მერანი (საჭადრაკო გაზეთი)
„მერანი“ — გაზეთ ლელოს საჭადრაკო დამატება 1984-1991 წლებში, გამოიცემოდა თვეში ორჯერ, მისი ტირაჟი შეადგენდა 15000 ეგზემპლარს. სხვადასხვა დროს მისი რედაქტორები იყვნენ მაია ჩიბურდანიძე, თენგიზ გიორგაძე. 1991 წელს „მერანი“ დამოუკიდებელი საჭადრაკო გაზეთი გახდა და მისი რედაქტორი იყო გ. გობეჩია. გაზეთი დიდ ადგილს უთმობდა საქართველოს საჭადრაკო ცხოვრებას. აქვეყნებდა სტატიებს თეორიის, ისტორიის, მსაჯობის და სხვა საკითხებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 274.