ნიკოლოზ იაკობაშვილი
ნიკოლოზ იაკობაშვილი (დ. 16 დეკემბერი, 1914, ჩიხა — გ. 23 ივნისი, 1989) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1938 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი.
1943–1946 წლებში მუშაობდა კვების მრეწველობის სამინისტროს ტრესტ „საქეთერზეთში“ მთავარ ინჟინრად, 1946–1959 წლებში მმართველად. 1959–1970 წლებში იყო „საქცხიმეთერზეთის“ მმართველი, 1970 წლიდან საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ეთერზეთების მრეწველობის განყოფილებას. ნიკოლოზ იაკობაშვილის შრომები ეძღვნება ეთერზეთოვანი კულტურების ნედლეულის ბიოქიმიურ და ტექნოლოგიურ შესწავლას, ნედლეულის კომპლექსური გადამუშავების ტექნოლოგიას და გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების გამოყენებას. მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით თბილისში 1968 წელს ჩატარდა ეთეროვანი ზეთების მრეწველობის სპეციალისტთა IV მსოფლიო კონგრესი. იყო მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და სიმპოზიუმის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967). პროფესორი (1986). კვების მრეწველობის დარგის სპეციალისტი. საქართველოში ეთეროვანი ზეთების კვლევის ფუძემდებელი.
ჯილდოები
რედაქტირება- 1988 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- 1961 — საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ეთერზეთოვანი კულტურებისა და ზეთების წარმოება საქართველოში, თბილისი, 1982, გვ. 47
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018, გვ. 158