ნინისი
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ნინისი — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. ჭერათხევის ხეობაში, ულუმბისწყლის მარჯვენა შენაკადის, ნინისისწყლის ზემო წელში.
ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ნინისს არ იცნობენ, არც ქართულ ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება.
1886 წლის აღწერით, აქ 3 კომლი მოსახლეა (16 კაცი და 20 ქალი, სულ 36 კაცი). მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა მთლიანად ქართულია. მოსახლეობა XX საუკუნის 50-იან წლებში დაბა სურამში ჩაასახლეს და სოფელმა არსებობა შეწყვიტა. აქ სახლობდნენ გვარები: დევაძე, ხარაიშვილი და კურტანიძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 20, 20 მაისი, 2019, გვ., 4