კარლოვაცის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (კარლოვაცი))

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (სერბ. Саборна црква Светог Николе у Карловцу[1]) — სერბული მართლმადიდებელი ეკლესია კარლოვაცში, ცენტრალურ ხორვატიაში. თავდაპირველი ეკლესია (რომელიც 1993 წელს დაანგრიეს) წმინდა ნიკოლოზის სახელზე აგებული იყო 1787 წელს. 2007 წელს ეკლესია სრულად აღადგინეს.

აღდგენილი ეკლესია

ადგილობრივმა სერბულმა დიასპორამ მიწა ეკლესიისთვის 1781 წელს შეიძინა, 1784 წელს მოითხოვეს მშენებლობის ნებართვა და 1785–ში დაიწყო მშენებლობა.[2] ეკლესიის მშენებლობა 1787 წელს დასრულდა [2] და 1803 წლიდან დაიწყო წირვების ჩატარება.[3]

მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია გაჩანაგდა, ხოლო 1991 წელს ხორვატიის ომის დროს ხორვატიის სამხედრო ნაწილებმა ის საერთოდ ააფეთქეს.[3] ეკლესია რამდენიმე აფეთქების შემდეგ 1993 წელს საბოლოოდ განადგურდა.[3] | constructed_date = 1803[3]

 
ეკლესიის ნანგრევები 2005 წელს.[3]

ის 2007 წელს სრულად აღდგინეს.[3] 2012 წლის 7 იანვარს, აღმოსავლური ტრადიციით შობის აღნიშვნის დროს ხორვატიის პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა ეკლესია მოინახულა.[4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. http://www.rtv.rs/sr_ci/region/novo-skrnavljenje-pravoslavnog-hrama-u-karlovcu_194072.html
  2. 2.0 2.1 Parohija karlovačka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-30. ციტირების თარიღი: 2013-03-30.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 IDENTITET-Saborni hram Svetog oca Nikolaja u Karlovcu. ციტირების თარიღი: 2013-03-30.
  4. Večernji list-Josipović na pravoslavni Božić nazočio liturgiji u crkvi u Karlovcu. ციტირების თარიღი: 2013-03-30.