ნიკოლოზ გავაშელაშვილი
ნიკოლოზ გავაშელაშვილი (დ. 16 აგვისტო, 1949, სოფელი ღვანკითი, თერჯოლის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი აგრონომი და საჭადრაკო კომპოზიტორი. დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ზესტაფონსა და თერჯოლაში გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამსახურებში. მოგვიანებით მუშაობდა „ჯორჯიან მანგანეზში“ ოპერატორად. მონაწილეობა მიუღია საჭადრაკო ტურნირებში. მისი საჭადრაკო ამოცანები იბეჭდებოდა გაზეთებში „ლელო“, „მერანი“, „სოფლის ცხოვრება“ და ა.შ., ჟურნალებში „შახმატნაია პოეზია“ (ჩელიაბინსკი) და „საჭადრაკო კრებული“ (სანკტ-პეტერბურგი). განსაკუთრებით გატაცებულია სკახოგრაფიული ამოცანების შედგენით. გამოცემული აქვს ამოცანების ორი კრებული: „საჭადრაკო ამოცანები, ეტიუდები, სკახოგრაფიები“ (2014) და „33 სიხარული“, რომელიც ქართულ მხედრულ ანბანს ეძღვნება.
საჭადრაკო კომპოზიცია
რედაქტირებაამოხსნა:
1. ეb7
თუ 1. ... მფd5
2. ეc7 მფe5
3.ეc5#
თუ 1. ... მფf5
2.ეg7 მფd5
3.ეg5#
ლიტერატურა
რედაქტირება- გავაშელაშვილი ნ., საჭადრაკო ამოცანები, ეტიუდები, სკახოგრაფიები, 2014.
- გავაშელაშვილი ნ., 33 სიხარული, 2018.