ნიკოლოზ დანელია (ჰიდროტექნიკოსი)

ნიკოლოზ თედორეს ძე დანელია (დ. 15 სექტემბერი, 1905, სოფ. ლეხაინდრავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 27 სექტემბერი, 1977, თბილისი) — ქართველი ჰიდროტექნიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1967).

1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის საინჟინრო-მელიორაციული ინსტიტუტი თბილისში და იქვე დაიწყო მუშაობა. 1932-1948 წლებში მუშაობდა რუსეთში: მოსკოვის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1932-1938), შემდეგ ნორილსკის სამთო მეტალურგიის კომბინატში (1938–1945). 1945–1948 წლებში იყო ბულაჩაურის წყალსადენის სისტემის მშენებლობის მთავარი ინჟინერი. 1948–1961 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ლაბორატორიას. 1962–1976 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკურ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრის გამგე, 1976 წლიდან გარდაცვალებამდე — ამავე ინსტიტუტის ჰიდრავლიკის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კათედრის გამგე. მისი შრომები უმთავრესად ეხება წყალმიმღებ ნაგებობათა მშენებლობის საკითხებს. საქართველოში სარწყავი სისტემების მშენებლობის ინდუსტრიალიზაციისათვის სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ჰიდრავლიკა (სახელმძღვანელო), თბ., 1972;
  • Водозаборные сооружения на реках с обильными донными наносами, М., 1964;
  • Новые водозаборные сооружения и водохранилища на горных и предгорных участках рек, М., 1975 (თანაავტ.).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება