ნიკოლოზ ბოლქვაძე
ნიკოლოზ ბოლქვაძე (დ. 28 აპრილი, 1962, ქობულეთი, საქართველო) — ქართველი მწერალი, პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე, სპორტსმენი, ფილოსოფოსი.
ნიკოლოზ ბოლქვაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 28 აპრილი, 1962[1] (62 წლის) |
დაბ. ადგილი | საქართველო[1] |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტოლოგი, სპორტსმენი და ფილოსოფოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ჩაისუბანში. 1999 წელს დაამთავრა ქუთაისის ავტომექანიკური ტექნიკუმი და თბილისის პოლიტიკური აკადემიის ბათუმის ფილიალი, პოლიტოლოგიის სპეციალობით. 2004 წელს ჩააბარა ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სოციალური ფილოსოფიის განხრით. წლების მანძილზე მისდევდა სპორტს. იყო აღმოსავლური ორთაბრძოლების მწვრთნელ - ინსტრუქტორი კარატეს განხრით. ბაშკირეთში მოღვაწეობის პერიოდში იყო არაერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის სულის ჩამდგმელი და მონაწილე. მისი იდეითა და ხელმძღვანელობით შეიქნმა ბაშკირეთის ქართველთა დიასპორის ცენტრი, რომლის პრეზიდენტად თავად იყო არჩეული (ქართველთა სათვისტომო აერთიანებდა ბაშკირეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ რვაასზე მეტ საქართველოს მოქალაქეს). მის სახელს უკავშირდება უფაში რესპუბლიკური მნიშვნელობის რუსთაველის სახელობის ქართული ეროვნული კულტურის ცენტრის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ქართული ლიტერატურის განყოფილების დაარსება, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული საკვირაო საბაზო სკოლის გახსნა, უფაში ბაშკირეთის კულტურის დღეების ჩატარება და მისი ტრადიციად გადაქცევა. მისი მზრუნველობით, უფის ერთ-ერთი ქუჩა ატარებს შოთა რუსთაველის სახელს. 2003 წელს მის მიერ გავრცელებული ცოდნის შედეგად ბაშკირეთიში მცხოვრებმა ქართველმა თანამემამულეებმა რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში მიიღეს ქართულად წირვა-ლოცვის უფლება. 2005 წელს ნიკოლოზ ბოლქვაძე დაბრუნდა საქართველოში და გააგრძელა აქტიური საზოგადოებრივი, ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობა. 2008 წელს მისი იდეითა და ხელმძღვანელობით ბათუმში დაარსდა "მამულიშვილთა" კავშირთან არსებული ორგანიზაცია - "საქართველოს გადარჩენისათვის". არის შვიდი წიგნის, ასზე მეტი მეცნიერული ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი. იბეჭდება როგორც საქართველოში, ასევე უცხოურ გამომცემლობებში. გამოქვეყნებულ ნაშრომთაგან აღსანიშნავია: „ქართული სუფრა“, „თამადის ხელოვნება“, „ვალი“, „წინაპართა ნაკვალევზე“, „წერილები ჩემს ვაჟს“, „საქართველოს გადასარჩენად“, „აზროვნების ეკოლოგია“ და სხვა მრავალი. 2002 წელს დასახელებულ იქნა ბაშკირეთის წლის საუკეთესო ადამიანად.