სოფლის ცხოვრებაქართული ყოველდღიური გაზეთი. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანო. დაარსდა 1921 წლის 27 დეკემბერს. გამოდიოდა თბილისში. მისი წინამორბედი გაზეთებია „მიწის მუშა“ (1921–1924), „ახალი სოფელი“ (1925–1930), „კოლექტივიზაცია“ (1930–1935). 1960 წლიდან გამოდიოდა „სოფლის ცხოვრების“ სახელწოდებით. აშუქებდა სკკპ აგრარული პოლიტიკის, საქართველოს მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის პრობლემებს, მიწის ფონდებისა და ტექნიკის რაციონალურად გამოყენების, სახელმწიფო და შრომის დისციპლინის განმტკიცების, სოფლის სოციალურ-კულტურის განვითარების საკითხებს. გაზეთში აქტიურად თანამშრომლობდნენ მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის პრაქტიკოსი მუშაკები, საზ. კორესპონდენტები.

„სოფლის ცხოვრება“ დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და სიგელებით. სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ პ. საყვარელიძე, ნ. მუშიშვილი, ა. ჭყონია; 1960 წლიდან — მ. დავითაშვილი. ტირაჟი — 424 ათასი ცალი.

ლიტერატურა რედაქტირება