ნიკოლოზ გულაევი

ნიკოლოზ გულაევი (დ. 26 თებერვალი, 1918 ― გ. 27 სექტემბერი, 1985) — რუსი სამხედრო პირი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1943, 1944), ავიაციის გენერალ–ლეიტენანტი (1968).

ნიკოლოზ გულაევი
?—?
Николай Дмитриевич Гулаев.jpg

ბიოგრაფიარედაქტირება

1938 წლიდან იყო საბჭოთა არმიაში. 1940 წელს დაამთავრა სამხედრო–საავიაციო სასწავლებელი. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა სტალინგრადის, ვორონეჟის, უკრაინის I და II ფრონტებზე. იყო რგოლის, ესკადრილიის მეთაური, 27-ე გამანადგურებელი ავიაპოლკის შტურმანი. ჩაატარა 240 საბრძოლო გაფრენა, 69 საჰაერო ბრძოლა. პირადად ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 32, ხოლო ჯგუფთან ერთად 3 თვითმფრინავი. 1950 წელს დაამთავრა ჟუკოვსკის სამხედრო–საჰაერო აკადემია, ხოლო 1960 წელს გენშტაბის სამხედრო აკადემია.

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება