ნინა ჩაბიევა
ნინა ზაქარიას ასული ჩაბიევა (ცაბითი) (დ. 14 სექტემბერი, 1910, ახლანდელი ჯავა — გ. 1990[1]) — ოსი საბჭოთა მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1954). სკკპ წევრი 1939 წლიდან.
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1924 წელს თბილისის ოსურ დრამატულ კოლექტივში. 1935 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. 1931 წლიდან იყო ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. როლები: სანიათი (ე. ურუიმაგოვას „სანიათი“), ვასილისა (გორკის „ფსკერზე“), დედა (ა. ვანეევის „კუპატიევების რძალი“), კრუჩინინა (ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), ემილია (შექსპირის „ოტელო“), ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“) და სხვა. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 68.