ნიკოლოზ თაბუკაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაბუკაშვილი.

ნიკოლოზ თაბუკაშვილი (დ. 25 აპრილი, 1915, სოფ. ღუდუმექეთი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ივლისი, 1981) — ფერმწერი და პედაგოგი. 1945 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ალექსანდრე ციმაკურიძის კლასი). 1945–1952 წლებში ასწავლიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1952 წლიდან მოღვაწეობდა სოხუმში, იქ დააარსა სამხატვრო სტუდია, 1955 წელს კი – სამხატვრო სკოლა (მოგვიანებით, სასწავლებელიც), რომელსაც ხელმძღვანელობდა 1978 წლამდე. ნიკოლოზ თაბუკაშვილის შემოქმედების ძირითადი თემაა ბუნება (იმერეთის, ქართლის, აფხაზეთის პეიზაჟები). იგი ქართული დაზგური ფერწერის რეალისტური ტრადიციების ერთგული იყო. 1965–1975 წლებში სოხუმში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები, გარდაცვალების შემდეგ თბილისშიც. 1993 წელს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა ნიკოლოზ თაბუკაშვილის, მისი მოწაფეების, აფხაზეთის მხატვრების გამოფენა. ნიკოლოზ თაბუკაშვილის ნამუშევრები ინახება აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი) და კერძო კოლექციებში. დაწესებულია ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია.[1]

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1961 — საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1955 — აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ლიტერატურა

რედაქტირება