ბაჩანა

ქართველი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან ნიკო რაზიკაშვილი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რაზიკაშვილი.

ნიკოლოზ (ბაჩანა) პავლეს ძე რაზიკაშვილი (დ. 16 მაისი, 1866, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი — გ. 18 დეკემბერი, 1928, თბილისი) — ქართველი პოეტი.

ბაჩანა
დაბადების თარიღი 16 მაისი, 1866(1866-05-16)
დაბადების ადგილი ჩარგალი, დუშეთის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 18 დეკემბერი, 1928(1928-12-18) (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკას დროშა ადფრ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი გორის საოსტატო სემინარია

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაწყებითი განათლება ჩარგალში მიიღო, ხოლო შემდეგ მშობლებმა მიაბარეს გორის საოსტატო სემინარიაში, სადაც მისი უფროსი ძმა ვაჟა-ფშაველა სწავლობდა. გორის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ (1885) მასწავლებლობდა ვეჯინში, 1890 წლიდან კი - ბარისახოში, ხევსურეთის პირველ სკოლაში. 1900–1920 ასწავლიდა მაღაროსკარის, ჩარგლის, დუშეთის, სიღნაღისა და ბოდბის სკოლებში. საბოლოოდ დამკვიდრდა ქვემო ქედში. მწერლობა 80-იან წლებში დაიწყო. ბაჩანას პოეზიაში მთის ხალხთა ზეპირსიტყვიერებისა (კრებდა მის ნიმუშებს) და ქართული კლასიკური მწერლობის (განსაკუთრებით უფროსი ძმის, ვაჟა-ფშაველას) დიდი გავლენა შეინიშნება. მისი შემოქმედების თემატიკას იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრავდა. ლექსებში "ნატვრა", "ტყის სიმღერა", "მუხა", "ვინა სთქა საქართველოზე" და სხვ. ბაჩანა სიმბოლურ-ალეგორიული სახეებით გადმოსცემდა სამშობლოს მძიმე მდგომარეობას, რაც განაპირობებდა მის ლექსთა ელეგიურ ტონს ("ოცნება პატიმრისა", "გზააბნეული"). ბაჩანას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბუნებას, როგორც ადამიანის ცხოვრებაში მონაწილე ყოვლისშემძლე ძალას. პოემაში „თაღლაურა“ (1884), „ნანაის სიმღერა“ (1889), „საფრთხე“ (1891) პოეტი მთიელთა ყოფა-ცხოვრებას აღწერს; პოემა-რომანში „წაწლობა“ (1919–1924) ფშავის თემის ზოგიერთი წეს-ჩვეულების დრომოჭმულობას ააშკარავებს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება