ნიკოლოზ ბერუჩაშვილი

ქართველი გეოგრაფი

ნიკოლოზ ბერუჩაშვილი (დ. 21 აგვისტო 1947, თბილისი — გ. 23 მარტი 2006, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1983).

ნიკოლოზ ბერუჩაშვილი
დაბ. თარიღი 21 აგვისტო, 1947(1947-08-21)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 23 მარტი, 2006(2006-03-23) (58 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ნიკოლას სტოიჩოვ ტოდოროვი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1981 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1970-1982 მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე — დოცენტი, 1982-2006 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრის გამგე. 1970-2006 წლებში — იყო თსუ-ს მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის გამგე და 1979-2006 წლებში აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობის შესწალის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გამგე. 1995-2000 წლებში იყო სოროსის ფონდის პროფესორი, 1996-2006 წლებში — საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. 2004-2006 საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მსოფლიო კომისიის ლანდშაფტის ანალიზის პრეზიდენტი. ფრანგ გეოგრაფთან ჟან რადვანთან ერთად ავტორია ატლასისა — „კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება