ნიკოფსი

(გადამისამართდა გვერდიდან ნიკოფსია)

ნიკოფსი, ნიკოფსია (ბერძ. Nikofsis) — ისტორიული ციხე ქალაქი შავი ზღვის პირას, ქალაქ ტუაფსეს (კრასნოდარის მხარე, რუსეთი) ჩრდილო-დასავლეთით 47 კმ-ზე ნანგრევები შემორჩენილია დაახლოებით 30 მ სიმაღლის კლდეზე. პირველად მოხსენიებულია V საუკუნის ანონიმ ავტორთან. მემატიანე ფლავიუს არიანეს (II საუკუნე) ცნობით, აქ უფრო ადრეც ყოფილა ქალაქი ძვ. ლაზიკეს სახელწოდებით. VI-VIII საუკუნეებში ნიკოფში საეპისკოპოსო კათედრალი იყო. VIII საუკუნის ბოლოს ნიკოფსი ეგრის-აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. XIV-XVI საუკუნეებში იტალიურ გეოგრაფიის რუკებზე აღნიშნულია „სანიას“ სახელწოდებით. XVI საუკუნიდან თანდათან გამოეთიშა საქართველოს პოლიტიკისა და კულტურის გავლენას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იგი უკვე ნაქალაქარია.

ნიკოფსია ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების აფხაზეთის მხარეების რუკაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 435.
  • Куфтин Б. А., Материалы к археологии Колхиды, т. 1, Тб., 1949.