ნიკოლოზ სანდუნოვი
ნიკოლოზ სანდუნოვი (ნამდვილი გვარი ზანდუკელი; დ. 24 ოქტომბერი, 1768 — გ. 19 ივნისი, 1832, მოსკოვი, რუსეთის იმპერია) — რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი დრამატურგი, იურისტი, მთარგმნელი და პედაგოგი.
ნიკოლოზ სანდუნოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 ოქტომბერი, 1768[1] ან 24 ოქტომბერი, 1769[2] |
დაბ. ადგილი | მოსკოვი |
გარდ. თარიღი | 19 ივნისი, 1832[1] [2] |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | Q4252910? |
საქმიანობა | მწერალი |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | Moscow University Gymnasium |
ჯილდოები | წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი და წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასანდუნოვები ქართული საგვარეულოს, ზანდუკელების წარმომადგენლები იყვნენ. მისი მამა ნიკოლოზ ზანდუკელი რუსეთს შეხიზნული ვახტანგ VI ამალის წევრი იყო. ნიკოლოზ სანდუნოვის უფროსი ძმა რუსეთში მოღვაწე ცნობილი მსახიობი სილა სანდუნოვი იყო. ბავშვობაში ნიკოლოზს უფროსი ძმის მსგავსად მსახიობობა უნდოდა, თუმცა მამამისის დაჟინებით სამართლის შესწავლა დაიწყო.
სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის გიმნაზიაში 1779-1784 წლებში; დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი 1787 წელს. 1787-1791 წლებში უნივერსიტეტის გიმნაზიაში სინტაქსს ასწავლიდა; 1797 წლის თებერვალში დაიწყო მუშაობდა კანონების შემდგენელი კომისიის კანცელარიაში. ის მალე შეამჩნიეს და სენატის სამართლის დეპარტამენტში მიიწვიეს ობერ–მდივნად. 1811 წლის თებერვალში მიატოვა სახელმწიფო სამსახური და გახდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამოქალაქო და სისხლის სამართლის კათედრის ხელმძღვანელი. 1815-1816, 1819-1820 და 1820-1821 სასწავლო წლებში იყო მოსკოვის უნივერსიტეტის ზნეობისა და პოლიტიკური მეცნიერებების განყოფილების დეკანი; 1829 წელს, რექტორის არყოფნის დროს, ასრულებდა უნივერსიტეტის პრორექტორის მოვალეობას; 1817 წელს არჩეული იყო ნამდვილ სამოქალაქო მრჩევლად. გამოცემული აქვს სახელმძღვანელო ძველი სამართალწარმოების ისტორიაზე: "Правая грамота по вотчинному делу в 1559 годе производившемуся".
ნიკოლოზ სანდუნოვი იყო დრამატული ხელოვნების დიდი მოყვარული. მან ნაშრომები დატოვა როგორც სამართალმცოდნეობასა და იურისპუდენციაში, ასევე ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში. წერდა ლექსებს, დრამატულ ნაწარმოებებს, თარგმნიდა და მკითხველს აცნობდა შექსპირსა და შილერს. მისი ნათარგმნია შილერის "ყაჩაღები" (1814 წ.), რომელიც დაიდგა მოსკოვისა და პეტერბურგის სცენებზე. დიდროს მიბაძვით დაწერა დრამა "ოჯახის მამა". როგორც მსახიობი და რეჟისორი ნიკოლოზ სანდუნოვი მონაწილეობდა მოყვარულთა სპექტაკლებში.
ნიკოლოზ სანდუნოვი იყო "რუსეთის სიტყვიერების მოყვარულთა საზოგადოების" და "რუსეთის ისტორიისა და სიძველეების საზოგადოების" წევრი. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირისა და წმ. ანას ორდენებით. იგი მოულოდნელად გარდაიცვალა 1832 წლის 19 ივნისს. დასაფლავებულია ლაზარევსკის სასაფლაოზე, მშობლებისა და ძმის გვერდით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქუთათელაძე ზ., ნიკოლოზ სანდუნოვი (ზანდუკელი) (1768-1832) // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია. თბილისი, 2011. -გვ.150
- გამრეკელი გ., ზანდუკელი, სანდუნოვი, სანდუკული // ისტორიის გამოცანები. თბილისი, 2012. -გვ.48-53.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000088/
- ↑ 2.0 2.1 Словарь русских писателей XVIII века. Выпуск 3: Р—Я / под ред. А. М. Панченко — СПб: Наука, 2010. — С. 88–92. — ISBN 978-5-02-025203-5