ნიკოლოზ ნოსკოვი (რუს. Николай Иванович Носков; დ. 12 იანვარი, 1956, გჟატსკი, სსრკ) — რუსი მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი. არის პრემია „ოქროს გრომოფონის“ ოთხგზის მფლობელი.

ნიკოლოზ ნოსკოვი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 იანვარი, 1956
დაბ. ადგილი გჟატსკი, სსრკ
აქტიური 1981 — დღემდე
საიტი nnoskov.ru
ნიკოლოზ ნოსკოვი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნიკოლოზ ნოსკოვი დაიბადა მუშათა ოჯახში 1956 წლის 12 იანვარს საბჭოთა კავშირის ქალაქ გჟატსკში. მამა, ივან ნოსკოვი მუშაობდა ხორცკომბინატში. დედა, ეკატერინე ნოსკოვა მუშაობდა მშენებლობაზე. ნიკოლოზის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იყო.

როდესაც ნოსკოვი რვა წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ ჩერეპოვეცში გადავიდა. ბავშვობიდან შედიოდა თვითშემოქმედე ჯგუფებში. 14 წლის ასაკში მიიღო თავისი პირველი პრემია: ის გახდა ჩრდილოეთ-დასავლეთის რეგიონის საუკეთესო მომღერალი.

აღსანიშნავია, რომ ნოსკოვს არ აქვს მიღებული პროფესიონალური მუსიკალური განათლება. ფორტეპიანოზე, გიტარაზე და დოლებზე დაკვრა. ჯარში მსახურობის დროს უკრავდა საყვირზე.[1]

ნოსკოვი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობას მუშაობდა სხვადასხვა რუს ან უცხოელ არტისტებთან, როგორებიც არიან ალექსანდრე ზაცეპინი და ედუარდ არტემიევი.

1981 წლიდან ნოსკოვი გამოდიოდა ანსამბლ „მოსკოვში“ რომელთანაც ერთად დავით ტუხმანოვის ხემძღვანელობის ქვეშ 1982 წელს ჩაწერა ალბომი „ნლო“.

1984 წლის გაზაფხულიდან ვიქტორ ვექშტეინის ხემძღვანელობის ქვეშ მუშაობს ანსამბლი „მომღერალი გულების“ მთავარ სოლისტად. 1985 ცდილობს გახდეს ჯგუფ „არიას“ ვოკალისტი.

1987 წლიდან მუშაობდა ჯგუფ „Gorky Park“-ის სოლისტად და კომპოზიტორად.

1989 და 1990 წლებში როკერ ჯონ ბონ ჯოვისთან და კლაუსომ მაინესთან (Scorpions) ერთად ჩაწერა დუეტი.

მისი სიმღერა "Bang" ამერიკული რადიოსადგურების ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა, ხოლო სკანდინავიაში ის წლის სიმღერად აღიარს. გარდა ამისა, ამ სიმღერის ვიდეოკლიპი MTV-ის ჩარტებში მესამე ადგილზე იყო, ჯგუფის ალბომმა კი ჟურნალ "Billboard"-ის 200 ყველაზე გაყიდვადი ალბომის რეიტინგში 81-ე ადგილი დაიკავა, დანიაში კი ის „ოქროს სიმღერა“ გახდა.

1990-იანების დასაწყისში ნოსკოვმა ჯგუფი დატოვა, 1993 წელს დაიწყო სოლო კარიერა, ხოლო 1994 წელს ინგლისურ ენაზე ჩაწერა ალბომი "Mother Russia", რომელმაც ვერც რუსეთში და ვერც საზღვარგარეთ აღიარება ვერ მოიპოვა.

2002 წელს დააარსა ეთნიკური მუსიკის მხარდაჭერის საქველმოქმედო ფონდი „ველური თაფლი“ (რუს. Дикий Мёд).

2011 წელს ტელეგადაცემა „რესპუბლის ღირსებაში“ პოეტ ნიკოლოზ დობრონრავოვის და კომპოზიტორი ალექსანდრა პახმუტოვას სიმღერა „მელოდია“ შეასრულა. გადაცემაში სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა. იმავე წელს დაასრულა მუშაობა ალბომ „ეს იმად ღირს“ (რუს. Оно того стоит), რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი პირველი ნამუშევარი იყო. ნოსკოვმა აღნიშნა, რომ მას არ სურდა სიმღერების ბეჭვდა და აღნიშნა, რომ არ უნდა იჩქაროს.

2012 წელს ჩაწერა კიდევ ერთი ალბომი — „უსახელო“ (რუს. Без Названия). ჩაწერა ხდებოდა გერმანიაში, პროდიუსერ ჰოსრტ შნებელის სტუდიაში.[2]

ნიკოლოზის ყველაზე ცნობილი სიმღერებია: „მომეცი მე შანსი“, „თოვლი“, „ეს მაგარია“, „პარანოია“, „მე შენ მიყვარხარ“, „მე არ ვარ მოდური“[3] „ნაკლებზე თანახმა არა ვარ“.

ნიკოლოზი დაქორწინებულია, ჰყავს ქალიშვილი. 2015 წელს, ნიკოლოზ ნოსკოვი ბაბუა გახდა.[4].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება