ნიკოლოზ ძიძიშვილი

ნიკოლოზ ძიძიშვილი (დ. 31 მარტი, 1907, ოზურგეთი — გ. აგვისტო, 1987) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ფიზიოლოგი.

ნიკოლოზ ძიძიშვილის ძირითადი შრომები ეხება რეცეპტორთა ფიზიოლოგიას. იკვლევდა ნერვული სისტემის მოქმედების ონტოგენეზის, ემოციათა ფიზიოლოგიის და სხვა საკითხებს. არის ლირიკული ლექსების ავტორი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1947), პროფესორი(1948). საქართველოში ელექტროენცეფალოგრაფიული გამოკვლევების წამომწყები, რეცეპტორთა ფიზიოლოგიის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1961 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1947 — ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • რეცეპტორთა ფიზიოლოგია: სახელმძღვ. თბილ. უნ-ტის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის, თბილისი, ცოდნა, 1964, გვ. 226
  • ივანე ბერიტაშვილი: ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი, ნაკადული, 1962, გვ. 89

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება