკუთარი წესები, რომლებიც უნდა დამტკიცებულიყო ადგილობრივი ეპისკოპოსის მიერ.[2]

დანიშნულება

რედაქტირება

ეკლესიას უდიდესი დანიშნულება ჰქონდა ხორვატიის ისტორიაში.[3] კერძოდ, იგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხორვატიის მეფეებისთვის. შვიდი მეფე აკურთხეს ნინში და თითოეული მმართველი, ტრადიციის თანახმად, ცხენზე ამხედრებული მივიდა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. სწორედ აქედან ხდებოდა მონარქის წარდგენა ხალხის წინაშე სიმბოლური რიტუალის საშუალებით.[4]

  1. Crkveno graditeljstvo u sjeverozapadnom dijelu zadarskog zaleđa, Građevinar 61 (2009) 7, p. 681
  2. Amos R. Filipi, Radovi JAZU Zadar,13-14/1968. p. 231-235.
  3. Grgur Ninski - Turistička zajednica grada Nina. www.nin.hr. მიმართვის თარიღი 24 მარტი.
  4. The Church of St Nicholas - Tourist board Nin Croatia. www.nin.hr. მიმართვის თარიღი: 24 მარტი 2021.